ნატა ქვედა უჯრას ალაგებდა, რომელსაც რატომღაც არ ეკარებოდა … არასოდეს! რადგან ე’მანდ ის ჯვარი ჰქონდა შენახული, რომელიც ალექსანდრემ აჩურა მაშინ, როცა მონათლა. მაგრამ ახლა გადაწყვიტა, რომ დრო მოვიდა. და ამ მილაგებისას გადააწდა CD’დისკს, რომელიც ხელში აიღო. “არა, ის ვერ იქნება” გაიფიქრა ქალმა ” ის ხომ ხელში შემომატყდა” ასე დაჰყურებდა დისკს მანამ, სანამ უეცარმა ჟრუანტელმა არ დაუარა და დისკი ხელში არ შემოატყდა … ისევ! დროში გაიყინა და გონზე მხოლოდ მაშინ მოვიდა , როცა ნაცნობი ვარდის სურნელით გაიჟღინთა ოთახი, თვალები დახუჭა, ხარბად ჩაისუნთა ეს მონატრებული არომატი და მხოლოდ მაშინ გაახილა, როცა წინიდან კისერში ნაცნობი ხელის წაჭერა შეიგრძნო და კედელზე მთელი სხეულით მიანარცხეს … ზურგით!
– მენატრებოდი … კაპიტანო! – მიმართა ალექსანდრემ, რომელსაც ტუჩებზე ღიმილი დასთამაშებდა
– ვისურვებდი მეც იმავეს თქმა შემეძლოს … გენერალო! – იყო ქალის სახეგაბრწყინებული პასუხი
– ვშიშობ გენერალი მეტად აღარ ვარ – თქვა კაცმა და გაუშვა ხელი [აწ უკვე] ქალს
– მაშინ ვინ.. – კითხვა ბოლომდე არ დასვა ისე წარმოთქვეს ერთდროულად
– ანასტასია
– ჰო გამოიცანი
– რა თქმა უნდა, როგორც ლუკამ თქვა ერთხელ, გენერალი უნდა იყოს შეუჩერებელი, დაუნდობელი, იდეალური კითხვა’პასუხით და დაუმარცხებელი მებრძოლი, თანაც უგოლო, უმოწყალო, მაგრამ შეუპოვარი! და ვინ არის მისი მეორე პილოტი?
– პირველივე ცდაზე გამოიცნობ
– ლუკა – თქვა [აწ უკვე] ქალმა ისე მშვიდად თითქოს გადამოწმება არც ჭირდებოდა
– Evet
– და როგორ იქნებიან ერთად? Если я правильно помню, а я правильно მათ ფიცი დადეს, რომ მარტონი იქნებოდნენ … სამუდამოდ!
– არც კი ვიცი, როგორ უნდა იყვნენ ერთად ისე, რომ სინამდვილეში არ იყვნენ ერთად, მაგრამ ამის გასარკვევად მთელი დარჩენილი უსასრულო ცხოვრება აქვთ
– ანუ გამოდის არ აპირებ ტრადიციულად ჩაერიო და ყველაფერი შენს ჭკუაზე გადაიყვანო?
– აღარ. ყველაფერი ისე აღარ არის, როგორც ადრე, შენს “გაუჩინარებამდე”
– და ახლა რა იქნება?
– You go back where you belong – წარმოსთქვა ალექსანდრემ, მხრებში გაიმართა და ნიკაპი ზემოთ აღმართა. ამასობაში ოთახში პატარა გოგონა შემოვარდა, ალექსანდრემ გახედა, გოგონა ნელა მოუახლოვდა მას და მის წინ გაჩერდა. ნატას ელდა ეცა. ალექსანდრეს თვალები წამიერად გაუშავდა. მისი გოგონა იდგა კაცის გვერდით, რომელიც უპირობო, შეურაცხადი, წყეული ჯალათი გახლდათ თავად კი არაფრის გაკეთება არ შეეძლო. მისი ზე’ბუნებრივი ძალები იმ ჯვარში “გამოკეტა”, რომელიც ნათლობისას მისცა ალექსანდრემ და რომელიც ქვედა უჯრაში ინახებოდა. გოგონა მიუახლოვდა ალექსანდრეს და მისი პატარა თითები გადახლართა კაცის დიდრონ თითებში. ნატამ მაშინათვე ალექსანდრეს გახედა კერძოდ მის თვალებს და ცხოვრებაში პირველად დაინახა თუ როგორ გაუქარწყლდა კაცს შავი თვალები და დაუბრუნდა მისი ბუნებრივი ფერი … ნაცრისფერი! ამ კაცს მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება იცნობდა და არასოდეს უნახავს ვინმეს ქეთოს გარდა გამოეღვიძებინა, გაეცოცხლებინა, დაებრუნებინა კაცში … ადამიანი! ალექსანდრე დაიხარა და პატარა გოგონას თვალებში ჩახედა
– დედას არ უთქვამს, რომ არ შეიძლება უცხოებს შეეხო?
– და შენ უცხო ხარ ალექსანდრე? დედამ ხომ შენს საპატივცემულოდ დამარქვა … – ნატა მათ საუბარში ჩაერია, მუხლებში მოიხარა, ხელები გაშალა და მის გოგონას დაუძახა
– ალექსის, ძვირფასო, მოდი ჩამეხუტე – გოგონა დედისკენ გაიქცა და მის მკლავებში ამოყო თავი. ნატა წამოიმართა და ლოყაზე აკოცა პატარა გოგონას
– შეიძლება სადილად დარჩეს? – კითხა პატარა გოგონამ დედას
– თუ მოისურვებს – თქვა ქალმა და გახედა ალექსანდრეს
– თუ ოჯახის უფრო ნებას დამრთავრს, სიამოვნებით! – თქვა ალქესადნრემ ზურგი მიაუბრუნა და კარში მდგარ კოტეს გახედა, რომელიც მთელი ეს დრო იქ იდგა და ხმას არ იღებდა. კოტემ ნატას გახედა. ქალმა თავი გვერდით გადახარა და თვალი ჩაუკრა კაცს. კოტემ ხმა დაიწმინა და უპასუხა ალექსანრეს კითხვაზე
– იქიდან, საიდანაც მე ვარ წამოშობით არსებობს ასეთი გამოთქვა ” სტუმარი ღვთისაა”, თუნდაც შენნაირი! -ალექსანდრეს გაეღიმა და ნატას გახედა
– მისთვის გისწავლებია “დამპლური თამაშები”
– შენ მე, მე კი მას ვასწავლე დამპლური წაკბენები!
– How you like me now ? – წაკბინა კოტემ … ისევ! ალექსადნრეს გაეცინა და დანებების ნიშნად ორივე ხელი გაშლილი ხელის გულებით ასწია მაღლა.
– თეფშებს გამოვიტან – თქვა პატარა გოგონამ, დედის მკლავებიდან გათავისუფლდა და სამზარეულისკენ გაიქცა. ნატა მიუახლოდა კაცს ,ლოყაზე ნაზად აკოცა, შემდგომ კოტეს გახედა თავით ანიშნა და სამზარეულოში გავიდნენ. პატარა გოგონა კი უკან მაგიდასთან დაბრუნდა ჯერ სკამზე ავიდა თეფშები დადო და განაწილება დაიწყო. ალექსანდრე მიუახლოვდა და დახმარება შესთავაზა გოგონას. გოგონამ თავი ზემოთ ასწია თვალები მოჭუტა თავი გაუქნია მომღიმარმა და როცა ალექსანდრე ნაბიჯით უკან დაიხია, მიუახლოვდა და თეფშები გაუწოდა.
კოტე სამზარეულოში იდგა და მათ აკვირდებოდა. ნატამაც შეამჩნია ეს, სალათის ჯამით ხელში მიუახლოვდა და გამოკითხა
– მაინც რატომ გძულს ასე ძლიერ?
– მძულს? არა, მეშინია! ჩვენს სახლშია, ჩვენს გოგონას ეთამაშება და მე არ შემიძლია მივიდე და ვუთხრა რომ გაჩერდეს, that he is not welcomed here! მაგრამ არ შემიძლია, რომ გადაეკეტოს და შეგრძნებები გათიშოს, თავს დაგვესხმება მ-ე კ-ი ვ-ე-რ შ-ე-ვ-ძ-ლ-ე-ბ დაგიცვათ ვერც შენ და ვერც ჩვენი გოგონა, ჯანდაბას! მე ხომ საკუთარი თავის დაცვას არ შემიძლია … მის წინააღმდეგ!
– დამშვიდდი ძვირფასო – უთხრა ნატამ და ჯამი მაგიდაზე დადო
– როგორ დავმშვიდდე? – ნატა მიუახლოვდა კაცს ხელები ჩაკიდა, ჯერ ერთ ლოყაზე აკოცა, შემდგომ მეორეზე და ისე უთხრა
– არაფერია სანერვიულო, ჩემო ძვირფასო ქმარო, რადგან სულ რომ მაღალი ღმერთი განსხეულდეს და ჩემი მხარე აირჩიოს, ვშიშობ, ისიც ვერ შეძლებს … დამიცვას … მისგან!
– და ამას ასე უბრალოდ ეგუები?
– I love him. And when you love someone you have no control that’s what love is … being … powerless! – მგონი თმაში რაღაც გაქვს, უთხრა კოტემ, მარცხენა ხელი თმაში შეუცურა, სახე მისკენ მოაწევინა და აკოცა.
***
– მენატრებოდა ეს – თქვა ალექსანდრემ, ნატამ წარბები აზიდა და გაუღიმა
– შენი სურნელი, ჩვენს სახლში – ნატამ გაუღმა კაცს, არაფერი უთხრა, უბრალოდ ხელი მოხრილ მკლავში გაუყარა და მიეხუტა. მისი პატარა გოგონა კი დედასთან მივიდა, ფეხზე ხელი შემოხვია და მიეხუტა. სახლის წინა კარები გაიღო, ქეთო და ბავშვები შემოვიდნენ. ალექსისის დანახვაზე მისკენ გამოიქცნენ, პატარა გოგონაც გაიქცა მათკენ და ასე სამივე ერთდროულად ჩაეხუტა ერთმანეთს.
– დედა, შეიძლება რომ ალექსისი ჩვენთან დარჩეს… ისევ? – იკითხა ზოიმ
– ძალიან გთხოვ – შეემუდარა ლეილა
– ისევ?! – გამოსცრა ალექსანდრემ კბილებს შორის. ჯერ ნატას გახედა, რომელიც აშკარად აშორებდა თვალებს. შემდგომ ქეთოს, რომლიც მოშტერებოდა მას. კაცი წამიერად მოწყდა ადგილიდან და ქეთოს წინ გაჩნდა, შემდგომ ორივენი გაქრნენ და სანამ ნატას კითხვა გაუჩნდება თუ სად წავიდნენ, მეორე სართულის საძინებლის კარის ძლიერი მოჯახუნების ხმა გაიგონა.
– დახუჭობანას თამაში ვის გინდათ? – კითხა ნატამ ბავშვებს
– მე აქ დავიხუჭები, თქვენ კი გარეთ დაიმალეთ – ბავშვები ადგილიდან მოწყდნენ და გარეთ გაიქცნენ. ნატას გაუკვირდა, მშობლები ცდილობნენ ზე’ბუნებრივი სამყაროსგან დაეცვათ გოგონები, მაგრამ ახლა ალექსანდრემ ასე პირდაპირ წარმოაჩინა თავისი სისწრაფე. სოფია არსაიდან გაჩნდა მის გვერდით. ნატამ მობოდიშების დაწყება დაიწყო
– ალექსანდრეს მკერდი ნახე?
– რა?
– ალექსანდრეს მკერდი ნახე’ს კონკრეტულად რომელი ნაწილი ვერ გაიგე? – უხეშად უთხრა სოფიამ
– არა, არ მინახავს…
– რომ გენახა, ნახავდი მის ახალ ‘ნახატს’ მკერდზე, რომელიც დღეს დილით “დავახატე”
– რაზე საუბრობ?
– აწი ვერანაირი ჯადოსნობა ვერ იმოქმედებს ალექსანდრეზე, ვეღარავინ შეიჭრება მის გონებაში შეხებით თუ მის გარეშე, რომ რაღაცები დაავიწყოს!
– კი , მაგრამ ასე ხომ თავადაც დაკარგავს … უნარს … შთააგონოს სხვებს და გააკეთებინოს ის, რაც მას მოესურვება?
– ახლა უკვე იცი რად უღირდა შენი “გაუჩინარება”. სხვათაშორის მიხარია შენი “დაბრუნება” , დაო! ჯერაც გაბრაზებული ვარ, ცოტა დრო მომეცი, რომ გადავხარშო ეს ყველაფერი ხომ? – უთხრა ქალმა და გაუჩინარდა. არც მისალმებით შეუწუხებია თავი და არც გამომშვიდებისას.
– გამოდის მთელი ეს დრო იცოდი, ხომ? – ალექსანდრე ფანჯარასთან იდგა და ეზოში ბავშვებს შესცქეროდა. ქეთო საწოლზე იჯდა და ხმას არ იღებდა
– ოდესმე მაინც თუ გიფიქრია, რომ ჩემთვის გეთქვა? მთელი ეს დრო იცოდი, რაც ხდებოდა, ყოველ დღე სახეში მიყურებდი და არაფერს არ მეუბნებოდი
– და მაინც რა უნდა მეთქვა რო? ნატალია არ გახსოვდა
– და ეს არის შენი გამართლება? ჩემი ბრალია როგორ დავიჯერე, რომ ქალს, რომელსაც იქამდე შუეძლია გამოიცნოს სხვისი აზრები, სანამ თავად მოაფიქრდება. ქალს, რომელიც ყველაფერს აკვირდება და იქამდე მიხვდება თუ რა მოხდება მანამ, სანამ მოხდება “ეს” გამორჩებოდა.
– თავის გამართლებას არც ვაპირებ, ალექს! ყოველთვის როცა ის იყო ირგვლივ თავს ვგრძნოდი ზედმეტად, არასაჭიროდ! Ты прям восхищаешься ею! – იყვირა ქეთომ და ფეხზე წამოდგა, თუმცა მალევე დამშვიდდა
– თქვენ, თქვენი ხუმრობები გაქვთ, უთქმელად და ტელეპატიურად შეგიძლიათ ისაუბროთ. როცა ყველაფერი მოხდა, ისე აღმოჩნდა, რომ მე ვიყავი ის ერთადერთი, ვისაც ახსოვდა თუ ვინ იყო კაპიტანი! რადგან არ მოვედი იმ დაწყევლივლ მასკარადზე! და დიახ, არასოდეს მიფიქრია რამე მეთქვა ან/და შემეცვალა, რადგან მინდოდა ყოფილიყავი ჩემი! მხოლოდ ჩემი! დავიღალე, რომ მიწევდა შენი გაზაირება მასთან … მუდამ!
– დაუკვირდი რას ამბობ!
– კიდევ მე დავუკვირდე? დარწმუნებული ვარ, რომ იქორწინები კიდეც მასზე, ნიკოს რომ არ ემარჯვა და გაცნობის პირველივე დღეებში არ მოენათლა შენს ოჯახის წევრად და არ მიეცა შენი გვარი! ეს ხომ ერთადერთი წესია, რომელსაც არ დაგირღვევია შენი მთელი არსებობის მანძილზე ამიტომ, lütfen, თუ დამნაშავეს ეძებ, დროა ჩაიხედო დაწყევლილ სარკეში! – ამბობდა ქალი მთელი გრძნობით, ბოლოს ისევ საწოლზე დაეშვა და ისე თქვა
– ახლა კი ვისურვებდი მარტო დავრჩენილიყავი – კაცი გაჩერდა, შემდგომ შებრუნდა ოთახის გასავლელთან მივიდა და უბრალოდ შუქი ჩააქრო და იქ იდგა რამდენიმე ათეული წუთი. ისევ ქეთომ განაახლა საუბარი
– ვწუხვარ, საზიზრობები გითხარი, მხოლოდ იმირომტომ გამებზარებინე და სულ დამავიწდა, რომ შენი გაბრაზება შენს კაპიტანს შეუძლია … მხოლოდ! ვაღიარებ, დამნაშავევ ვარ, მაგრამ შენი ბრალი იყო
– უცნაური მობოდიშებაა – ორივეს გაეღიმა და მათი თვალები ჩაბნელებული ოთახის მიუხედავად შეხვდა ერთმანეთს. კაცმა თავის სისწრაფე გამოიყენა, კისერში წაუჭირა ქეთოს ხელი და კედელზე მიანარცხა.
– მაინც რის გაკეთებას აპირებ ჩემო ძვირფასო ქმარო?
– ვაპირებ ძლიერად დასგასაჯოთ ჩემო ძვირფასო ცოლო!
– უკვე მოიფიქრეთ თუ როგორ?
– რა თქმა უნდა – კაცი ახლოს მივიდა ქალთან, მთელი სახე დაკოცნა, მაგრამ ტუჩები “გამორჩა”, შემდგომ უკან დაიხია სანამ ქეთომ თვალები არ გაახილა
– გავაგრძლო? – წაკბინა ალექსანდემ
– იცი, რა? I am kind of a hybrid myself – მზაკვრულად წარმოსთქვა ქეთომ ,თავისი ვამპირული კბილები და შეწითლებული თვალები წარმოაჩინა. კაცის ხელი შეიხსნა, ახლა თავად წაუჭრა კისერში და მიანარცხა კედელთან. “ვნებით ათლილი ეშვები ჩაასო ყბაში”
როცა საძინებლის კარი გაიღო ნატასს სუნთქვა შეეკრა, არ ესმოდა რა ხდებოდა და დიდი იმედი ჰქონდა ყველაფერი კარგად დასრულდებოდა. კიბეებზე ერთად ჩამომავალთ, ალექსანდრეს ხელი ჰქონდა მოხვეული ქალის წელზე.
– რა მოხდა? – დაუფქრებლად იკითხა ნატამ და მაშინათვე ტუჩებზე აიკრა ხელი
– დიდხანს ვერ იქნები გაბრაზებული მასზე, ვინც გიყვარს- თქვა ალექსანდამ წელზე მოხვეული ხელით უფრო ახლოს მიიზიდა ქალი, ჯერ თმაში შემდგომ კი ლოყაზე აკოცა. ნატას გული დაუმშვიდდა. მშვიდობა. ესეც გადაიტანეს. ისეთი შეგრძენება ჰქონდა, რომ ამ წლების მანძილზე ტვირთს ატარებდა, რომელიც დღიდან’დღემდე მძიმდებოდა, მაგრამ ახლა ერთიანად მოეშვა და ბუმბულივით მჩატედ იგრძნო თავი. “მშვიდობა” ჩაილაპარა [აქ უკვე] ქალმა.
ნაწყვეტი შემდეგი თავიდან სახელწოდებით” სინათლის კომპასი: ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო ” – მეორე წიგნის ეპიკური [?]დასასრული
– უბრალოდ გააკეთე ის, რაც ყველაზე კარგად შეგიძლია … ჩემო გენერალო!- თქვა ნატამ და მარცხენა ხელის ცერა თითი შეახო კაცის მარჯვენა ლოყას
– ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო! – იყო კაცის უკანასკნელი სიტყვები. ძლიერად ჩაიხუტა [აწ უკვე] ქალი და თვალები დახუჭა. როცა გაახილა, მისი ნაცვისფერი თვალები სადღაც გამქრალიყვნენ, მთლიანად გაშავებოდა. მარცხენა ხელიც აღარ უკანკალებდა … მეტად! ოდნავ დაშორდა რა ქალს, მარცხენა ხელით შეიჭრა მის მკერდში, გაამტვია მკერდის ძვალი, ნეკნები, ხელი მოხვია მის გულს და ქალის გული ისე მოსწყდა … მკერდს,
როგორც მწყიფე ნაყოფი … ხეს!