fbpx

წყნარი ოკეანის სევდა

0

  ახლა ამას, რომ კითხულობ შეიძლება ვერც კი გრძნობ!

    მაშინ, როცა მზე მთვარე მეჩვენებოდა. მაშინ, როცა სამყარო ერთი იყო, მაგრამ დრო იმდენი რამდენიც გენებოს.

  ამ დროს მე კი მჯეროდა! მჯეროდა წაქცეული დროის ღირსების. მჯეროდ შავ-ბნელ მორვეში მოცურავე ქალთევზის არსებობის. მჯეროდა, რომ ის ამ სამყაროს განუყოფელი ნაწილი იყო.

   მე ახლა შენ მოგიყვები ისტორიას.

  მოდი მე მას ქალთევზას დავარქმევ. არა, იქნებ ბნელი სამყაროს პრინცესა მეტად ყოფილიყო, მაგრამ დავაფასოთ ფერადი დღეების ნათელი დრო.

  ბოლოს მითხრა, რომ: უკვდავი დედამიწაზე არავინა ყოფილა და არც ის იქნებოდა გამონაკლისი.

ამ დღიდან, ამ წამიდან მეშინოდა სიმსივნის. მეშინოდა, რომ ისევ ვიღაცა ჩახსნიდა ხიდს და გადაცურავდა ოკეანეს.

  განა მასაც სიცოცხლე ჰქონდა მობეზრებული. არა, უბრალოდ არა.

   გსმენია წყნარი ოკეანის სევდაზე? არა, ალბათ არ გსმენია. წყნარი ოკეანის სევდა მთელი სამყაროს სევდას უდრის. ჩემთვის კი მთელი სამყარო მას უდრიდა.

  გსმენია აგიზგიზებულ ციცხლში ანთებულ შუქზე? იცი როგორ ღელავს? მისი ღელვა, რომ სამყაროს უდრის ისე.

  გსმენია ბრძოლაზე, რომელიც მხოლოდ მარცხით სრულდება?!

 იციი? თურმე არსებობს ბრძოლა, რომელსაც გამარჯვება არ აქვს, მხოლოდ იმიტომ რომ მას ცხოვრება  ართმევს გამარჯვებას.

  შენ ხომ რაც, როგორც, რანაირადაც არ უნდა გააკეთო სიკვდილს ვერ შეებრძოლები.

დრო , საათი, წუთი, წამი და უცებ ფეთქდება სული. განა მე მსურდა აფეთქებული ვარსკვლავების ყურება. განა მე და შენ ასეთი უძლურნი ვიყავით. იქნებ სულაც ცხოვრებას არ ჰქონოდა ამის სურვილი. ბოლოს რა ვიფიქრე? დავიჯერე, რომ ღმერთს იმდენად ძლიერ ჰყვარებიხარ, რომ ასე ადრიანად მიგიწვია თავისთან.

    ათას მოელვარე ვარსკვლავთ შორის ერთი ბრწყინავდა, ისიც ჩამქრალი შავი ლაქით. უკიდეგანო სიცოცხლეთა შორის შენ უფრო მეტად დასჭირვებიხარ.

  სამყარო არ ყოფილა ერთი შეხედვით დანახული მზე, არც დღის შუქი. სამყარო ერთია, თუმცა შვიდი მომაკვდინებელი გრძნობით. იმდენივე სასწაული ადამინო რამდენიც არსებობს ადამიანი .

  და იცი? ის წავიდა, სიმსივნემ ის დაამარცხა, მე მან დამამრცხა და საბოლოოდ ისევ გამარჯვებული სიკვდილია.

  არასდროს ღამე არ სად არ მიდის, მე შენ ჩვენ და დიახ თქვენ გაურბიხართ ღამეს, მხოლოდ იმიტომაც რომ მონატრებულ ხალხზე ფიქრები ცოცხლად გკვლავს და დიახ მზე გფარავთ, მაგრამ ისეთივე ყალბია მისი სხივები, როგორც სიცოცხლე წამიერი.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!