…იმიტომ არ გვესმის რომ ჩვენი გონება, როგორიცაა ასეთი ხმა არ უშვებს ისეთ რეალობას რომ ის არსებობს მაგრამ გონებამ უნდა იცოდეს რომ ის ყველა ჩვენგანშია და სამუდამოდ ჩვენს ძებნაში იქნება მეძებარი.მეძებარი რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება გაითამაშა (აღებულია და შეცვლილია გოდერძი ჩოხელის ფრაზა )რომ შერეოდა ადამიანებს რადგან გაეგო საბოლოოდ თუ რას ნიშნავდა ადამიანად ყოფნა თუმცა ,საკუთარმა წმინდა საზრდო გონებამ არ მისცა საშუალება ისიც მათნაირად დაცემულიყო. ასეთმა ფიქრებმა ჩემი შინაგანი არსება განაცვიფრა რადგან არასდროს არვყოფილვარ ისეთი მეოცნებე როგორიც ამ ღამის ცისქვეშ გავხვდი.გზიდან გადმოვუხვიეთ და ალმეცრად გადმომყურე ბალახს თვალი გავუსწორე და გზას გავუდექით.ჩვენი მომლოდინე ბინისაკენ.მაწანწალა ძაღლები ერთმანეთს მიხუტებოდნენ თითქოს რაღაც შავბნელი ძალის სუნი სცემდათო.ამ სანახაობამ ძალიან გამაკვირვა,მანამ, სანამ უფრო გამაკვირვებელი რამ არ ვნახე რამაც ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა ის ის იყო გზა გადმოვჭერით და ჩვენი ბნელი ბინისაკენ მივეშურებოდით,როდესაც ის მოხუცი კაცი დავინახე,რომელიც პარკში შევამნჩნიე მას ხელები მაღლა აღეპყრო და თან ზეცაში იყურებოდა,თითქოს,სასწაულის გამოჩენას ელოდაო.ცა კი არ იძვროდა.ჯიბრზე მდუმარედ ირხეოდა და იფანტებოდა ერთმანეთში.ეს ყველაფერი თითქოს რაღაცის გამოძახებას ჰგავდა ისეთ რაღაცას რასაც სძალუდა სინათლით გაშოტილი მდუმარებით სძლეოდა ბნელეთის წიაღიდან აღკვეთილ მოახლოებულ სიბნელესა და ქაოსს. ამ მოხუცმა თითქოს ჩემში რაღაც უეცარი მომლოდინე სევდა ჩაასახლა.ამ ფიქრებით გართულს, მოხუცმა მოელვარე ხმით ცას ასძახა: -რა საჭიროა აღსასრული ნეტავი,დასასრულები ხომ სევდიანია…მათ დახმარება სჭირდებათ მათ შენ სჭირდები…მე მჭირდები.ამდენს ვერ გავუძლებ-ყვირილი დაამთავრა თუ არა ჩაიმუხლა და ქვითინი მორთო.თითქოს უფრო ჩამობნელდა.მისი ხმა აალებულიყო ახლა კი შინაგანად ცდილობდა მის აღსასრულს.მაგრამ მისი უანგარო სული არ ეცემოდა და შეუჩერებლად ცდილობდა აღმაფრენას. ცის თაღზე საუცხოო ღრუბლები ეფინებოდა,მაძიებელი კი ამ უანგარო სულის პატრონს ენით გამოუთქმელ ქარიშხლიან რეკვიემსა და სიმშვიდის ჰპოვნას ჰპირდებოდა .ღამის ჟამიანობის დროს არაფერია შეუძლებელი.ღამე ხომ ხელშეუხებელ ოცნებებს ითვლის და მათ თვალუქცეველ ამბებად აქვევს.Continue reading

ნათესავებთან მყოფებს გარეთ გარეთ გასერნება მოგვინდა.მთელი დღე კი ისეთი შეგრძნებით დავიარებოდი თითქოს დღეს სამყაროს უკანასკნელი დღე დაგვსდგომოდა თავს.ყველაფერს გაფაციცებით ვუყურებდი,თითქოს მინდოდა არაფერი გამომრჩენოდა. მაძებარს ვეძებდი,ისეთ ვინმეს რომელიც სამყაროს დაუსაბამო ისტორიას წუთებში მომიყვებიდა.კარები გამოვაღეთ და სამყაროს გარე სივრცეში შევიჭერით,რომელიც დამწვარი სიჩუმით,გაბატონებულიყო ყველა და ყველაფერზედაც.მაგრამ სიჩუმეშიც იგრძნობოდა გამოუთქმელი გულწრფელობა,შინაგანი მხრეცური ხმაური რომელსაც მხოლოდ გაბატონებული სიჩუმით თუ მიაღწევდით. გამოვაღე კარები და სხვა აწყმოში გადავინაცვლე,რომელიც მარტო მე კი არა სხვებსაც ეკუთვნოდა .იმ სხვებს რომლებიც სუნთქავდნენ იმავე ჰაერს რასაც მე.დადიოდნე იმ მიწაზე რომელზეც მე დავფრინავდი,და ის სხვები რომლებიც ერთმანეთს ადამიანობით საზრდოობდნენ.გარეთ დავხეტიალობდით.მე კი ცას ავჰყურებდი,თითქოს მაძებარი ღრუბლებში იმალებოდა.ეს დღეებია ასეთი რამ დამჩემდა,ყოველთვის აღვაპყრობდი ხოლმე ზეცას საკუთარ თვალებს თანაც ძალზედ ხშირად,თითქოს იქ მართლაც მაძიებელი დაეხეტებოდა.შესაძლოა რაღაცას ვეძებდი,რაღაცას რაც ჩემს დანაკლის შეამსუბუქებდა ან საერთოდაც შეავსებდა.თითქოს ცასთან არსებული კავშირი მედიდურად ირეოდა ჩემსში და იმ კავშირის მქონე ძალის აღდგენას არაადამიანური სულმოუთმენლობით ველოდი. როგორც თითქმის ყველა ბავშვი ასე იქცეოდა,სეირნობის დროს,ბავშვები ერთად მივდიოდით,წინ. მოზრდილები კი უკან.შემდეგ კი უფროსებს შენიშვნას ვაძლევდით თუ რატომ იყვნენ ასეთი ნელები. დღესაც ასე მოხვდა წინ პატარები უკან კი დიდები.მათ შორის თან დიდი თან საერთოდაც არ იყო განსხვავება.ყოველ მათგანს საკუთარი თემა ჰქონდა სალაპარაკოდ,რასაც ადრე მეორე მხარე სულელობად თვლიდა,და ისევ საკუთარ ჯგუფის წევრს უბრუნდებოდა.ახლაც მივიწევდით წინ და თან უკან გასართობ პარკისაკენ.სადაც უამრავი სამყაროების ერთმანეთთან შეჯახება ხდებოდა.ზოგი სასიამოვნო,ზოგიც კი ხელშეუხებელი ამპარტავნობა. პატარა ბორცვებისაკენ მივიწევდით,საიდანაც ბავშვებთა ჟღურტული ისმოდა.ხმაური არმიყვარდა ამიტომაც ვცდილობდი ადამიანების გარდა ყველაფრისთვის მომესმინა.დროისგან განაცრისფებული შენობას ვაკვირდებოდი.კაცი იტყოდა თითქოს საუკუნეებია აქდგასო,ფესვები გაუდგამს და შიგნიდან იზრდებაო,თან ხელთ ვინც მოხვდება იმას იყოლიებსო.ამ აზრმა შემაკრთო და შევეცადე ახლა სხვა სამყოფელისათვის მომესმინა.და აი ისიც ღრუბლებზე დაკვირვება.ისევ.ჩემმა ნათესავმა ეს შენიშნა და მკითხა: -მაღლა რას ეძებ?-შემომხედა მხიარული სახით დაინტერესებულმა -მაძიებელს-ჩავიბურტყუნე ჩემთვის. -რას? -არაფერს-ვუპასუხე მე.მივხვდი აზრი არ ჰქონდა ახსნას და თავი მივანებე,მე ხომ ვერავინ მიგებდა ,ამიტომაც არც მოველოდი რომ ის გამიგებდა რატომღაც ცას თვალები მოვაშორე და გასართობ პარკისაკენ გავიხედე,უცბად ყველაფერი გაუჩინარდა.სრული სიბნელე და სრული სინათლე ერთმანეთში ითქვიფებოდა.ისე მომეჩვენა თითქოს ამ რამოდენიმე წამშიContinue reading


