როდემდე

0

როდემდე უნდა შემოიჭდო ხელები ტანზე,

როდემდე უნდა ალამაზოს ცრემლმა თვალები.

იტანჯო, რისთვის? მერე ჩუმად რომ გადგე განზე?

შენც ვერასოდეს ვერ გაიგო ფასი წვალების.

გულშიც იფეთქებს გაზაფხული, ადრე თუ გვიან

აგიყვავდება ალუბალი თეთრ ყვავილებად

დაფიქრდი, იქნებ გაზაფხულის სახელი გქვია,

იქნებ რა ცოტა გყოფნის კარგო გულის იმედად.

კვლავ იზაფხულებ სიყვარულით, მალე მორჩება

საკუთარ ტანზე მთელი ძალით მოხვევა ხელის

სულ ცოტაც, ხელში საყვარელი ხელი მოგხვდება,

ცოტაც და მალე დაღლილ გულშიც ზაფხული გელის.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!