ლეგენდა ჯადოსნურ კაპიტანზე VS ალქიმიკოსშა: მესწ პადშიც #2 [Revenge of the Fallen]

– გამარჯობა, დედინაცვალო! გავიგე მეძებდი – წარმოსთქვა შავი აჩრდილიდან “დაბადებულმა” ქალმა
– ვიოლეტა!
– დიახ, ჩემი სახელია ვიოლეტა სტიუარტი, ქარისა და მზის ენების მცოდნე, ყველა ენაზე მოსაუბრე … ასევე ცნობილი როგორც …
– ალქიმიკოსშა.. – ჩაილაპარაკა ქეთომ ჯერაც ვერ გადაეხარშა ეს ყველაფერი
– დიახ. დედაჩემის მსგავსად. – უპასუხა ვიოლეტამ თავმომწონედ შემდგომ თავი უკან მიაბრუნა და ნატას სხეულს მიაშტერდა
– ირონიულიც კია, არა? ამდენი რამ გამოიარა, ახლა კი ისე მოკვდება, როგორც არარაობა! მისგან დარჩება რა მხოლოდ … ლეგენდა კაპიტანზე. – ქეთო დუმდა ვერაფრის თქმას ვერ ახერხებდა. ეს ყველაფერი ზედმეტად მოულოდნელი იყო მისთვის, მაგრამ გონება მალევე გაუნათდა. “პროტოკოლი” მოაგონდა. აუცილებელი იყო ლუკასთვის ეცნობებინა, რომ მორიგი ალქიმიკოსშა გამოჩნდა. მაგრამ ქალის მოულოდნელად გამოჩენამ თავგზა აუბნია მას. მხოლოდ ბორძიკით თქვა
– შენ? როგორ? ან .. – ბოლომდე ვერ დაამთავრა სათქმელი ქალმა. ვიოლეტამ თავი მოაბრუნა და ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მას
– არადა ყველაფერი ასეთი აშკარა იყო, ფერიები დიდი ხანია არსებობენ, მაგრამ არცერთ მათგანს ა-რ-შ-ე-უ-ძ-ლ-ი-ა “ყოვლისმსმენელი” და “ყოვლისმხედველი” იყოს! უბრალოდ სადღაც დედამიწის გადაკარგულში დაიძახებდი ნატა’ნატ … კაპიტანოს! და გოგონას მაშინათვე ჩაესმებოდა და შენს გვერდით გაჩნდებოდა! კარგი, ხო, შენ ახალი ხარ, მაგრამ ალექსანდრე, რომელიც 200 წელია გენერლობს! მას ეს არ უნდა შეშლოდა! ტელეპატიური კავშირი რატომღაც მოცემულობად მიიიღო, არადა ისტორიის განმავლობაში არცერთ ფერიას არ ჰქონია მსგავსი შესაძლებლობები. გოგონა განსაკუთრებული ეგონა. ჰაჰ! რადგან შეეძლო ოთხივე ელემენტის პარალელურად მართვა, როცა ფერიებს ზოგადად მხოლოდ ერთი ელემენტის მართვა შეეძლოთ ერთ’ჯერზე! კითხვაც კი არავის არ გასჩენია! როგორი სამარცხვინოა! ყველაფერი თქვენს თვალწინ ხდებოდა და ვერც კი ხედავდით. მე! მ-ე! ჩ-ე-მ-ი! ჩემი წყალობით ხდებოდა ეს! მე შემიძლია ხმელეთს და ოკეანეს გავუცვალო ადგილი, აი, ასე, ჩემი თითების უბრალო მოძრაობით და გონებაში წარმოდგენით! არ გჯერა ხომ? გინდა გაჩვენო? – წარმოსთქვა ქალმა აღტაცებით. დიდი სურვილი ჰქონდა ქეთო დათანხმებოდა და ეთქვა “დიახ”, მაგრამ ქალის უტყვმა მზერამ უფრო მეტად მოანდომა …
– გთხოვ, მითხარი, რომ გინდა განახო – თითქოს ადაბრენიეს ეძებდა ქეთოსგანო. თვალები ისეთი ანთებული ჰქონდა, როგორც პატარა ბავშვს, რომელსაც უთხრას, რომ საჩუქარი ჰქონდათ მისთვის და ვერ ითმენდა მანამ, სანამ არ ნახავდა. ქეთო უყურებდა რა ქალს, ხვდებოდა, რომ ვიოლეტას უნდოდა, შეეძლო და მზადაც კი იყო მთელი მსოფლიო გადაეწვა მხოლოდ იმირომტომ ბავშვობაში არავის არ უყვარდა. მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ცდილობდა საკმარისად ძლევამოსილი გამხდარიყო, რომ თავი მოეკლა და მასთან ერთად თან “წაეღო” ყოველი ცოცხალის სული!
– მოდი ჩემთან, პატარავ! – უთხრა ქალმა, მიუახლოვდა ვიოლეტას და ძლიერად ჩაიხუტა – ქეთოს სიყვარულის ფერისაც კი ეძახდნენ, რადგან შეეძლო ერთი უბრალო ჩახუტებითაც კი გამოეღვიძებინა მეორე მხარეში ყველაზე ნაზი, კარგი და კეთილი შეგრძნებები. არც ვიოლეტას შემთხვევა აღმოჩნდა გამონაკლისი. როცა ქეთომ მთელი სხეულით მიიკრა, ვიოლეტა შეჩერდა, დაიბნა, მას, რომელსაც შეეძლო ხელის რამდენიმე მოძრაობით მსოფლიო გადაეწვა აი, ასე, ერთი უბრალო[?] ჩახუტებით ადგილზე “დააბეს”[გააშეშეს]. რადგან ეს მისთვისაც კი სიახლე იყო, თუ როგორ “გამოყოფდა” მისი სხეული სითბოს, თავი უცებ ის ვარსკვლავი ეგონა, რომელიც, მართალია მარტო არის, მაგრამ მაინც ანათებს და ათბობს ირგვლივ ყველას და ყველაფერს. რამდენიმე წუთი დასჭირდა იმის მისახვედრად თუ რა ხდებოდა მის თავს. ვიოლეტამ პირველად ცხოვრებაში – იგრძნო! – ქეთო ოდნავ დაშორდა და შეხედა ქალს თვალებში, რომლის ტუჩებიც ერთმანეთს დაშორდა, მაგრამ ხმა არ ამოსულა. ქეთოს გაეღიმა და ისევ ძლიერად ჩაიხუტა ქალი. ჯერ ერთ ლოყაზე აკოცა შემდგომ მეორეზე, მერე ისევ პირველზე, მერე ისევ მეორეზე …

///

დიდი წვეულება მოაწყვეს ვიოლეტას დაბრუნების აღსანიშნავად. ყველა მოვიდა, ქეთოს გარდა, გადაწყვიტა რაც შეიძლებოდა მეტი დრო გაეტარებინა ტყუპებთან. შუა ღონისძიებისას ნატას, რომელიც ამ საღამოს შესანიშნავი მელოდიებით ალამაზებდა, შეცივდა და გასახდელში გადაწყვიტა წასვლა, მანამდე კი სოფიას თხოვა დროებით, რომ შეეცვალა. გასახდელში შევიდა, მაგრამ თავისი მოსაცმელი ვერ ნახა, ამიტომ კოტესი აიღო, მოიხურა და მობრუნდა, როცა
– ამას ეძებდი? – ვიოლეტა დახვდა მისი მოსაცმლით ხელში, იასამნისფერი თმები ცალი ხელით გადაიწია და მზაკვრულად იყურებოდა
– ვიოლეტა!
– სალამი კა-პი-ტა-ნო – დამცინავად წარმოსთქვა ვიოლეტამ და მისი იასამნისფერი თვალები გაფართოვდა
– აქ რა გინდა?
– Ты же умная девушка сама догадаешься зачем я тут с тобой в одиночку … на самом деле!
– თუ ჩემს მკვლელობას აპირებ მოგიწევს სხვა ადგილი აარჩიო, აქ და ახლა არ გამოვა! რადგან ჩვენს ზემოთ მმართველი ოჯახის ყველა წევრია შეკრებული. – და ბოლო სიტყვების წარმოთქმისას გოგონა გაშეშდა
– ვაიმე! ტყუპები! ყველა აქ შევკრიბე თავად კი მათ დაესხმები თავს! – პანიკაში ჩავარდა ნატა
– მაინც ვინ გგონივარ?! ურჩხული?! თანაც, ქეთო ერთი ჩახუტებით შემიყვარდა და მას არაფრის დიდებით არ დავუშავებ რაიმეს! მით უმეტეს მის ბავშვებს, ჩემს ტყუპ დებს! აი, შენ კი … რადგან მათ შემდგომ, ყველაზე ძვირფასო ჩემი წყეული მამისთვის, ხარ შ-ე-ნ!
– შეიძლება ვიცოდე მაინც თუ რატომ? წლების მანძილზე იყავი ჩემში თან ისე, რომ არც კი ვიცოდი. მე ეს არ მითხოვია და არც არაფერი მცოდნია, ამიტომ კიდევ გკითხავ, მაინც რისთვის აპირებ ჩემს დასჯას? ან მამაშენისას?
– იმირომტომ არასოდეს არ ვუყვარადი! იმირომტომ არასოდეს უცდია ჩემი მოძებნა! იმირომტომ ასე უბრალოდ შეეგუა ჩემს არ დაბადებას! მამაჩემს ვერ მივუახლოვდები, რომ რამე დავუშავო, მაგრამ შემიძლია შენ დაგესხა თავს და შენი დასჯით, დავსჯი მასაც!
– არ იცოდა!
– პრობლემაც სწორედ მაგაშია, რომ უნდა სცოდნოდა! რომ დაეწყო ფიქრი იმაზე თუ როგორ შეეცვალა წარსული და გადავერჩინე, აუცილებლად აღმოაჩენდა, რომ არაფრის გამოსწორება არ იქნებოდა საჭირო, რადგან მე დავიბადე.
– და მაინც როგორ აპირებ ჩემს მკვლელობას? ახლა ოთახიდან გავალ და მოგიწევს სწრაფად მოიფიქრო და შემაჩერო – თან საუბრობდა ნატა თან გასასვლელი კარისკენ დაიძრა – ვიოლეტამ თითები აათამაშა და რაღაც ძალის წყალობით ორივე მათგანი ჩინეთის კედელზე აღმოჩნდნენ. ნატას ეგონა, რომ ეს უბრალოდ ილუზია იყო, მაგრამ, როცა გამვლელი დაეჯახა და თავი ძლივს შეიკავა, რომ არ წაქცეული, მიხვდა, ვიოლეტას ეს მართლა შეეძლო, “სივრცეში გადაადგილება”. რაც თავადაც შეეძლო, როცა ალქიმიკოსშა ჯერაც მასში იყო. ახლა კი დაეჭვდა, საერთოდ ფერიაული ძალები მაინც თუ ჰქონდა?!
– მე უძველესი თაობის რუსი ვარ! ჩვენ კი არაფერში არ გვარგია მოვკლათ ჩვენი მტერი, მაშინ როცა შეგვიძლია წავართვათ ის, რაც საკუთარ თავზე მეტად უყვარს! ასე, რომ შენი მკლელობა არაფერში მარგია, აი შენი გულის მოკვლა კი..!
– ვაიმე, კოტე!
– არა, ვერ გამოიცანი – ამჯერად ვიოლეტა თავად მიუახლოვდა ქალს და ყურში ჩასჩურჩულა რაღაც. შემდგომ თავი მარცხნიდან მარჯვნივ ზემოთ აატრიალა და ისეც ქალის ყურთან დააბრუნა
– ნანა მოკითხვას გიგზავნის…სადაც არ უნდა იყოს … კაპიტანო! – ვიოლეტამ თითები შეათამაშა და ისევ ოთახში დაბრუნდნენ, მოსაცმელი, რომელიც ხელში ეჭირა ნატას მიუგდო, გვერდი აუარა და გასასვლელისკენ დაიძრა. კართან შეჩერდა და თავი მოაბრუნა
– შენს ადგილზე ასეთი მოწყენილიც არ ვიქნებოდი… გერჩივნა, ერთი ხელის მოსმით გამეთავებინე? – გადაიკისკისა ქალმა … ბოროტულად! კიბის მოაჯირს მოკიდა ხელი. მაგრამ რატომღაც სათქმელი ისევ ჰქონდა და თავი გოგონასკენ მოაბრუნა
– არასოდეს დაფიქრებულხარ რატომ შენ? რატომ მაინცდამაინც შენ? კაცი 200 წელი ცხოვრობდა და პროტეჟე თავის დღეში არ აუყვანია … შენს გარდა! თანაც 20 წლის წინ, მაშინ როცა დედაჩემი დაამარცხეს! შენ “მისი” გაუმჯობესებული ვერსია უნდა ყოფილიყავი ხომ? ჰა ჰა ჰა, დედაჩემმა ერთ დღეში “აიღო” ექვსივე მიწა! შენ კი… ეჰ..! შენ მამაჩემის ხსნა იყავი, საშუალება გამოესყიდა წარსულის ცოდვები … კომპასი … სინათლის კომპასი. აი, ამიტომაც ამოგარჩიე მე! შენი წართმევით კი მას წავართმევ იმედს … უკეთესი მომავლის იმედს! – დაასრულა რა სათქმელი თავი მიაბრუნა და კიბეებს აუყვა ქალი. ათეული წუთი ნატა ადგილზე გაყინული იდგა. გონებაში მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტს ფიქრობდა … ალექსანდრესავით! მწარედ გაეღიმა, როცა მიხვდა, რომ არჩევანი არ ჰქონდა, მოუწევდა ვიოლეტას “თხოვნა” შეესრულებინა. ნატა საცეკვაო მოედანზე დაბრუნდა, თვალებით კოტე მოებნა და მისკენ წავიდა შუა ცეკვისას ჩაეჭრა და ყველასგან მოშორებით გამოიყვანა
– ყველაფერი რიგზეა? – კითხა კაცმა გაკვირვებით, გოგონამ გაუღიმა ძლიერად ჩაეხუტა და ყველაფერი მოუყვა.

***
1 საათის შემდგომ კოტე დაბრუნდა, გულის ჯიბიდან CD’დისკი ამოიღო და ნატას გაუწოდა. ნატამ გამოართვა, ლეპტოპში შეაერთა და მასზე არსებული ერთადერთი მელოდია ჩართო.
როცა მელოდია დასრულდა დისკი ლეპტოპიდან გამოაძვრინა, აიღო და მიშტერებოდა, უეცრად ჟრუანტელმა დაუარა და დისკი ხელებში შემოატყდა. მაშინათვე ინანა, რომ ვიოლეტას დამორჩილდა და არც კი შეეწინააღმდეგა. ზურგზე ნაცნობი ხელის შეხება იგრძნო
– უკაცრავად, მაგრამ ეს დახურული ღონისძიებაა და უცხოებისთვის დასწრება არ შეიძლება – უთხრა ალექსანდრემ, გაუღიმა და კარისკენ მიუთითა. ნატა ადგილზე გაიყინა… ისევ! ეს ყველაფერი იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე წარმოედგინა. კაცმა ხელკავი გაუკეთა ნატას და კარამდე მიაცილა, შემდგომ მობრუნდა და სოფიას გასძახა
– ძვირფასო იქნებ ყურადღება მიაქცია იმას, ხომ? – დინამიკებთან შეერთებულ ლეპტოპზე მიუთითა, რომლისგანაც მელოდები აღარ აღმოცენებულა.

***
კოტე გარეთ იცდიდა. ნატა ნელი თანაბარი ნაბიჯებით მიდიოდა მისკენ. შემდგომ ძლიერ მიეხუტა. მისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა ვიოლეტას “თხოვნის” შერულება: ყველას დავიწყებოდა მისი არსებობის შესახებ, მათ შორის ალექსანდრესაც კი! კოტემ იცოდა თუ რამდენად რთულად იყო საქმე, ამიტომ, როცა ნატამ CD’დისკის დამზადება თხოვა მეორე ასლიც შექმნა. იმ შემთხვევისთვის თუ მისი გოგო ვერ გადაიტანდა ამ განშორებას, გატეხდა ამ წყეულ დისკს და ყველას ისევ გაახსენდებოდა მათი კაპიტანი!
– ახლა საით წავიდეთ? – იკითხა კოტემ
– შენთან ერთად? სადაც გინდა! – იყო გოგონას პასუხი. ახლა როცა უკვე ზუსტად იცოდა, რომ ალექსანრე ვერ შეძლებდა ჩარეულიყო მის შემდგომ გადაწყვეტილებეშ, გაუხარდა შეიგრძნო რა თავის’უფლება, მაგრამ მეორე მხრივ შეშინდა კიდევ. რადგან თუ რამე ცუდი მოხდებოდა იქიდან გამოძრომაც მარტო მოუწევდა. გაეღიმა, როცა იმაზე დაფიქრდა ,თუ რომელი ერჩივნა. ეს, ახლა რაც ჰქონდა თუ ძველი, სადაც ალექსანდრე საჭიროებისამებრ თუ სურვილისამებ ერეოდა მის გადაწყვეტილებეში, თუმცა ამასთან ერთად, ამის საპირწონედ, სანაცვლოდ, მუდმივად თავს დაცულად გრძნობდა მის გვერდით… როცა კოტემ ხელი წელზე მოხვია და შუბლზე აკოცა, გოგონას ყველა აზრი გაეფანტა. მიეხუტა რა კაცს, იცოდა, ყველაფერი კარგად იქნებოდა.

ნაწყვეტი შემდეგი თავიდან “დისქონექთ თუ რექონექთ: წლების შემდგომ”

… ნატა ქვედა უჯრას ალაგებდა, რომელსაც რატომღაც არ ეკრაბოდა … არასოდეს!. რადგან მანდ ის ჯვარი ჰქონდა შენახული, რომელიც ალექსანდრემ აჩურა მაშინ როცა მონათლა. მაგრამ ახლა გადაწყვიტა, რომ დრო მოვიდა. და ამ მილაგებისას გადააწდა CD’დისკს, რომელიც ხელში აიღო. “არა, ის ვერ იქნება” გაიფიქრა ქალმა ” ის ხომ ხელში შემომატყდა” ასე დაჰყურებდა დისკს მანამ, სანამ უეცარმა ჟრუანტელმა არ დაუარა და დისკი ხელში არ შემოატყდა … ისევ! დროში გაიყინა და გონზე მხოლოდ მაშინ მოვიდა , როცა ნაცნობი ვარდის სურნელით გაიჟღინთა ოთახი, თვალები დახუჭა, ხარბად ჩაისუნთა ეს მონატრებული არომატი და მხოლოდ მაშინ გაახილა, როცა წინიდან კისერში ნაცნობი ხელის წაჭერა შეიგრძნო და კედელზე მთელი სხეულით მიანარცხეს … ზურგით!
– მენატრებოდი … კაპიტანო! – მიმართა ალექსანდრემ, რომელსაც ტუჩებზე ღიმილი დასთამაშებდა
– ვისურვებდი მეც იმავეს თქმა შემეძლოს … გენერალო! – იყო ქალის სახეგაბრწყინებული პასუხი

facebook კომენტარები
Choose your Reaction!