fbpx

პოეზია

წვიმს და მეც ჩვეულად მოვისხი ლაბადა

წვიმს და მეც ჩვეულად მოვისხი ლაბადა,

და უხმოდ ვსაუბრობ უძირო თვალებთან,

შენ მოგწონს ჩავლილი გოგონას კაბა და…

მე ვარდებს ვყიდულობ ცინიკოს ქალებთან.

გავჭორავთ თეატრის მყვირალა აფიშებს,

ქუჩებით ვამცირებთ მანძილს და სავსეა,

ტუჩები რომელიც გამვლელებს აგიჟებს

ტუჩები, რომელიც ალუბლის მსგავსია

მოკირწყლულ ქვაფენილს ატყვია ბზარები,

წვიმისგან ნაპრალებს ივსებს და ხარბია,

ტალახის გუბეში სჩანს ნატერფალები

შენ კი ეს ქოლგა დღეს არაფრად გარგია….

წვიმს და მეც ლაბადა მოვისხი ჩვეულად,

საღამო განწყობებს ალაგებს ქუჩებში,

მზე გუშინდელივით დარჩება ეულად,

შენ კი წვიმის წვეთს ინახავ მუჭებში.

მოკირწყლულ ქვაფენილს ატყვია ბზარები,

მივყვებით აღმართს და გაცილებ სახლამდე,

შენ მშვიდად დახურე მუქი ხის კარები,

მე ტროტუარიდან გიმზერდი დაღლამდე…

სიზმრად ისევ თუ ინებე მოსვლა…

სიზმრად ისევ თუ ინებე მოსვლა

მარტო მოდი, შეისმინე ლოცვა

ვეღარ ვქაჩავ, ვერ შევძელი გათვლა

ჩემი გულის, გრძნობებისგან დაცვა.

მხოლოდ ბოთლის შემიძლია დაცლა

გვირილისთვის თან ფოთლების გაცლა.

ვეღარ ვქაჩავ, ვერ შევძელი გათვლა

შენში ცუდის მოძიება, დათვლა.

ახალი დღის დაიწყება ათვლა

როცა ჩემი დამთავრდება ჯვარცმა.

როცა აღარ დამჭირდება დათვლა

უშენობას რომ ჩამიხშობს თავსხმა.

ჩავიჭერი, ვერ შევძელი, რა ვქნა?!

გრძნობებისგან ჩემი გულის დაცვა.

💕

ცისფერი თვალები

ღრმა, უძირო ცისფერი თვალები,

როგორც უფსკრული, აჩრდილთ ლანდები

შიგ ჩაგკარგავს, დაგაბნევს მრუმე ზარებით

უღიმღამო ცისფერი თვალები.

თითქოს მწუხარე, შორსმჭვრეტელი,

თითქოს მუდარე,  მრავლისმთქმელი 

უემოციო. არაფრის მჩნევი, 

მზერაში გამომსჭვალი ცისფერი თქეშით.

ღრმა, შეჭმუხნული ცისფერი ხევი.

 2018წ