პოეზია

წარსულის ბორკილები

people-vintage-photo-memories

მივიწყებული ბნელიდან იშვა მოგონებანი,

წარსულის დღეები მზის სხივებმა დღეზე გაფინა,

სინათლე მოხვდა დიდი ჟამის გულში ჩაკეტილს

იქ დასახლებულს მწველი გრძნობის სევდა მოჰფინა.

იმედს დღეს აწმყოს არსებობა სრულად მოუცავს,

გამოვლენილა მიჩქმალული ჭირის ქარვასლა

და სიავენით ერთი წვეთი ასად აქცია,

ყალბ სიხარულს კი მყის მოეჭდო მძლავრი იარა.

ისევე, როგორც გასაკვირად სანუკვარია

სიცხადე ყოველ ბრძოლის შემდგომ გამარჯვებისა,

ბნელი უეცრად სიყვარულად მოქცეულია,

და ეს სინათლე კვლავ სიძულვილის ფრად შეუცვლია.

უპასუხო სიყვარული

წუთში სამოცი წამია

და აქედან სამოცივე შენ გეკუთვნის.

ვითვლი ყოველთვის მათ და 

მახსენდები შენ, 

მახსენდება ის დრო როდესაც ერთად ვიყავით.

შევიქმენი ილუზიები, ტყუილით

რომელიც ცოცხლობს მხოლოდ შენით.

აქამდე როგორ მოვედი მიკვირს,

უშენოდ დიდი ხანი დავძლიე

წამები, ვეჭიდებოდი მათ და 

ყოველთვის ვითვლიდი.

გელოდებოდი შენ და 

ველოდი დროის გაჩერებას,

შენს გამო შევწყვიტე ფიქრი სხვა რამეზე

და უფრო მტკიცედ დავდიოდი ვიწრო ბილიკზე.

ნელ-ნელა ყველაფერს ვივიწყებდი, 

და ფიქრებს შენკენ მოვყავდი,

მანამ სანამ არ გავიდა სამოცი წამი, 

წუთი რომელიც მახსენებს შენს თავს

და ბოლოს იმედი მომეცა.

გავიდა წამები, გავიდა წუთები

მაგრამ მე ისევ გელი შენ,

მხოლოდ იმიტომ რომ მეძვირფასები.

გავიდა წამი სამოცი, 

გავიდა წუთი ყოველი

და მახსენდები შენ,

და გელოდები შენ.

ვიცი რომ მოხვალ, წუთში სამოცჯერ

და უფრო მტკიცედ ავაგებ კოშკებს ოცნების.

ვიცი რომ მნახავ ოდესღაც

და ალბათ იტყვი: გიჟია ეს ვიღაც.

ბედუინი

ბევრი იარა მარტოდმარტო ცივ უდაბნოში

და დაიკარგა ბედუინი ქვიშის მორევში.

ვერსად მიაგნო, ვერ იპოვა ოცნების ლანდი,

მოუპოვებლად დაკარგვნია მზის შარავანდი. 

ვარდები შავი ამოსულა დამშრალ გუბეში

და ეს ვარები ჩაექსოვა მას უპეებში. 

ოჰ, მირაჟებიც ფიქრებს ამსხვრევს მის გონებაში! 

ეჰ, დაკარგულა ბედუინი ქვიშის მორევში! 

არც ოაზისი აღარ მოჩანს, ბუღში ძლივს სუნთქავს, 

ეს ხომ ბარხანი ცელქ დიუნთან დუელში ცეკვავს.

პირამიდებსაც ალი ასდის, ცეცხლში ლივლივებს, 

დამძიმებული ღრუბლები კი ცაში ლიცლიცებს. 

უდაბნო იწვის! წაურთმევია ღმერთს მისთვის გული, 

მაგრამ ბედუინს უჩუქნია დღეს მისთვის სული.

ჩემი სიმაღლით,საკითხების ასეთი ხედვა..

მე რასა ვცხოვრობ რასა ვსუნთქავ ასე უცხოვრებს..

სისხლად მესხმება გამდინარე გრძნობები წყლულად

უსაშველობა მაწვება ტანზე..გონებას ბაცად

ემდუღრება მკაცრი სინაზე..

რასა წერ ასეთს!დაუწერელს გალაკტიკელო

მშვიდი სოფლების ხევისბერო..რომის მმართველო

მმართველო ერთობ მტკიცე მუჭის ამღმართო ცისკენ

მმართველო მაგო!გარყვნილების დიდო სამარევ

ღმერთის სიტყვისგან წარმოიშვი?.

..გულს ნუღარ ამრევ

მკრთალი სურვილის მშვიდი სამოსი გასხია ტანზე

და შენი კეფა ითხოვს ვნებას ვერ მალავს თმები..

და თუნდაც მონა გაგამხელდეს მაშინ ენთები

ენთება კარი და სადარი დიდი ხალიჩა

ათას ოთახად გაწყობილი დილის სამხარი!

ბერძენ ღვთაებას მინამსგავსი ქალი- აიჩა

რომელიც ბაბილონს გამოსტაცე..ღრუბელს ატარე

გთხოვდა სიხარულს შეცოდებას ნაკლებ საზიდელს

შენ განუცხადე არ დათბება სანამ მარტამდე

არ მიგათრევს შენი სახელი!..

და რარიგ კეფას შემოავლებ ნაზ ქარის ფეთქვას

ოღონდაც ჩუმად!..შენზე სიტყვები მონას არ ეთქვას

ოღონდაც ჩუმად..კეისარი წამოიმართა

ის შენზე მეტად გათვლილია არც რა ახურებს

ბიბილოს ახლოს გაწითლება აკვრია მკაცრი!..

უყურებს სივრცეს უყურებს და ვნებას დაითმენს

თანაც ღვთაებას არ ფიცულობს ეპატიება

შენ კიდევ დგახარ

მატიანე დიდი გრძნობების..

პენატებს აგროვებ აგროვებ და მერე წყალში ყრი

შუბლზე წაიწერ ახლობლობას რომის ღმერთების

სრულად დაშაბავს წანაწერ კანს,გარყვნილი კეფა

რა ქნას მონამაც ვერ იკავა ამდენი ყეფა

ეცადე ალიონს შეეჭიდო მკაცრო მისანო

ან სიკვდილის ხმებს ყური ათხოვო ფერებს მიანდო

ხვედრება შენი..

შენი ნამღერი ჰიმნი სიმუნჯის

ეს ვინღა არის?..

მოკვდავია ვერა სცნობ განა?

ეს ვიღა არის?

მოხუცია,ვერა სცნობ განა?

მოხუცი არის განშტოება ყველა მცხოვრების

ეს ვინღა არის?..წამოიძახა მას შემდეგ ბუდამ

რაც ცხოვრების გზას აღმავლობით ფეხი შესჭიდა

შენ კიდევ მოლის უსაშველო სიმღერის ხმებად

როგორც ალიონს მინამსგავსი დახრილი ფრთები

წამოიმართე ზიარებით და განრისხებით..

რადგან ვერ გიცნო რომის პაპი..

ეს ვინღა არის?

წამოიძახა..ვერა სცნობთ ნუთუ?

ეს ვინღა არის არ სცოდნია სიცოცხლის გზანი!

ნასახლარებზე შიშველი ფეხით გადაიარე

და გაიარე მთელი ცხოვრების მავალი გზები

და დაიღალე რამდენი დარდი ჰქონიათ ადრე..

ადამიანებს..

შენ კიდევ იჯექი ნამის მაგვარ სიოს უსმენდი..

გარყვნილ ალიონს,გაცვეთილ ფიქრებს აქსოვდი დღეში..

გეგონა ცხოვრება მოგიგვრიდა რაღაც უსაშველ..

უნდო ღამეებს გაანათებდა ხელთ სიძლიერე..

შენ კიდევ გარყვნილი ვერ დამალე მტკივანი კეფა..და ძირს გაერთხი

და როგორც მონა საფლავებს თხრის..

ფასი დაკარგე რომის პაპო კლიმენტ მეშვიდე..ან მერვე,მეცხრე,მეათასე ცოდვის მუშაკო..

თავი გაჰყიდე..

 თვითონ გაჰყიდე.. არავის არ უღალატია..

დავი დაჰკარგე ღრუბლებს მიღმა ღმერთებს სადარი..

ეს ვინღა არის?..მოიკითხავს მკაცრი ღვთაება

ვერა სცნობთ განა?..ადამიანის ღალატი არის!

მე მოვდივარ შენთან საიდუმლოს სათქმელად.

მე შენს ძებნაში ცხოვრება გავლიე, 

უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი,

მერე რა, რომ ბევრი დავლიე?

თუ რამეა და კიდევ დაგიცდი

შენი მზერა თვალებს მიბრმავებს,

დიახ,გიჟი ვარ! გრძნობებს რა ვუყო?

ძალიან მინდა შენი სჯეროდეს,

თუნდაც მართალი სულაც არ იყო.

სასიამოვნოდ დაღლილი,

შენთან მოსვლისას სევდას ვიშორებ, 

ამასობაში არასდროს მიგვრძვნია ჩვენს შორის სიშორე. 

ხანდახან მარიგებ, თან მოვყვები ცხოვრებისეულ გზას,

მე ზუსტად ვიცი რომ ვერ შეიყვარებს სხვას…