როცა ეშმაკი როიალზე უკრავდა თავის დაწერილ არეულ ნოტებს, სწორედ მაშინ ვიშვი მე და წამით დავადუმე იგი ! პირველმა მე დავინახე თუ მან მე ვერ გეტყვით, მახსოვს როგორი უცნაური სიჩუმე ჩამოვარდა, ყველაფერი დუმდა, მეც კი არ მიტირია ახლადშობილს … ვუყურებდი და ვხედავდი მის თვალებში ჩემს მომავალს, ვხედავდი და მეცინებოდა. ჩემს სიცილზე მისი რეაქცია უცნაური იყო, როიალსContinue reading

*** დამიგვიანდა შემოთენება, ღიმილსაც ვერ ქსოვს ტალღების თქეში. უმისამართო ვიქეც ცრემლებად, როგორც მდინარე აპრილის თვეში. აი, ამასაც საღამო ჰქვია, ნელა რომ იხდის ტანზე სინაზეს ცრემლის თუ მთვარის სხივების კიაფს ფრთამომსხვრეულებს ქარგავს სილაზე. ბრუნავს ნაცნობი სიმღერის ფირი, და გალობს შენი თვალებით ვნება. მთლად ასეც არა, და არც ნაკლებად, ოდნავ დაღლილი და კმაყოფილი. აი, ამასაც საღამო ჰქვია,Continue reading

29 ნოემბერი იყო, როდესაც გადავწყვიტე იმ ეზოში შესვლა, სადაც გიჟები იყვნენ ჩაკეტილნი, ეს მათი სივრცე იყო, ისინი იქ გამოკეტეს, მათი ჰორიზონტი შემოსაზღვრეს … ამ ეზოში სხვანაირად მოდიოდა შემოდგომა, კუთხეში ლუკასი იჯდა, სხვა სულიერი იქ არავინ იყო მის გარდა თუ არ ჩავთვლით რომ ვიყავით “არა ვინ “- მე და “არა რა”-სიჩუმე. გამარჯობა! ჩვენ ყველანი მოგიყვებით ჩვენსContinue reading

მტკვრის სანაპიროს მივუყვებით, მდინარე მდორედ მიიზლანზება, კანალიზაციის სუნი დაჰყვება მდინარის ცივ დინებას, ხელები ჩავჭიდე, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს წავიდოდა და აღარასდროს აღარ დაბრუნდებოდა. – ხელებიც ისეთივე ცივი გაქვს, როგორიც გული … უხმოდ ვუთხარი, მიხვდებოდა უთუოდ, გაიგებდა, ის ხომ აფრიკული ანაკონდა იყო, რას გამოაპარებდი. ემანუელ! შენი აზრით, ამ მდინარეში მთელი ცხოვრება რომ ვაფურთხო მაინც არ შეწყვეტსContinue reading

… ოთხ კედელს შორის, მხოლოდ ერთზე სიცარიელე დავტოვე და პორტრეტს ვაქარგავ, მხოლოდ თეთრ კედლებს ეცოდინებათ რომ აქ ვცხოვრობდი და მოყვებიან რომ ოდესღაც მეც ვმათხოვრობდი ერთ სუნთქვა ჰაერს … მოგიყვებიან ყველა ვერდაწერილ სტროფზე და გადააბრალებენ ყოველივეს ოც თეთრიან საწერ კალმებს რათა დამიცვან. მოყვებიან როგორ ვგავდი საკუთარ გასვენებაში მიტანილ მიხაკებს, როგორ ვორთქლავდი ფანჯრის მინებს და ვხატავი საკუთარContinue reading

