ხეების სიღრმეში გაისმა გოდება,
სხეულში არა ვარ, აღარ მაქვს წოდება.
სამყარომ შეიგრძნო სიკვდილის სურნელი,
სხეული არა მაქვს, აღარც საბურველი,
მე სიოს სულ ველი,
წვიმის ვარ მსურველი,
ველი ამ გონებას
(და)ტანჯვით ცხონებას.
ჰაერში ვლივლივებ,
მივენდე ბუნებას,
არ მიცვლის განსაცდელს,
არ მიცვლის გუნებას.
“არ ვიცი ვინა ვარ,
არ ვიცი სადავარ,
მე თითქოს იქა ვარ,
მე თითქოს აქა ვარ.”
ჩამესმის ბურანში,
ფრაზები მეგობრის,
ის სადღაც იქ არის,
სადღაც აქ სიოდ ქრის.
მისი ხმა ღრუბლებს ჭრის,
მთებში კი მაგრად ცრის,
გრძნობა მაქვს არაფრის…
გრძნობა მაქვს არაფრის…
ჰაერში ვირწევი,
ადგილი წამერთვა,
აღარც ის ქვის ხევი
და აღარც თვითონ ქვა,
ფრაზებიც თვითონ თქვა,
გზაც თვითონ დააგო,
თვითონ ითამაშა, თვითონვე წააგო……..
…ხეების სიღრმეში გაისმა გოდება,
სხეული აღარ მაქვს…
…აღარ მაქვს წოდება…