fbpx

პოეზია

ვარდებით????

ერთხელაც გავქრებით,

მიწაზე დავწვებით,

კუბოში ჩაგდებით,

სამოთხეს გავცდებით.
ერთ დღესაც გავჩნდებით,

პატარა ხატებით,

ვილოცებთ ნატვრებით,

ხანდახან დავთვრებით.
ავისა კეთებით,

ღვთის ჭიშკარს ავცდებით,

უფსკრულში ვვარდებით,

ლამაზი ვარდებით.🌹

ისევ დავდუმდი

გამოყოლილან  გედები ქარებს,
გადუვლიათ ტბანი ულევი
და გარტამტეხი ზარების ხმაზე,
გამოგონილან თქვენი  სულები,
შორს მორიდებით გიყურებ ახლა,
იმ ბევრ ავთაგან გიხსენი თითქოს,

მაგრამ გრიგალი უეცრად ატყდა,

ვგრძნობ რომ სიცივით იცვლება სითბო.
არ გასაბედი სიტყვა წამომცდა.
და შენი ტბის მხარეს ისევ გაბრუნდი.!

მე კი ვიფიქრე თითქოს დაბრუნდა,  

თუმცა შევცდი და ისევ დავდუმდი.!

რაუყო სევდიან თვალებს?

გარეთ ისევ  ცივა

რაუყო სევდიან თვალებს

ცრემლებს,ტკივილებს

და დარდიან ღამეებს.

გიჟივით დავითვლი ცაზე

ვარსკვლავებს,  მაგრამ

პირველს დავინახავ ცივ

მთვარეს.

პატარაც არვიყავი, როცა

დანა ბევრჯერ ჩამცხეს

ავიღებ ლამაზ ფერებს,

ცაზე მოვხატავ  ოცნებებს,

წვიმა თუარ მოვა მზეს როგორ ვინატრებ.

ღამეს უყვარს სიჩუმე და რამე

მაჯებ დასერილი,

თითებ დამტრეული,

ლამპიონის შუქზე მაინც დავწერ

სიყვარულის აზრებს.

დარდებს,ცრემლებს გავატან

ზღვის ტალღებს

თოვლიან ღამეს გიმღერებ, რამეს

ხელისგულზე დავადნობ ფიფქებს

კვლავ გეტყვი,რომ არასდროს

წახვიდე.