“თვითრეალიზაციის კვალდაკვალ”

მე არასდროს არ ვყოფილვარ შიგნით ასე მშვიდი,

მდუმარებით შემოსილი ფორიაქის გიდი,

ქარიშხალი რომ მიჰყვება ანარქიის პირმშოს,

ქაოსია სამყაროში რომელიც რომ ითხოვს:

მაშ შეიცან თავი საკუთარი,

მოიშორე ზღვრული ნება, მოჰკალ ძველი ტყავი,

 დაიბადე დიდებაში – ახალ სიცოცხლეში,

მოწყდი ტვირთებს და ამაღლდი მარადიულ ტბაში…

მითხარ ძმაო ეს რა არის ? სხეულია მოკვდავთ სამარეში ?

რომელიც რომ კავშირშია წუთისოფლის გარსში ?

და რა არის ეს სიცოცხლე? ჩაკეტილი წრებრუნვა ?!

არა, არა, ეს იმაზე მეტი არის ვიდრე, დუნე არსია,

მაგრამ ადამიანისთვის სიცოცხლეც კი ფარსია,

მიისწრაფვის ზღვრული ნებით, სტაგნატური ცხოვრებით,

მოჭიდებას ყველგან ეძებს, თავს იფერხებს გონებით,

ბევრისათვის კარგად უთქვამთ დაემალე ცხოვრებას,

მაგრამ დამალვისათვის არვინ გაძლევს ქონებას…

მაშ ვიხარი და ვისწრაფვი  თავის-უფალ არსშია,

ნების განსასაზღვრია ის რაც ჩემ გარსშია…

facebook კომენტარები
Choose your Reaction!