სინათლის კომპასი: ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო

ეს ტექსტი, რომელსაც ახლა წაიკითხავ 15 თებერვალს 2021 წელს შეიქმნა რამდენიმე საათში

“იყო ერთდროულად გონიერი და შეყვარებული ძალიან რთულია, თავად ღმერთებსაც კი არაგონივრულად უყვართ” – შექსპირი

ყველანი შეკრებილიყვნენ “განკითხვის ღამეს” ალექსანდრეს სახლში. პირველ სართულზე ისხდნენ ჩუმად თავიანთ ფიქრებში ჩაძირულები. აი, მეორე სართულზე საძინებელში კი ალექსანდრე, ნატა და მისი გოგონა, ალექსისი, იყვნენ. ალექსისი ლოგინზე იწვა და ეძინა. ის მანამ ვერ გამოიღვიძებდა, სანამ დედამისი, ნატალია, ცოცხალი იქნებოდა. როგორც აღმოჩნდა ყველა ბრძოლას ვერ მოიგებ … დანაკარგების გარეშე! დები ცეკვავები ბანქოს თამაშობდნენ, უფრო სწორად, თავიანთ ფიქრებში იყვნენ და ბანქოს უბრალოდ ჩამოდიოდნენ. ეთა ყველასგან მოშორებით გარეთ იჯდა. თავის საყვარელ მწვანე კაბაში გამოწყობილი და მის მწვანე თვალებს ხან მარჯვნიც ხან მარცხნივ მიმართავდა. ასობით წლის წინ თავადაც “მოიწამლა” მეორე პილოტის დაკარგვისგან გამოწვეული ტკივილით . მართალია მამასახლისთან “რომანტიკული ძაფები” არ აკავშირებდა, მაგრამ ამ კაცის მეწყვილე იყო 600 წლის მანძილზე და ეს რაღაცას ნიშნავდა, მისი მსგავსი უგრძნობი უკვდავისთვისაც კი! ალექსანდრეს ვერაფრით ვერ დაეხმარებოდა, ვერც სიტყვებით, ვერც რაიმე ბრძნული დარწმუნებით. საყვარელი ადამიანის დაკარგვა ყოველ ჯერზე მტკივნეულია და პაროი გაუსაძისიც კი განსაკუთრებით მაშინ, როცა უეცრად მოგაგონდება ყველაზე მოულოდნელ მომენტში. თავად ისურვებდა ისევ ლიზიში გამოკეტილი ყოფილიყო, მაგრამ ალექსანდრემ რატომღაც თავად სთხოვა აქ ყოფნა ის კი არადა, სოფიას ჯადოსნური ხელების წყალობით განაცალკევა მათი სხეულები. ახლა ქალი თავის სხეულით და საყვარელი კაბით იჯდა უკვდავების სამყაროში. ვერაფრით გადაწყვიტა, ასე ერჩივნა როგორც ახლა თუ ისევ ისე, როგორც ადრე, ლიზიში ყოფილიყო გამოკეტილი და ყოფილიყო მისი “შინაგანი ხმა”. ქალმა ინატრა, რომ “свобода воли ” (თავის’უფალი ნება) არ ჰქონოდა.

მამასახლისს ცალ ხელში არაყი, მეორეში კი თამბაქო ეჭირა და ფირსაკრავის მელოდიის ხმაზე ირწეოდა ხან ერთ, ხანაც მეორე მხარეს. გამთენიიდან მოყოლებული ეწეოდა ღერს ღერზე, მაგრამ ეს არ მოკლავდა, უკვდავობის პრივილეგიები. მართალია კაპიტანი სულერთი არ იყო მისთვის, მაგრამ საკუთარი თავი უფრო მეტად ანაღვლებდა. დარწმუნებული იყო, რომ რა წამს ნატა აღარ იქნებოდა ცოცხლებთა რიგებში, ალექსანდრე პირველივე “გადაცდომაზე” თავს წააცლიდა. არც იმისგან არ იყო დაზღვეული, რომ თუ ერთხელაც მის წარსულ ცოდვებს გაიხსენებდა ალექსანდრე მაშინაც წაადგებოდა თავზე მახვილით ხელში თავად კი ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებდა. ასე და ამგვარად ემშვიდობებოდა საკუთარ თავისუფლებას, რადგან ხვალინდელი დღიდან ყველაზე დამჯერი და კანონმორჩილი უკვდავი უნდა გამხდარიყო.

ანასტასიაც ჩუმად იჯდა, არაფერს არ ამბობდა, ისიც ფიქრობდა. ამდენი წლის შემდგომ უკვე თავადაც გრძნობდა თუ როგორ იცვლებოდა ნატას გავლენით. თითქოს ცხოვრება უფრო სასიამოვნო გახდა, მას შემდგომ, რაც დაიწყო სხვების დახმარება, ხედავდა რა მათ თვალებში მადლიერებას, ქალი თავადვე ბედნიერდებოდა. რა მოხდება, როცა ის მეტად აღარ იქნებოდა? წამით შეეშინდა რომ ისეთი გახდებოდა როგორიც ადრე, უგრძნობი და უმოწყალო და წყეული ჯალათი!

ქეთო და კოტე ერთ გრძელ სკამზე ისხდნენ. ერთი უკიდურესად ერთ ბოლოში, მეორე კი მეორე ბოლოში. კაცი თავს მშვიდად გრძნობდა, რომ არ მოუწია ეტვირთა ყველაზე რთული გადაწყვეტილება … აერჩია ვის ეცოცხლა საყვარელ ცოლსა და შვილს შორის, რადგან ორივეს ვერ გადაარჩენდა. ალექსანდრემ თავად გადაწყვიტა, რომ არჩევანი ყოველთვის არსებობდა, რომ სხვა გზას იპოვიდა. ხელი ჩაკიდა ნატას და აიყვანა მეორე სართულზე, სადაც ალექსისს ჯადოსნური ძილით”ეძინა”.

ქეთოს ხელებში ჰქონდა ჩარგული თავი. არ იცოდა ზემოთ რა ხდებოდა და არც უნდოდა სცოდნოდა. იმედი ჰქონდა, რომ ალექსანდრეს თავისეული შეხებით ისევ გამოაღვიძებდა იმ უკიდეგანო წყვდიადიდან, რომელშიც მისი კაპიტნის მკველობის შემდეგ აღმოჩნდებოდა, მაგრამ სხვა ფიქრებიც აწუხებდა. მას შეეძლო გამოეღვიძება ის კარგი და კეთილი ნაწილები, რომლეიბიც კაცში იმალებოდა, მაგრამ რა მოხდებოდა თუ ნატას მკვლელობასთან ერთად მისი ეს კარგი და კეთილი ნაწილიც მოკვდებოდა? მაშინ შეხების ნაცვლად, სულ რომ ჩახუტებოდა ვერაფერს გააწყობდა. ფიქრობდა, ფიქრობდა და ბოლოს იმაზე ფიქრობდა როგორ აღარ ეფიქრა.

ნიკო თავისთან იყო ეკლესიაში და ევედრებოდა მაღალ ღმერთს მორიგი სასწაულისთვის, გადაერჩინა ნატალია სტიუარტი სიკვდილს … ისევ!

– ახლაც მახსოვს შენი სიტყვები – წამოიყწო საუბარი რა ნატამ დაასრულა მტანჯველი სიჩუმე
– “უფროსების მაგიდასთან სკამს, თავისი საფასური აქვს … კაპიტანო!” როგორც ჩანს უფრო მეტად უნდა დამეჯერებინა შენთვის – ალექსანდრემ არაფერი არ უპასუხა უბრალოდ ოდნავ გაუღიმა ქალს
– მომიყევი ტამარაზე – სთხოვა ქალმა. ტამარა ანასტასიას დედა იყო და მასზე თითქმის არაფერი არ იცოდა
– რატომ?
– ხშირად ახსენებდი მას, ჩვენი პრაქტიკისას, აქ რომ იყოს ამას იზამდა ან იმასო. მაგრამ არასოდეს ვიცოდი არც დასაწყისი და არც ბოლო. ახლა კი ყველაზე კარგი დროა, არა?
– ტამარა იყო … – დაიწყო მოყოლა ალექსანდრემ და მოზღვავებული ემოციებისგან ჩამოჯდა საწოლზე.
– საყვარელი, გულკეთილი, თბილი, მზრუნველი და უნიკალური. აბსოლუტურად უნიკალური. ასეთი ქალის ერთი უბრალო შეხებაც კი მთელ ცხოვრებად ღირს
– ოჰო
– და ამასთანავე ერთადერთი ჩემი მეორე პილოთი, რომელსაც ვერასოდეს ვუგებდი
– უთმობდი?
– ოჰ, არაა! პირიქით! მთელი ძალით ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ უშედეგოდ, “მელოდიის ბოლოს” თავად მტკიცედ იდგა, მე კი მიწაზე … გაშოლტილი!
– რამდენი წლის იყო? ალბათ შენზე რამდენჯერმე უფროსი, ხომ? ასე მარტივად, რომ შეეძლო დაემარცხებინე! – ალექსანდრეს სიცილი წასკდა
– რა მოხდა?
– არა, არაფერი!
– რა მოხდა’მეთქი! – კითხა ნატამ მოჩვენებითი ბრაზით, მისი ტუჩები ღიმილს ვერ იკავებდნენ
– ის არც ჩემზე უფროსი იყო და არც განსაკუთრებულად გამოცდილი “ცეკვაში”, პირიქით, ის მხოლოდ მოკვდავი იყო, ისევე როგორც შენ – ნატამ თვალები ააფახურა
– მოიცა, გინდა მითხრა, რომ ადამიანი იყო? და არა რაიმე არსება?
– არაჩვეულებრივი არსება, მაგრამ ჰო, მაინც უბრალო ადამიანი. გადაბული 3-4 საათი შეეძლო პრაქტიკა, მეტის ძალა არ ყოფნიდა
– და მაინც გამარცხებდა .. ყოველ ჯერზე! წარმოუდგენლად მშურს მისი – თქვა ნატამ მომღიმარმა
– წლების განმავლობაში ვთხოვდი, რომ უფლება მოეცა “მომექცია” უკვდავად, მაგრამ ყოველთვის უარზე იყო. შემდეგომ ანასტასია დაიბადა და მივხვდი რატომ არჩია ყოფილიყო დედა, ვიდრე უკვდავი. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ისევ ვთხოვე, მაგრამ მიპასუხა, რომ ადამიანად დაიბადა და ერჩივდა ასე დაელია სული
– It is amazing. You loved her enough not to go against her will even if it meant not seeing her for hundreds of years … not ever … again!
– Yeah – ნატა ფიქრებმა წაიღო, ყოველთვის ფიქრობა, რომ მათი გაცნობის შემდგომ დაიწყო ალექსანდრეში ცვლილებები, იმ ყველაფერი კარგის და კეთილის გამოვლინება, რაც კაცმა თავადაც არ იცოდა, რომ ჰქონდა. მაგრამ როგორც აღმოჩნდა ცვლილებებისთვის მზაობა დიდი ხნის მომწიფეული იყო მასში და საკმარისს სტიმულს ელოდებოდა … გამოსაღვიძებლად!
– კიდევ რა გაინტერესებს, на последок ?
– ირონიაულია, არა? შენი სიზმარი წინასწარმეტყველება აღმოჩნდა – კაცმა გაიკვირვა
– შენი ხელით ჩემი მკვლელობა მაინც არ ამცდა .. ახლა კი დრო მოვიდა დაასრულო ეს ყველაფერი. მსუქანი ქალი, სცენაზე, რა ხანია მორჩა სიმღერას…
– არა! უარს ვამბობ! თუ ჭკუა დაკარგე, შემიძლია ჩემი გათხოვო!
– შენ დამპირდი რომ გამიშვებდი, თუ ოდესმე გთხოვდი!
– დიახ, მაშინ, როცა მოგინდებოდა და არა ეს და ასე და თან სამუდამოდ! – ცხოვრებაში პირველად, კაცის მარცხენა ხელმა კანკალი დაიწყო. მარჯვენათი შეეცადა გაკავებას, მაგრამ ვერაფერს ვერ გახდა!
– Проста отпусти меня и не держи – წარმოსთქვა ქალმა, ტუჩის მარჯვენა ნახევარი მიწებებულივით ჰქონდა ერთმანეთთან და მხოლოდ მარცხენა ღია ნახევრით უთხრა კაცს – შენი აზრით რამოხდება თუ თითებს გავხსი ხმელეთს ოკეანედ ვაქცევ, ოკენას კი ხმელეთად? ფერიობის წყალობით შემიძლია რამდენიმე ელემენტი ვმართო, ჯადოსნური ფერიობის წყალობით კი შემიძლია ყოველი მათგანი ერთდოულად ვმართო, სამწუხაროდ დრო არ გვაქს, და რომ გადავრჩე წამიდან’წამამდე წუთითან’წუთამდე დღიდან’დღემდე გაიზრდება ჩემში დაგროვილი ბრაზი! შენმა ქალიშვილმა “გადმომილოცა” ალქიმიკოსობა და ორივემ ვიცით რაზეა წამსვლელი შვილმკვდარი დედა
– მთელს მსოფლიოს გადაწვავს!
– Evet … და ყველა სხვისგან განსხვავებით მ-ე ე-ს მ-ა-რ-თ-ლ-ა-ც, რომ შემიძლია! რადგან იყო დედა უდიდეს ბედნიერებასთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობაცაა. და ნუთუ უფლებას მომცემ გადავწვა მთელი მსოფლიო? მოგიწევს მომკლა! ჩემი დრო დათვლილია, ასე “ქე” მაინც ჩემს სიკვდილს ექნება უდიდესი აზრი – თქვა ქალმა და მის გოგონას გახედა ალექსანდრემ არაფერი უპასუხა, ვედრებით შეხედა ქალს
– უბრალოდ გააკეთე ის, რაც ყველაზე კარგად შეგიძლია … !
– მიყვარხარ ნატა’ნატ … კაპიტანო!
– როგორც ყოველთვის, ბოლო წამი “აირჩიე” გრძობების გამოსახატად… ჩვენი გრძობი ორმხრივია, გენერალო! – თქვა ნატამ და მარცხენა ხელის ცერა თითი შეახო კაცის მარჯვენა ლოყას
– ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო! – იყო კაცის უკანასკნელი სიტყვები. ძლიერად ჩაიხუტა [აწ უკვე] ქალი და თვალები დახუჭა. როცა გაახილა, მისი ნაცრისფერი თვალები სადღაც გამქრალიყვნენ, მთლიანად გაშავებოდა. მარცხენა ხელიც აღარ უკანკალებდა … მეტად! ოდნავ დაშორდა რა ქალს, მარცხენა ხელით შეიჭრა მის მკერდში, გაამტვია მკერდის ძვალი, ნეკნები, ხელი მოხვია მის გულს და … ქალის გული ისე მოსწყდა … მკერდს, როგორც მწყიფე ნაყოფი … ხეს!

კიბეებზე ფეხის ხმა რომ გაიგო ყველა გაშეშდა, ვინც იჯდა წამოდგა და უყურებდნენ თუ ვინ ჩამოვიდოდა. ნაბიჯები ზედმეტად სწრაფი იყო.
– ალექსის – წარმოსთქვა ქეთომ. გოგონა გაღიბეული და გახარებული ჩამოვიდა კიბეებიდან და დიდ ოთახში შემოაბიჯა
– დედა სად არის? იკითხა და თვალებით მისი ძებნა დაიწყო
– ალბათ, ალექსანდრესთან ხომ? – გააგრძელა საუბარი გოგონამ ზურგი აქცია ყველას, თუმცა მაშინათვე მობრუნდა და ყველა შემყურეს ერთდორულად კითხა
– და ალექსანდრე სად არის? – ქეთოს თითქოს ელდა ეცაო, წამოიკივლა და სწრაფი ნაბიჯებით აირბინა კიბეებზე, კოტეც უკან დაედევნა. ქალმა კარი შეაღო და შევარდა, მაგრამ არავინ არ დახვდა, მიმოიხედა, არც ალექსანდრე, არც ნატა, მაგრამ რადგან ალექსისმა გამოიღვიძა გამოდის რომ “რიტუალის ბოლო აქტიც შედგა”. ქეთომ ერთიანად ამოიყვირა. კოტემ ზურგიდან მოხვია ხელები და ჩაეხუტა ქალს. მის სხეული მიიბრუნა და მთელი სხეულით მიიკრო. თითქოს მათი ჩახუტებისას შექმნილ სითბოს უნდა გაექარწლებინა ის ტკივლი, რომელსაც ორივე გრძნობდა. ქეთო გამუდმებით ფიქრობდა თუ როგორ გამოეღვიძენია ალექსანდრეში ადამიანი, “რიტულის შემდგომ”, მაგრამ არცერთი წამით არ უფიქრია, რომ მას ვეღარ ნახავდა … მეტად! მას შემდგომ ორასი წელი გავიდა და ალექსანდრე თვალით არავის უნახავს… ნიკოსაც კი!

ეთას სიმწრისგან გაეღიმა ” იმ წყეულმა ბრიტანელმა ნაბიჭვარმა ყველაფერი წინასწარ გათვალა!”. ალექსანდრემ თავიდანვე იცოდა თუ რამოხდებოდა ბოლოს, რომ თავისი კაპიტნის მკვლელობას ზედ გადაყვებოდა, შეეწირებოდა. აი, ამიტომაც მათი ნაცნობობის თითქმის 170 წლის შემდეგ, პირველად ცხოვრებაში,/ უფლება მისცა დაბრუნებულიყო საკუთარ სხეულში, როგორც თავის’უფალ ქალიად! რადგან სხვა შემთხვევაში დარჩებოდა ლიზის სხეულში გამოკეტილი მხოლოდ მის “შინაგან ხმად” … სამუდამოდ!

ჟამთააღმწერელი ხურცია, პირველად ცხოვრებაში, ცრემლნარევი წერდა ალექსანდრეს ბოლო მომენტებს. ალექსანდრე. მუდამ ცდილობდა დაეცვა და ეზრუნა გოგონაზე, მაგრამ მისი ქმედებებით მხოლოდ უბედურება, ტკივილი და ტანჯვა და საბოლოოდ სიკვდილიც კი მოუტანა ქალს. აღარაფერი იქნებოდა ძველებურად, გამუდმებით ბრაზით თუ ზიზღით სავსე, ის დაუმარცხებელი გახლდათ და შესაბამისად ყველას მოუწევდა მისი გადამეტებული თავხოდებობეს დათმენა პირველ რიგში კი მის ოჯახის წევრებს. თავად იტვირთა ეს სიმძიმე. მართალია ნატა მისთვის ღვიძლი შვილი არ იყო, მაგრამ შვილით უყვარდა და როგორც ნებისმიერი შვილმკვდარი მამისთვის, მისთვისაც ზედმეტად რთული გახდა … უბრალო სუნთქვაც კი! ნატას გამოჩენით, მასში გაჩნდა იმედი, იმედი უკეთესი მომავლის. პატარა გოგონა ანთებული კელაპტარივით იქცა მის სამყაროში. პირველივე დღიდან უბრალოდ სუნთქვდა და უნათებდა კაცს გზას წყვდიადთაშორისში. ახლა კი ალექსანდრეს აღარ შეეძლო დროში უკან დაბრუნებულიყო გამხარიყო ისევ ისეთი უგრძობი, უემოციო წყეული ჯალათი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებს და რომელსაც ან ემორჩილებიან ან ემორჩიელებენ სხვა შემთხევაში ადგილზევე მოკლავდნენ … პირველივე “გადაცდომისთანავე”!

ოდესღაც კაპიტნის თვალისმომჭრელი ბრწყინვალებიგან მხოლოდ ფერფლი და ნაცარი დარჩა. ალექსანდრე გაუნძრევლად იდგა. მისი ჩრდილიც კი არ იძვროდა. ნატას შემოტანილმა სინათლემ ბოლო მოუღო კაცის დემონების უმეტესობამ, რომელიც მუდამ გარს ეხვა, მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა შეძლო გადასხვაფერება, სინათლის წყალობით დაკარგეს თვალები, მაგრამ ისევ ძველებურად ძიერებად დარჩნენ ელოდებოდნენ რა, საკუთარ დროს! ალექსანდრე ხვდებოდა როგორ ეფლობოდა წყვდიათდში წამიდან’წამამდე აი ამიტომაც გადაწყვიტა გაუჩინარება. მას ვერავინ ვერ დაამარცხებდა მისი პირელი მსხვერპლი მისივე ოჯახის წევრები იქნებოდნენ … სწორედ!

პირველად ცხოვრებაში ჟამთააღმწერელ ხურციას ცრემლის რამდენიმე წვეთით დაეფარა თვალები, როცა ალექსანდრეს ისტორია მისი ერთ’ერთი საყარელი პოეტის სიტყვებით დაასრულა. კაცმა ქალის დაკარგვით, “თვალის სინათლე დაკარგა ბნელში”.

ეპილოგი:

– ყველაფერი რიგზეა, გესმის? – ალექსანდრე მთელი ძალით ანჟღრევდა რუსას სხეულს, მაგრამ ქალი არა’და’არ ახელდა თვალს.
– ნატა სად არის? – იკითხა ქალმა უეცრად. ალექსანდრე გაჩერდა. მიხვდა, რუსა გონზე იყო უბრალოდ მორიგი ხილვა ჰქონდა და ეს იმდენად საშინელი იყო, რომ თვალებსაც კი ვერ ახელდა. წამიერად შეცბა და ცნობისმოყვარეობას კინაღამ გადაყვა, თუმცა, ბედად, ქალის ღრიალმა გამოარკვია ფიქრებიდან
– ნატა სად ჯ-ა-ნ-დ-ა-ბ-ა-შ-ი-ა?
– სახში, ქმართან და შვილთან ერთად. მათგან მოვდივარ სწორედ!
– კარგია – მშიდად წარმოსთქვა რუსამ და ლოგინზე “დაესვენა”. მიხვდა რა “განკითხვის ღამე” შეეძლო დაწყებამდე დაესრულებინა, მზაკვრულად გაიღიმა და … რუსამ თვალები გაახილა!

[ფარდა]

[მეორე წიგნის დასასრული #წყვდიადთაშორისი]

15.2.2021

facebook კომენტარები
Choose your Reaction!