fbpx

პოეზია

სასოწარკვეთილ სხეულთა სუნი,

ფიქრთა ლტოლვილი უმცირესობა,

უმანკოების სპექტრში შესული,

ძლივს არსებული ყოფიერება,

ახალ პერფორმანსს დაგვიდგამს მალე,

გრძნობათა ღელვას ვიხილავთ ყველა,

ფეხის თითიდან გული მშფოთვარე,

კისრის მალიდან ტვინამდე ელავს.

დუღს ყლინჯიანთა სპეტაკი მზერა,

აქ პრეზიდენტსაც დაება ენა.

კულმინაციის დაბურულ ნისლში

ნაიარევმა შემსრულებლებმა

მაყურებლები დაალპო სისხლში,

და პირველ რიგში მჯდარმა ბავშვებმა

შემოჰკრეს ტაში,

შემოჰკრა ყველამ,

სულისშემძვრელი ოხვრით და კვნესით

შემსრულებლებმა დატოვეს სცენა.

ნუთუ აღარ გენატრები დედა

  შენ მე შემპირდი რომ მთელ ცხოვრებას მე მომიძღვნიდი,

შენ მე შემპირდი რომ შუათანას სათანადოდ გაზრდიდი,

შენ მე შემპირდი რომ არ მიმატოვებდი.

შენ მე შემპირდი რომ ჩემს ლამაზ სამყაროში ჩემი ფერია იქნებოდი.

შენ მე შემპირდი რომ როცა თხუტმეტის გავხდებოდი, ისევ მეტყოდი რომ გიყვარდი.

შენ მე შემპირდი რომ შენთან ერთად სიძნელეებს გადავლახავდი.

პირობის გარეშე წადი და დამტოვე მარტო 

დავემსგავსე ქარში ნარხევ ლამაზ რტოს,

შენ წადი და დამტოვე მარტო,

დამტოვე ბრბოში რომელიც არასდროს ნატრობს

ურთიერთობებს საყვარელ ხალხთან.

ნუთუ აღარ გენატრები დედა,

მე დამაკლდა შენი თბილი კალთა.

მე დამაკლდა შენთან ერთად ფრთაშესხმული ფრენა

ნუთუ აღარ გენატრები დედა.

***

მინდა ვთქვა სიტყვა … ანდაც ვთქვა ლექსი

ანდაც ვთქვა რითმა ანდაც ვთქვა ექვსი

მინდა ვქნა ის რასაც ვერავინ ვერ იზავს

ვერავინ იტანს, ვერავის ვერ ხიბლავს

ვერავინ ვერ იტყვის რომ მე შენ მიყვარხარ

რადგან ქაოსია, მოძრაობს გრძნეული

მოძრაობს და ჭამს ყველაფერს რაც გვიყვარს

ყველაფერს რაც გვიკლავს დარდსაც და სევდასაც …

არმინდა სიტყვა … აღარც ეს ლექსი

არც ეს რითმები რასაც ვერ შევცვლი

დამთავრდა სიტყვა, ურითმო ლექსი

უაზრო სიტყვებით მე ჩემს თავს ვებრძვი …

10/03/2020 5:34