ძრწიან და გრგვინავენ გამხმარი ზეწრები,
გახსოვს? – ჩვენ ერთმანეთს ალერსით ვებრძოდით,
ღამეა საპყარი–ვით იასამანი
და დაღლილ სხეულებს თაღებად გავმართავთ.
ვნება და პათოსი –
ა ლ ფ ო ნ ს ი, ა ლ ფ ო ნ ს ი …
სულმა კი დაგვნაცრა ობლად და იებად,
ეს ვნებაც გაქრება – პ ა თ ო ს ი ც, პ ა თ ო ს ი ც
და ექოდ დარჩება, თეთრ იასამანზე,
შორეულ ნამცეცად ქცეული ა ლ ფ ო ნ ს ი!
facebook კომენტარები
