fbpx

კაპიტანი და ანასტასია

0

– გამარჯობა, შეიძლება შემოვიდე? – კითხა კაპიტანმა ანასტასიას, კარის ზღურბლზე ატუზულმა
– ცხადია – უხასიათოთ უპასუხა ქალმა
– აქიდანვე გეუბნები, რომ აქ დასახმარებლად ვარ
– ალექსანდრემ მოგიყვა ჩემზე? შენც გიჟი გგონივარ?
– ცხადია, არა!
– ვითომ რატომ? – ცინიკურად კითხა ანასტასიამ, კაპიტანმა თავიდანვე იცოდა, რომ მარტივი არ იქნებოდა მასთან საუბარი, მართალია ოჯახის წევრები იყვნენ, თუმცა ანასტასია მოსისხლე მტერივით ექცეოდა და ესაუბრებოდა … მუდამ! იქნებ ამ დღის შემდგომ ყველაფერი მართლაც შეცვლილიყო
– გიჟმა არ იცის, რომ გიჟია, ანუ არ გეცოდინებოდა, რომ გიჟი ხარ – ნატამ თვალები მოხუჭა, ბოლომდე არ იყო დარწმუნებული, რომ სათქმელი ანასტასიას გასაგებ ენაზე თქვა
– ამასწინ, სიკვდილს გადამარჩინე, გამოდის “დაქალოშკები” თუ “დაქალოჩკები” ვართ? – გამომწვევად კითხა ანასტასიამ კაპიტანს, მთელი ძალით უნდოდა მისი აგდება და გაღიზიანება, თუ გამოუვიდოდა. შეეძლო “1 სიცოცხლის ვალიც” დაევიწყებინა, პაუზის მერე დაამატა
– მე ხომ მადლობაც არ მითქვამს?! – აშკარად რიტორიკული კითხვა დასვა, ქალი უბრალოდ ერთობოდა და ძალიან მოსწონდა ასეთი დამოკიდებულება, კაპიტანი თვალში არასდროს არ მოუდიოდა, ამიტომ მისი გაღიზიანება სიამოვნებას ანიჭებდა
– არც არის საჭირო, ოჯახში მადლობას არ იხდიან, ჩემი მოვალეობა შევასრულე, ოჯახის წევრი დავიცავი! – ანასტასიამ პირი გააღო, მაგრამ მალევე მომუწა, ისე აღმოჩნდა, რომ მის წინ მდგარი გოგონა არც ისეთი სულელი ჩანდა, როგორც გამოიყურებოდა ან მისი ასაკის პირობაზე უნდა ყოფილიყო
– დახმარების გეგმა, როგორ წარმოგიდგენია? პრეზენტაცია გაქვს მომზადებული თუ ორალურად[ზეპირსიტყვიერად] აპირებ გადმოცემას?
– ჯერ ალქიმიკოსშაზე მომიყევი უფრო ვრცლად
– გამომეცხადება და გამომელაპარაკება ხოლმე , თავიდან წარმოსახვის ნაყოფი მეგონა მეც, მაგრამ გიჟი არ ვარ! როგორც თავად აღნიშნე. არც სინდისი მაწუხებს, შანსი მომეცა მტერი “დამედუღებინა” და მეც გამოვიყენე, ისევ იმავეს ვიზამდი
– აწიგნები გადავქექე და არსაც არ წერია ალქიმიკოსებზე არაფერი, ზოგიერთს მხოლოდ აზრი აქვს თუ რა შეუძლიათ
– კი, მეც ვერაფერი ვნახე
– ხშირად გაქვთ დიალოგები?
– შეიძლება ითქვას, რომ კი – ბევრი ფიქრის მერე უპასუხა ქალმა
– და ლექსიკა?
– რა ლექსიკა?
– მისი ლექსიკა როგორია, მსგავსია თუ განსხვავებულია –
– ღმერთო მაღალო – თქვა ანასტასიამ, მივარდა კაპიტანს და ძლიერად ჩაეხუტა
– მართალი ხარ, მისი ლექსიკა იმდენად განსხვავდება ჩემგან, რომ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი ვერ იქნება … უხ, რაღაც მომენტში ვფიქრობდი, რომ გავგიჟდი’მეთქი, მაგრამ ლექსიკა ,,, – ისევ ძლიერად ჩაეხუტა კაპიტანს ანასტასია და დაამატა
– როგორც აღმოჩნდა , ალექსანდრეს მხოლოდ ლამაზი თვალის ჭრილის გამო არ აურჩევიხარ მეორე პილოტად … ფაქტობრივად მეორედ იხსენი ჩემი სიცოცხლე სიკვდილისგან, თვითმკვლელობის ვარიანტებზეც კი ვფიქრობდი ხოლმედა … მადლობა!
– როგორც უკვე გითხარი, ოჯახში მადლობას არ იხდიან

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!