***
ნანა სასახლეში გაჩნდა, ქეთო შეამჩნია ამიტომ ალექსანდრედ “გარდაისახა” და მიუახლოვდა მას
– მე ვნახავ ბავშვს, შენ დაისვენე – უთხრა გაუღიმა და გზა გააგრძელა “სპეცომ” არ ჩაეხუტა, რადგან ეჭვგარეშედ მიხვდებოდა ქეთო, რომ სხვა იყო, ოთახის კარი ფრთხილად შეაღო, ნანამ, უკვე “ქეთოდ” გარდასახულმა
– გარეთ გელოდებიან მე დავრჩები ბავშვთან – უთხრა და ოთახის მეორე მხარეს წავიდა, რომ “ჩახუტების ელემენტიც” გამოერიცხა,
– ვინ არის?- კითხა კაცმა, როცა კარი გამოაღო
– გაოცდები – უთხრა ნანამ და მზერა მოაცილა რა კაცს, ბავშვებისკენ წავიდა, როცა კარი მიიხურა, ბავშვთან მივიდა, ცოტა ხანს უყურა
– მეც ასეთი დაუცველი ვიყავი, მშობლების ცოდვები შვილებზე გადადის ასე არ არის?! – რიტორიკულად იკითხა რა, ამით ეცადა თავი გაემართლებინა, ნიღაბი, რომლითაც ბავშვს ჟანგბადი მიეწოდებოდა, შეხსნა ბავშვს და გაუჩინარდა
რუსა ოთახში შევიდა, როცა ხილვა ჰქონდა და ჯერაც “არ დამდგარი რეალობა” დაინახა. პატარა გოგონას მკვლელობით ნანამ, “დროით მიმდინარეობა” შეცვალა, რიდი წყალობითაც ჰქონდა ხილვა რუსას. ქალი გვერდით გადგა, სამზარეულოს ოთახში შევიდა, შემდგომ უკან დაბრუნდა, ფანჯარას მიეყრდნო და თამბაქოს გაუკიდა. გონებაში ნანას და მთელ მათ ამბავს იხსენებდა, სანამ ფანჯარა არ შეაღო.
ტელევიზიაში ამბობდნენ, რომ გაზმა გაჟონა და აფეთქება მოხდა, თუმცა საბედნიეროდ არავინ არ დაშავებულა
რუსამ მორგში გამოიღვიძა, თავი წამოსწია, მიშტერება იცნო, თავი მიაბრუნა, იქვე ბნელ კუთხეში მჯდარი ქალბატონი იცნო, მისტერ კაპლანიც ფეხზე წამოდგა