პოეზია

მიკის თავგადასავალი

მე მქვია მიკი. ეს სახელი ჩემმა პატრონმა ტასომ დამარქვა, როცა ლეკვი ვიყავი. ახლა კი, გიამბობთ ნაწყვეტს ჩემი ცხოვრებიდან. როცა ტასოს მამამ თავის სახლში წამიყვანა, სულ რაღაც, ერთი თვის ვიყავი. ტასოს ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა და პირველივე შეხვედრიდან კარგი ურთიერთობა ავაწყვეთ. ასევე, კარგი ურთიერთობა მქონდა მამამისთან, რასაც დედაზე ვერ ვიტყვი… ჩემდასამწუხაროდ, ტასოს დედამ პირველივე დღიდან ამითვალისწუნა. მართალია, დედისა და და-ძმებისგან მოშორებული ვიყავი, მაგრამ ტასო და მამამისი მზრუნველობას არ მაკლებდნენ და საკუთარ თავს მარტოსულად არ ვგრძნობდი. მე არც ჩემი ფავორიტი საჭმელი _ პედიგრი მაკლდა, არც სეირნობა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ტასოს მეზობლებთან პოპულარობით ვსარგებლობდი. ისინი რიგს იკავებდნენ, რათა ჩემთან ერთად ესეირნათ. როცა ქუჩაში მივდიოდი ვერავინ მწყვეტდა თვალს და გამვლელები ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ,,შეხედე! ეს დობერმან პინჩერის ჯიშისაა, რა მაგარი ძაღლიაო!” მეც, თავმომწონედ და ამაყად ვაგრძელებდი გზას.

ტასოს დედასთან ურთიერთობა, განსაკუთრებით, მაშინ გამიფუჭდა, როცა მისი ძვირადღირებული ფეხსაცმელი ჩემი ბასრი და ნემსივით წვეტიანი კბილებით გავატყავე. როდესაც ჩემ მიერ დეფორმირებული ფეხსაცმელი დაინახა, ძალიან გაბრაზდა. მივხვდი, რომ დავაშავე და სასწრაფოდ დავიმალე. უკვე სამშვიდობოზე მყოფს, მესმოდა თუ როგორ ცდილობდა ტასო ჩემს გამართლებას დედის წინაშე. მინდა ვთქვა, რომ ეს განზრახ არ ჩამიდენია, უბრალოდ, პატარა ვიყავი, ღრძილები მექავებოდა და იმიტომ ჩავავლე ეშვები. სხვა დროს, როცა რამეს დავაშავებდი და ტასო თვალებით მსაყვედურობდა, მე, ერთ ხერხს მივმართავდი, რომელიც აუცილებლად გაჭრიდა _ ვიყენებდი ჩემს სამსახიობო ნიჭს და ისეთ საბრალო გამომეტყველებას ვიღებდი, რომ მის სახეს ღიმილი გადაეფინებოდა და მპატიობდა.

ამრიგად, მე ამ ოჯახში ნებივრად ვცხოვრობდი, მაგრამ წუთისოფლის სიმუხთლის გამო, ეს მყუდროება ფეხქვეშ გამომეცალა.როდესაც ზაფხულის არდადეგებზე სოფელში წამიყვანეს, იქ ტასოს მამიდაშვილს ძალიან მოვეწონე. ტასოს მამამ გადაწყვიტა ჩემი თავი დიშვილისთვის გადაეცა. ეს ტასოს არ მოეწონა, მაგრამ რას იზამდა?! რაც შეეხება ტასოს დედას, მან ზემოხსენებული ფაქტი დიდი სიხარულით მიიღო, რადგან ჩემი მოშორება უნდოდა.შემდეგ, როცა ტასოს მამიდაშვილმა თავის სახლში წამიყვანა უკვე მოზრდილი ძაღლი გახლდით. იქ ჩემ მიმართ მზრუნველობას არავინ იჩენდა და თავს ისე ვგრძნობდი, როგორც რიგითი ძაღლი. მარტო პურს და ღომს მაჭმევდნენ და ხორცთან არავინ მაკარებდა. ჩემი ცხოვრება მოსაწყენი და მონოტონური გახდა. ადგილობრივ ძაღლებს თავი დიდ რამედ რომ მიაჩნდათ და სუსტი ხმით ყეფდნენ, მე ჩემი ბოხი ხმით ერთხელ დავიღრიალებდი და ყველას ვაჩუმებდი.

ერთ ღამეს, როცა ეზოს ჭიშკრის პირას ჩავთვლიმე, მე მომიპარეს. ძალიან მენატრება ჩემი ნამდვილი პატრონი ტასო და დარწმუნებული ვარ, მასაც ასე ვენატრები.

შენზე ფიქრებში…

შენზე ფიქრებში განვლილი ყოველი წამი კარგია,

შენზე ფიქრებში ჩაფლული ჩემი გულიც კი ნაღდია,

ჩემში ხარ, მაგრამ გიმალავ იმას, თუ როგორ მიყვარხარ,

გრძნობებს, რომლებსაც ვინახავ, განვიცდი, რადგან მიყვარხარ.

ვერაფერს ვერ გეუბნები, რადგან ძალიან მიყვარხარ,

მეშინია, რომ დაგკარგავ, გულზე გამიჩენ იარას,

ვეღარ გიხილავ ანგელოზს, თვალით, რომლითაც მიყვარხარ,

გულით, რომლითაც გინახავ, სულით, რომლითაც მინდიხარ.

სწორედ ამიტომ გიმალავ გრძნობებს, რომლებსაც ვერ ვიტან,

რადგან ვერ ვბედავ იმის თქმას, თუ როგორ ძაან მიყვარხარ…

ჩემი პირველი ლექსია რომელიც მივუძღვენი ჩემს ერთადერთ სიყვარულს… იმედი მაქვს ოდესმე წაიკითხავს…

ალფონსი

ძრწიან და გრგვინავენ გამხმარი ზეწრები,

გახსოვს? – ჩვენ ერთმანეთს ალერსით ვებრძოდით,

ღამეა საპყარი–ვით იასამანი

და დაღლილ სხეულებს თაღებად გავმართავთ.

ვნება და პათოსი –

ა ლ ფ ო ნ ს ი,  ა ლ ფ ო ნ ს ი …

სულმა კი დაგვნაცრა ობლად და იებად,

ეს ვნებაც გაქრება – პ ა თ ო ს ი ც,  პ ა თ ო ს ი ც

და ექოდ დარჩება, თეთრ იასამანზე,

შორეულ ნამცეცად ქცეული ა ლ ფ ო ნ ს ი!

stats-arrow little-delete trophy-icon block-from-chat weather-refresh-icon popup-left-arrow popup-right-arrow register-icon login-icon three-dots-icon small-pin-icon small-calendar-icon services-manage-icon share-post-icon like-post-icon dropdown-arrow-icon accordion-open-icon comments-post-icon accordion-close-icon play-icon remove-playlist-icon save-playlist-icon share-icon heart-icon magnifying-glass-icon cupcake-icon weather-icon star-icon headphones-icon block-from-chat-icon add-to-conversation-icon speech-balloon-icon add-a-place-icon Chat Messages check-icon plus-icon albums-icon photos-icon day-calendar-icon week-calendar-icon month-calendar-icon checked-calendar-icon multimedia-icon settings-v2-icon close-icon logout-icon settings-icon blog-icon status-icon happy-sticker-icon happy-face-icon computer-icon manage-widgets-icon badge-icon newsfeed-icon camera-icon stats-icon calendar-icon happy-faces-icon thunder-icon menu-icon Groups-Icon User-Icon Read-Icon Unread-Icon Friendships-Requests-Icon Invitations---Send-Invites-Icon Edit-Icon Pin-Icon Project-Icon Account-Icon Addresses-Icon Billing-Details-Icon Checkout-Icon Downloads-Icon Orders-Icon Payment-Methods-Icon Track-Icon Shop-Bag-Icon Sound-Icon 217 bytes - 53.73% saving