პოეზია

მულტფილმთა ჟამთასვლა

,,Dreamworks-ის მეთევზე“ მთვარეზე ჩამოჯდა, 

ანკესის მოქნევა ამაო გამოდგა,

 მან ძლივს მოარგო საჯდომი კრატერს 

და ერთი მოქნევით ანკესი გატესტა,

გიბლი ამზადებს მორიგ ანიმეს, 

უნდა აგვავსოს სენტიმენტებით, 

ჩვენც მათ შემყურე დროს ვკლავთ ამაოდ, 

შიგ სამყაროში გულით ვერთვებით,

ჰოულისაც კი ჟანგი მოედო,

ფერებს შეიგრძნობს ცისა და ბარის, 

ვეძებთ და მაინც ვერა ვპოულობთ, 

ნარნიის პორტალს, კარადის კარის,

ეგზისტენცია დაერღვა ,,ქართუნს’’

თავი მოიკლა ,,ფოქსკიცმა’’

ფიფქიას უკვე კოცნაც ვერ შველის, 

ვერც იმ დედაბერს ფულით მოსყიდვა. 

ვირსაც დაშორდა ფეონას მცველი, 

დრაკონი იყო?! მასთან რაუნდა?

ყველას უკვირდა მათი ამბავი,

შრეკიც გაცხარდა, მწარედ დადუმდა, 

მშვიდობა სუფევს სამეფოს შიგნით, 

ფარკუატი თავს კარგად გრძნობს სახლში,

ოჯახის წევრებს უმალავს ამბებს, 

წამლებს რომ მალავს თავის ყალბ ხმალში,

ბეჰემოთებმაც იჩხუბეს თურმე , 

მადაგასკარის კუნძულზე, 

ქალმა ინდომა გაპარვა დილას, 

წერილს უტოვებს კარის ურდულზე,

ასე მთავრდება დღეები ხშირად, 

გმირებს ძალა აქვთ, ცვალონ სცენარი, 

ელვა მაკ-ქუინს რომ თავი მობეზრდა, 

ის გადაკეთდა გახდა ფერარი,

მხოლოდ ერთგან არს მშვიდობა მუდამ,

არ დაუდგება მას შეცვლის ჯერი,

ხან მეგობრული ხან კი მტრულია, 

უბერებელი ტომი და ჯერი.

გრძნობა

შენი თვალები ისე მიზიდავს, 

როგორც მაგნიტი იზიდავს ლითონს,  

და ჩემს ოცნებად გაქცევ მე ფიქრში , 

რადგან თვით ამას გულიც კი ითხოვს , 

ვფიქრობ ამაო სიტყვების დროა, 

რომლებიც მალე გაქრება ალბათ,  

იმედს ვიტოვებ მე შენ შეგხვდები,

და ვიმედოვნებ ამას მე ყალბად , 

რადგან დრო რთული დამიდგა ჟამის,

 ჟამიანობა მომადგა კარზე, 

და მივუყვები ზღვის ჰორიზონტზე , 

გრძელ-გრძელ ბილიკებს მზის გარიჟრაჟზე, 

მიყვარხარ და ეს არ მწამს მარტივად, 

ალბათ რთულია კვლავ ამის ახსნაც , 

ვერ ვეგუები მე ამ მომავალს , 

და მე არ მინდა ამისგან დახსნაც.

ზღაპრად..

ზღაპრად..

ჩაიფიქრებს ღამე სურვილს- 

დილა უნდა გავაქრო,

მომიმატებს ჩაი წყურვილს- 

სანამ გავა დრო.

სანამ..

მიებჯინა მთვარე ღრუბლებს

მიიმალა ღრუბლებს მიღმა,

ჩამოვუვლი გარეუბნებს,

ქალაქის მტვერს,

რაც მას ნიღბავს.

როგორც ნინძა,

ხან მუმია..

ხშირად ხისტი,

თან ჩუმია..

როგორც სევდა,

ღიმილისას..

თუ მოერგო 

ღილი მისანს..

მეტყვის შედეგს – ამ პროცესის.

მე კი, დიდხანს გადავდებდი,

ვუყურებდი თვალებს შენსას

დღეო, სანამ დაღამდები..

ჩაიფიქრებს დილა სურვილს- 

ღამე უნდა გავაქრო,

მომიმატებს ჩაი წყურვილს- 

სანამ გავა დრო.

სანამ..

მზისფერ ტალღებს გადაცურავს

სიმინდს ბაღში ტაროს პარავს,

ტერფებს არწევს, განა ცურავს,

განაპირა,

სტუმრობს მარანს.

ხელში ჭიქა

და შოთია..

დღეს ფხიზელი

ხვალ ლოთია..

უსიმებო

ქნარი ღელავს..

თავს დაგვატყდეს

ქარი ყველას..

კვლავ გაინძრეს – რაც გაშეშდა.

მე კი, სითბოდ გავვრცელდები,

ყინულს ვადნობ

და ვჩერდები..

ჩავიფიქრებ ბოლო სურვილს- 

ყველა უნდა გავაქრო,

ჩაი მომიმატებს წყურვილს- 

სანამ ხარ მარტო..