…მუდამ აქვს რაღაც ბიზნეს იდეა, მაგრამ აი როგორც ასეთი რეალიზებამდე ჯერ ვერ მივედით. აი იდეის გენერატორივითაა მაგრამ აი მაგ ეტაპს ვერ ვცდებით რომ ბიზნეს გეგმა შევადგინოთ. ჩვენ ხომ შენ მსგავსად მკითხველო, ყველას მილიონერობა გვინდა. ძალიან მეცინება რომ ვიხსენებ, სანამ ლანას ცოლად მოიყვანდა, მანჩომ გაუძრო ერთ-ერთი დაბადების დღის საღამოს: „ვ ა ნ ო ! დაიმახსოვრე, ლანას თუ ეწყინება, შენ გეტკინება!“ ესეც ნელ-ნელა გვეჩვევა და გვიცნობს. ჯერ ბოლომდე ვერ გვიმუღამებს მაგრამ სად გაგვექცევა, აწი ვანოც ჩვენიანია და მაგას აღარავინ ეკითხება. • მირეის სახელს ვაჩუქებ ჩემს გიჟ, ასტროლოგ დაქალს. მეც მიტაცებს მსგავსი თემები და მაგ ამბავში მაგარი დიალოგები გვაქვს ხოლმე. კაცმა რო მოგვისმინოს შეიძლება ფილოსოფია სად სრულდება და ფალოსოფია სად იწყება ვერც გაარჩიოს. მირეი მისი საყვარელი წიგნის საყვარელი პერსონაჟია. ძლიერი და ძალიან მაგარი ქალი როგორიც თვითონ არის. აი ფენიქსასაც დავუძახებ ხოლმე ისეთი ტიპია! მირეი უნივერსიტეტში პირველივე დღეს გავიცანი და გაცნობის დღეზეც მოგიყვებით! • ნადია ჩემი ეშმაკუდა და მელაკუდა დაქალია. ხანდახან მაბნევს, ვერ ვხვდები როდის მართლა ეშმაკობს და როდის ტექნიკურად გამოსდის რაღაც სასწაული მანევრები. ხანდახან კი ჭკუიდან გადავყავარ, მაგრამ უუხ! როგორ მიყვარს! საკმაოდ სპონტანურად გავიცანი და უკვე დიდი ხანია ერთად ვართ. მართლა ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან, მაგრამ საოცრად ვუგებთ ერთმანეთს. მომენტებში დედის როლსაც ვითავსებ. ზოგადად, ეს დედის მზრუნველობის სინდრომი მახასიათებს და ნადიასთან განსაკუთრებულად მჟღავნდება. მე ასე მარტივად რომ აღგიწერო ჩემი თავი, ამ ხალხზე ემოციურად და ხშირად მატერიალურადაც დამოკიდებული, ნიჭიერი მაგრამ ზარმაცი ტიპი ვარ. თითქოს ყველაფერი გამომდის და ვიცი, მაგრამ ბოლოს არაფერი მრჩება. გართობაზე ვგიჟდები და ბიჭები ძალიან მიყვარს! ხომ ხედავ, ნაშებსაც კი ვეძახი ხოლმე. ხანდახან იმაზეც მიღადავია, უზარმაზარი კომპანიის CEO რომ გავხდები და ვარდისფერი შუბით და წკმუტუნა ჩიხუახუათი ვივლი ლუი ვიტონის ჩანთაში, დიდ პრეს კონფერენციაზე უნდა ქართულად და ბოლო ხმაზე დავიყვირო: „მოგესალმებით, მე ვარ ამ კომპანიის ბოსი! და გარდა ამისა, მე ვარ ბოზი“! და მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!