პოეზია

,,შენი ქალბატონი”

,, დიახ, მე ვარ შენი ქალბატონი,

უნდა დაგიმშვენო გვერდი.

მე ვარ, ვისზეც უნდა ოცნებობდე,

თუნდ შემოგვეფანტოს წლები.

მერე წლები იქეთ გავაცინოთ,

ეთქვას, მაჯობესო რწმენით.

ცის ჭერს მივაწვდინოთ ხელები და

მივცეთ სიყვარულის ფერი.

ვზივარ შენი ცხოვრების ნავში და

მზად ვარ, ვიყო შენი მგზავრი.

დიახ, მე ვარ შენი ქალბატონი,

უნდა დაგემგზავრო გზაში” 💟💟

,,შენი თვალებით”

,, შენი თვალებით მიმზერს უფალი

და, თითქოს, ზეცის სარკმლების მიღმა

ვხედავ სამოთხეს და იარები

და იარებიც მიხორცდებიან.

შენი ხელებით მიკრავს უფალი

გულში და გულიც სიცოცხლით ფეთქავს.

თუ გამიცივდი ოდესმე გულთან

დავკარგავ შენში დანახულ ღმერთსაც.

შენი თვალებით მიმზერს უფალი

და გრძნობა ჩემში ჩემზე მეტია.

სამაჯურებად ავისხამ ხელზე

განცდებს ასე რომ მიბევრდებიან.

……………………………….

შენი თვალებით მიმზერს უფალი

და ,თითქოს, ზეცის სარკმლების მიღმა

ვხედავ სამოთხეს და იარები

და იარებიც მიხორცდებიან”.❤❤

,, მე მაპატიე”

,, ზამთრის  მკლავებქვეშ მოექცევა მთელი სამყარო,

როცა ნოემბერს გასცვივდება ბოლო ფოთოლი.

მე მაპატიე

                    ფოთოლცვენა  

                                            ჩემი გრძნობების

და ამინდივით არეული ხასიათები.

გაძარცვულ ხეებს უჩერდებათ  პულსი მაჯებში.

პირში ვიგუბებ შემოდგომის გარდაცვალებას.

მე მაპატიე ფერწასული ჩვენი დღეები და ………

ამინდებივით არეული ხასიათები”…

stats-arrow little-delete trophy-icon block-from-chat weather-refresh-icon popup-left-arrow popup-right-arrow register-icon login-icon three-dots-icon small-pin-icon small-calendar-icon services-manage-icon share-post-icon like-post-icon dropdown-arrow-icon accordion-open-icon comments-post-icon accordion-close-icon play-icon remove-playlist-icon save-playlist-icon share-icon heart-icon magnifying-glass-icon cupcake-icon weather-icon star-icon headphones-icon block-from-chat-icon add-to-conversation-icon speech-balloon-icon add-a-place-icon Chat Messages check-icon plus-icon albums-icon photos-icon day-calendar-icon week-calendar-icon month-calendar-icon checked-calendar-icon multimedia-icon settings-v2-icon close-icon logout-icon settings-icon blog-icon status-icon happy-sticker-icon happy-face-icon computer-icon manage-widgets-icon badge-icon newsfeed-icon camera-icon stats-icon calendar-icon happy-faces-icon thunder-icon menu-icon Groups-Icon User-Icon Read-Icon Unread-Icon Friendships-Requests-Icon Invitations---Send-Invites-Icon Edit-Icon Pin-Icon Project-Icon Account-Icon Addresses-Icon Billing-Details-Icon Checkout-Icon Downloads-Icon Orders-Icon Payment-Methods-Icon Track-Icon Shop-Bag-Icon Sound-Icon 217 bytes - 53.73% saving