სამყაროს განადგურების პროცესს ქალი თავისი ჟანგიანი აივნიდან უყურებდა, ირგვლივ მზის სხივები ალაგ-ალაგ ანათებდა ძველი კორპუსის ფანჯრებს და არავინ არ იყო ისეთი, მოხუცი ქალის ტკივილს გასაზიარებლად, რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ რაც თავის პატარა შვილს პირველად ჩახედა თვალებში, მაშინ იგრძნო რომ ყველაფერი, მანამდე არსებული, უბრალოდ ამ წამამდე მოსასვლელი კომბინაციების ერთობლიობა იყო, აღარ ახსოვდა არცერთი გულის ტკენა, არცერთი მარტო გატარებული ღამე, აღარც ბავშვის მამა, რომელმაც ასე უსინდისოდ მიატოვა ახალი ამბის გაგების შემდეგ, მანამდე სიყვარულს ეფიცებოდა, უბრალოდ იმ დღეს ყველაფერი კარგი გაქრა კაცის თვალებში, ყოველი კოცნა, ოცნებები ერთმანეთზე ყველაფერი წამის მეასედში წარსულს ჩაბარდა. ბავშვს მარტო ზრდიდა და ერთადერთ მის დას შეეძლო დახმარება ისიც იშვიათად და ასე ზრდიდნენ პატარა ბიჭს, დედისთვის ყოველ გაღიმებას რაღაც არაამქვეყნიური ბედნიერება მოჰქონდა და ბავშვიც ღიმილს ,თითქოს ქვეცნობიერად გრძნობდაო, არ აკლებდა დედამისს, ასე გადიოდა დღეები, კვირები და ბოლოს ბიჭიც გაიზარდა დედას კი გულზე რაღაც სიმძიმე აწვა ბოლო დროს, ყველა დედას უხილავი ძაფები აკავშირებს ამ სამყაროში შვილთან და ეს ძაფები თითქოს ყოველდღე წყდებოდა, მაშინ ქალს წარმოდგენა არ ჰქონდა ამ ყველაფრის შესახებ,მარტოობაშიც კი მას მარტო ის ახარებდა, სადღაც მისი შვილი დედამიწაზე არსებული იმ ჰაერით ცოცხლობდა რომელიც ყოველ დილით ქალის ფილტვებს ავსებდა და ღამით უკან ამოდიოდა. იმ დღესაც ასე იყო, უბრალოდ სამყარომ თავისი ღერძის გარშემო ტრიალი შეწყვიტა, ქალი კი მარტო დარჩა უბრალოდ ამის წარმოდგენა არ შეეძლო, ვერანაირი ლოგიკით ვერ ხვდებოდა ასეთი დასასრულის ხიბლს, რა აზრი ჰქონდა მის არსებობას თუ ყველაფერი ასე უნდა დამთავრებულიყო, ასე ხომ ყველაფერი დასაწყისში ბრუნდებოდა, მთელი ცხოვრება ბავშვის დაბადების პირველივე დღიდან აზრს იძენდა, სამართლიანი იყო ყველა მანამდე განცდილი ტკივილი, სამყაროს უდიდეს ამოცანებსაც თავისი პასუხები ჰქონდათ, უბრალოდ იმ დღეს თითქოს ეს ამოცანები თავიდან გადაწერეს, ქალის გონებაში პასუხები გაქრა და დარჩა უიმედოდ უამრავი კითხვა, ყველაზე მთავარი კი კითხვა იყო, აზრი არსებობის ან მისი ყოფის ამ სამყაროში. ათი წელი გავიდა ქალი ამ აივნიდან ყოველ საღამოს მზის უკანასკნელ სხივებს უყურებს და პასუხებს ეძებს, პასუხები კი თითქოს ახლოს არიან უბრალოდ გული და გონება ერთად ვერ ახერხებს საბოლოოდ გადაწყვიტოს სად მიდიან მზის სხივები, და თუ მზეც ერთ დღეს უნდა გაქრეს რისთვის არსებობდა საერთოდ.
facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!
