fbpx

საქართველომ აფხაზებსა და ოსებს „უკეთესი მომავლისკენ ნაბიჯი” შესთავაზა

0

სამშვიდობო ინიციატივის მიზანია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტები და მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირის ქვეყნებთან და საზოგადოების რეინტეგრაცია.

,,მნიშვნელოვანი მიმართულებაა გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისება, გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით. ვაჭრობა და საერთო ეკონომიკური ინტერესი არის მშვიდობის ყველაზე მყარი წინაპირობა. გარდა ამისა, ეს ემსახურება ადამიანების კეთილდღეობის ზრდას და მათთვის ცხოვრების ღირსეული გარემოს შექმნას“ – ნათქვამია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებაში.

როგორც აფხაზეთისა და ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაზე ამბობს,ინიციატივის წარდგენამდე სამინისტროს წარმომადგენლებს ჰქონდათ შეხვედრა სხვადასხვა ჯგუფებთან სოხუმიდან და ოსეთიდან. ,,ჩვენ მათთან შეხვედრის შემდეგ ბევრი დეტალი ამოვიღეთ/ჩავამატეთ სწორედ მათი ინეტერსების გათვალისიწნებით“. მაგრამ კონკრეტულად რომელი დეტალები, ამას სამინისტრო არ ასაჯაროვებს.ინიციატივის მთავრი არსია, ვაჭრობის განვითარება და თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირის ქვეყნებთან, მაგრამ ეს შეთავაზება აჩენს კითხვას: რატომ უნდა ვივაჭროთ აფხაზებთან და ოსებთან? რა შედეგს მოგვცემს ეს?

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის ვახტანგ ჭარაიას შეფასებით, აფხაზებთან და ოსებთან ვაჭრობა დიდი შედეგის მომტანია. ,,გამყოფი ხაზების გასვრივ ვაჭრობის განვითარება შექმნის ასეულობით სამუშაო ადგილს,პროცესში ჩართული მოსახლეობის შემოსავლები მნიშვნელოვნად მოიმატებს. მიუხედავად იმისა,რომ ვაჭრობა დღესაცაა,მას შეზღუდული სახე აქვს და მისი გამარტივებით  მოსალოდნელია სწორედ ცხოვრების დონის ამაღლება.“

სამშვიდობო ინიციატივა თავისი შინაარსით და მიზნებით საინტერესოა, მაგრამ არის სრულყოფილი ეკონომიკური გათვლების თავლსაზრისით? ინიციატივას ,,მთავარ გასაღებს“ უწოდებს ვახტანგ ჭარაია. ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ საინტერესო და არსებითად მნიშვნელოვანია. მაგრამ ამ ეტაპზე მას აკლია კონკრეტული გათვლები. დოკუმენტში არ არის ნათქვამი, რამდენი პროცენტით გაიზრდება შემოსავალი,დასაქმებულთა რაოდენობა,რამდენად შეუწყობს ხელს ქართულ ექსპორტს/იმპორტს. ჩვენ უკვე ვმუშაობთ გათვლების დამატებაზე და რამდენიმე თვეში დოკუმენტი მიიღებს სრულყოფილ სახეს.“ ეკონომიკურ გათვლებთან ერთად,საჭიროა ფიქრი იმაზეც,თუ რამდენად აკმაყოფილებს აფხაზური და ოსური პროდუქცია საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს. როგორც,თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრში აცხადებენ,აფხაზური და ოსური პროდუქცია ფიზიკურად ვერ უპასუხებს ბაზრის მოთხოვნებს. ,,ვერ დააკმაყოფილებს აქაური პროდუქცია     ევროპულ სტანდარტებს, არა იმიტომ, რომ ვერ გაუძლებს ხარისხის სტანდარტს, არამედ იმიტომ, რომ შესაბამისი სერტიფიკატების მოპოვების მაკონტროლებელი მექანიზმი არ მუშაობს. ჩვენ ამ ინიციატივით ვთავაზობთ მათ ახალ შესაძლებლობებს, თუ როგორ შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნებში  პროდუქციის გატანას“- ამბობს ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია.საქართველოში დადებითად აფასებენ სამშვიდობო ინიციატივას და იმედი აქვთ,რომ დოკუმენტი წარმატებით იმუშავებს. ზვიად ზვიადაძის თქმით,აფხაზი და ოსი მოსახლეობა მას მიიღებს, რადგან ,,ნორმალური ცხოვრების სურვილს ვერაფერს დაუპირისპირებენ.“ მისივე თქმით, მაშინ,როდესაც ეს შეთავზება რეალურ ქმედებაში გადაიზრდება,შედეგს აუცილებლად მოგვცემს.“ კონკრეტული დრო არ არის განსაზღვრული, როდიდან დაიწყება ინციატივის განხორციელება და პირველი ნაბიჯების გადადგმა, თუმცა საკანონმდებლო ცვლილების დამტკიცების შემდეგ ეტაპობრივად დაიწყება.დოკუმენტს ,,მორიგ ხრიკს“ უწოდებს აფხაზი ჟურნალისტი და რედაქტორი, ექპერტ-ანალიტიკოსი ინალ ჰაშიგი. ,,ეს ინიციატივა არ იმუშავებს. მიუხედავად იმისა,რომ ბევრი კარგი დეტალია. აფხაზები არ აპირებენ მიიღონ ეს შეთავაზება. მათი უპირველესი მოთხოვნა არის გაუქმდეს ,,კანონი ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ“. მე ეს თბილისის მორიგი  ხრიკი მგონია.“ მაგრამ, სამართლებრივი კუთხით, ამას ,,აბსურდს“ უწოდებს საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ლანა ლაგვილავა. ,,გამომდინარე იქიდან, რომ ამ კანონის არსებობა რუსეთის მიერ ოკუპაციით არის განპირობებული, დღევანდელ ვითარებაში მისი გაუქმება აბსურდი იქნება. ის ნორმები, რომლებიც შეეხება საზღვრის კვეთას, აფხაზეთში- ზუგდიდან, ხოლო ცხინვალში- გორიდან გადიხარა. ესაა ყველაზე მთავარი არგუმენტი,რომელიც ამართლებს ამ კანონის არსებობას.“

ვაჭრობა დღეისთვის ფაქტობრივად აკრძალულია აფხაზეთთან და ოსეთთან დე-ფაქტო ხელშეკრულების გამო და ორივე ოლქი არის რუსეთის მხრიდან ოკუპირებული. ზვიად ზვიადაძეს უჭირს შეაფასოს რუსეთის პოზიცია და ფიქრობს, რომ ხელის შეშლას ეცდება. ,,მდგომარეობა საკმაოდ რთულია და მძიმე. რუსეთს ნეიტრალური პოზიცია უჭირავს,მაგრამ პრეზიდენტის განცხადებებიდან თუ ვიმსჯელებთ, აუცილებლად ხელს შეუშლის დოკუმენტის ქმედებაში გადასვლას.“ მიუხედავად არსებული წინააღმდეგობებისა და რუსეთის ბუნდოვანი პოზიციისა, მაინც საჭიროა ,,ნაბიჯის გადადგმა უკეთესი მომავლისკენ“,რათა მოხდეს საზოგადოების რეინტეგრაცია.“ ეს ანალიტიკოს ვახტანგ ჭარაიას აზრია. ,,პერსპექტივის მისია პირველ რიგში სავაჭრო კავშირების გააქტიურებაა. საზოგადოების რეინტეგრაციისთვის სწორი, კომპლექსური მიდგომაა საჭირო, რომლის მთავარი ნაწილი ვაჭრობის კუთხით მხარდაჭერაა.“ერთი მხრივ კარგია, როდესაც საქართველოს ხელისუფლება აანალიზებს ქვეყანაში არსებულ კონფლიქტურ მდგომარეობას და სავაჭრო ურთიერთობების განვითარება ერთ-ერთ მთავრ პრიორიტეტად მიაჩნია, მაგრამ თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს ზუსტად გათვლილი და შედეგზე ორიენტირებული.

ავტორი:

ეთო ბიქოშვილი, ჟურნალისტი

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!