პოეზია

შუაღამის ზმანება

მოვკვდები ჩუმად,წამიღებს ქარი,

შევუერთდები მტვრის ნაწილაკებს.

ხის წყებას მდუმარს,ნისლის საფარი,

ჩამოაწვება ვით ცრემლი სახეს.

სევდისფერ მთვარეს,ყავისფერ წიწვებს,

გადავუქროლებ სახლებს მძინარეს.

დავრეკავ ზარებს,ჩუმად რომ მიწვევს

,ფარდებთან ცეკვა სინათლის მხარეს

.ფოთლების შრიალს,მიწას ნამიანს

,ქუჩის კუთხეში მწოლიარ ჩრდილებს

.სულების წრიალს,თბილს და სევდიანს

,ბუნება მასთან შეგვიფარს შვილებს.

ვიცოცხლებ ჩუმად,მომიტანს ქარი,

შემოვიერთებ მტვრის ნაწილაკებს.

ხის წყებას მდუმარს,ნისლის საფარი

,ჩამოაწვება ვით ცრემლი სახეს.

როდემდე

როდემდე უნდა შემოიჭდო ხელები ტანზე,

როდემდე უნდა ალამაზოს ცრემლმა თვალები.

იტანჯო, რისთვის? მერე ჩუმად რომ გადგე განზე?

შენც ვერასოდეს ვერ გაიგო ფასი წვალების.

გულშიც იფეთქებს გაზაფხული, ადრე თუ გვიან

აგიყვავდება ალუბალი თეთრ ყვავილებად

დაფიქრდი, იქნებ გაზაფხულის სახელი გქვია,

იქნებ რა ცოტა გყოფნის კარგო გულის იმედად.

კვლავ იზაფხულებ სიყვარულით, მალე მორჩება

საკუთარ ტანზე მთელი ძალით მოხვევა ხელის

სულ ცოტაც, ხელში საყვარელი ხელი მოგხვდება,

ცოტაც და მალე დაღლილ გულშიც ზაფხული გელის.

Understanding

ხეების სიღრმეში გაისმა გოდება,

სხეულში არა ვარ, აღარ მაქვს წოდება.

სამყარომ შეიგრძნო სიკვდილის სურნელი,

სხეული არა მაქვს, აღარც საბურველი,

მე სიოს სულ ველი,

წვიმის ვარ მსურველი,

ველი ამ გონებას

(და)ტანჯვით ცხონებას.

ჰაერში ვლივლივებ,

მივენდე ბუნებას,

არ მიცვლის განსაცდელს,

არ მიცვლის გუნებას.

“არ ვიცი ვინა ვარ,

არ ვიცი სადავარ,

მე თითქოს იქა ვარ,

მე თითქოს აქა ვარ.”

ჩამესმის ბურანში,

ფრაზები მეგობრის,

ის სადღაც იქ არის,

სადღაც აქ სიოდ ქრის.

მისი ხმა ღრუბლებს ჭრის,

მთებში კი მაგრად ცრის,

გრძნობა მაქვს არაფრის…

გრძნობა მაქვს არაფრის…

ჰაერში ვირწევი,

ადგილი წამერთვა,

აღარც ის ქვის ხევი

და აღარც თვითონ ქვა,

ფრაზებიც თვითონ თქვა,

გზაც თვითონ დააგო,

თვითონ ითამაშა, თვითონვე წააგო……..

…ხეების სიღრმეში გაისმა გოდება,

სხეული აღარ მაქვს…

…აღარ მაქვს წოდება…

stats-arrow little-delete trophy-icon block-from-chat weather-refresh-icon popup-left-arrow popup-right-arrow register-icon login-icon three-dots-icon small-pin-icon small-calendar-icon services-manage-icon share-post-icon like-post-icon dropdown-arrow-icon accordion-open-icon comments-post-icon accordion-close-icon play-icon remove-playlist-icon save-playlist-icon share-icon heart-icon magnifying-glass-icon cupcake-icon weather-icon star-icon headphones-icon block-from-chat-icon add-to-conversation-icon speech-balloon-icon add-a-place-icon Chat Messages check-icon plus-icon albums-icon photos-icon day-calendar-icon week-calendar-icon month-calendar-icon checked-calendar-icon multimedia-icon settings-v2-icon close-icon logout-icon settings-icon blog-icon status-icon happy-sticker-icon happy-face-icon computer-icon manage-widgets-icon badge-icon newsfeed-icon camera-icon stats-icon calendar-icon happy-faces-icon thunder-icon menu-icon Groups-Icon User-Icon Read-Icon Unread-Icon Friendships-Requests-Icon Invitations---Send-Invites-Icon Edit-Icon Pin-Icon Project-Icon Account-Icon Addresses-Icon Billing-Details-Icon Checkout-Icon Downloads-Icon Orders-Icon Payment-Methods-Icon Track-Icon Shop-Bag-Icon Sound-Icon 217 bytes - 53.73% saving