ყრილობა
რაც თავი მახსოვს ადამიანთა ყრილობებზე დასწრება არ მიყვარდა ხოლმე, მაგრამ რა ვქნა უფალი ჩემი თუ მიბრძანებდა მის სიტყვას არ გადავუხვევდი. იმ წელსაც იქ ვიჯექი ადამიანებს შორის, ისინი როგორც ყოველთვის ვერ მხედავდნენ, თუმცა კი საკმარისი იყო გონებისთვის ოდნავი გული დაეყოლებინათ რომ დავენახე. როგორც მივხვდი მწერალთა ყრილობა იყო მაგრამ ლექსების ნაცვლად მარქს, ლენინს, სოციალიზმის, ღალატსა და ცენზურის დარღვევას ახსენებდნენ. ერთი ჯერ კიდევ ახალ წვერ-ულვაშ აყრილი ახალგაზრდა, არავის ლაპარაკს, რომ არ აცდიდა, აგზნებული ხმამაღლა გაჰკიოდა:
,, მიუღებელია ასეთი პოეზია რომელიც სოციალზმის არ ეხმიანება!!, განა ლექსი დაწერილი ასე გაუგებრად, მშრომელი ადამიანის ნაცვლად რაღაც წარუმალ გრძნობებს, რომ ეპოტინება ფურცლის დახარჯვის ღირსია. მერედა თან ხალხმაც რომ აიტაცა განა საზოგადოების მოშხამვა არ არის ეს, ეს ღალატია და მე თუ მკითხავთ ჩვენი “მითომ ვითომ” პოეტი არამარტო გაგდების არამედ მეტის ღირსიცაა, ისიც და მისი მომხრეებიც,, ამ სიტყვების თქმისას ახალგაზრდა ბოროტად გაკვესებული თვალებით მზერას ესროდა ხოლმე მის მოპირდაპირედ მოკრძალებით მჯდარ მოხუც კაცს. მახსოვს როგორ გამაკვირვა ამ კაცის სიმშვიდემ,რაც ესოდენ უცხო იყო ადამიანთა მოდგმისთვის, რომელთაც კაცის მოკვლა არასწორი შემოხედვისთვისაც შეეძლოთ. კაცი ბოლომდე მშვიდად უსმენდა მისკენ მომართულ სალანძღავ სიტყვებს, ბოლოს მისი მწერალთა რიგებიდან გარიცხვის საკითხი დაისვვა, რასაც ყველამ ერთპიროვნულად დუმილით დაუჭირა მხარი . მეგონა ამით დასრულდებოდა მაგრამ უეცრად ახალგაზრდა კვლავ წამოიჭრა ფეხზე და მოითხოვა ნაწერები აქვე და ახლავე უნდა დაიწვასო. აქ კი კაცს მზერაში გრძნობა გაუკრთა, რომელიც იმედგაცრუებას გამოხატავდა. ახალაგზრდა სხვების პასუხს არც დაელოდა ნაწერები პომპეზურად ხელში აიღო და ,,დიდება სოციალიზმის,, შეძახილით ცეცხლს მისცა . ახალგაზრდას სიტყვებსა და საქციელს არავინ გამოხმაურებია, ყველანი იმდენად შეაძრწუნა ამ სცენამ ხმაც ვერ ამოიღეს. ახალგაზრდა ც დაიბნა, სახე გაუწითლა, თითქოს მანამდე რაღაც ბოროტი ძალებით იყო შეპრობილი. მოხუცს გახედა, მის სიმწრით ანთებულ თვალებს ვეღარ გაუძლო და ზურგი შეაქცია.
კაცმა მზერა ახალგაზრდიდან ისევ ცეცხლზე გადაიტანა, ცეცხლს ისეთი უყურებდა თითქოს შვილს უწვამენო. ქაღალდი იჭმუჭნებოდა, იდრიკებოდა, ცეცხლის მწველი ალებმა მალე ყველაფერი ნაცარტუტად აქცია.
მაშინ კი კაცი წამოდგა და უხმოდ დატოვა ოთახი. დარბაზში ყველამ მზერა გააყოლა დინჯად მიმავალ კაცს იცოდნენ,რომ უკანასკნელად ხედავდნენ, რადგან მისი ციმბირში გაგზავნის ბრძანება უკვე მიღებული იყო. ამის შემდეგ რაც მოხდა არავინ წარმოიდგენდა, უეცრად საშინელმა ხმამ გაარღვია სიჩუმე კალიდორიდან კივილი მოისმა, ყველანი გარეთ გაცვივდნენ, კაცი კიბეების ბოლოს იწვა საკუთარი სისხლის გუბეში, შიგ გულში დაეხალა ტყვია, თვალები ჯერ კიდეც ღია ჰქონდა . მას მერე დიდი ხანი გავიდა, ჩემი საქმიანობა ახლა უკვე გარდაცვლილების იმ ქვეყნად გაცილებაა. იმ დღეს ვიღაც მოხუცი კაცის სულის წაყვანა მქონდა დავალებული, მოხუცი ღამის 10 საათზე უნდა გარდაცვლილიყო. მე ჩვეულებისამებრ მივედი მისამართზე. მდიდრულ სახლში შევედი მეგონა ამხელა სახლში სხვებიც იქნებიან მეთქი, მაგრამ არავინ ჩანდა მხოლოდ მოხუცის სხეული შევნიშნე სარეცელს პირქვე დამხობილი, სულიც იქვე იდგა, რომ დამინახა არ შეშინებია უხმოდ გამომყვა. ნახევარი გზა უკვე გავლილი ქვონდა, რომ უეცრად შემობრუნდა და მკითხა ,,და ის, ის სად არის?,, მე დავიბენი და ვკითხე ,,ვინ ის?,, მოხუცმა ნეწყვი გადაყლაპა და აცრემლებული თვალებით კიდევ გაიმეორა ,, მე რომ მოვკალი??,, აშკარა იყო სახელის თქმას ვერ ბედავდა, ამიტომ ბრძანების ფურცლებს ჩავხედე, მოხუცი ყრილობაზე მყოფი ახალგაზრდა აღმოჩნდა . გაკვრივებულმა შევხდედე და ვუთხარი ,,ის ღმერთან არის,,. ჩემმა სიტყვებმა მოხუცი დაამშვიდა და მერე კი ისევ აღელვებულმა იკითხა,, ვნაახავ??
– ,,თუ მასაც ენდომება ალბათ კი,,
,,ნეტავ მოინდომოს,,
-განა რათ გინდა რომ მისი ნახვა?
პატიება უნდა ვთხოვო.
-ამდენი ხნის მერე,?
კი ამდენი ხნის მერეც.