ამნეზია
შავ, ქვიშანარევ, კენჭებიან გზაზე აღმოვჩნდითეთრი გრძელი კაბით,ვინ ვარ?სუსხიან დღეს, ჩემ თეთრ კაბას ტალახის ლაქები დატყობიასველი მატერია ამკვრია კანზე. კაბის სუნი ტყეში…
ქარისგან წაქცეულ ხეებს ვუცქერ, რომლებსაც კლდის ზემოთ გაუდგამთ ფესვი.კლდეების ობის სუნი ცხვირის ნესტოებამდე აღწევს.შიშველი ხეების მზერით დამტკბარ, ამ უმზეო დღეს…