ლექსი ,,მამაჩემო”

Comments

ჩემს გულში ურჩმა ტკივილებმა დაიდეს ბინა,

მტოვებ და მხოლოდ ახლა ვხვდები ვინ ვარ უშენოდ,

ჩემს დაღლილ სხეულს ყველა სევდა გავხადო მინდა,

და სიმარტოე სართულებად ამოვუშენო.

სულაც არ მინდა,რომ ობოლი პოეტი მერქვას,

მიმატოვე და მიმატოვა მუზის ხმაურმაც,

ჩემს მაგიდაზე აწი ფურცლებს ვინ გადაქექავს,

ან ცივ ზამთარში ღამე საბანს ვინ დამახურავს?

მანგრევს ის ფაქტი,თავზე ხელს რომ ვერ გადამისვამ

და როგორც ადრე ვეღარ დაჩქმეტ ჩემს წითელ ლოყებს,

შენს ძველ პერანგებს ისევ ისე სიმორცხვით ვიცვამ,

თუმცა უშენოდ გულს ვერაფერს ვეღარ ვაყოლებ…

მინდა მოხვიდე მამაჩემო,მინდა მოხვიდე,

კარს ღიას ვტოვებ და დაკეტე რომ არ შემცივდეს..

გადამახურე შენი გულის თბილი საბანი.

ზეინაბ აკვაზბა

facebook კომენტარები
Choose your Reaction!