მივდიოდი წვიმაში და მოგონებები კადრებით ჩნდებოდა. ერთს მეორე მოსდევდა, მეორეს მესამე და ასე გრძელდებოდა პირველი დღიდან მოყოლებული უკანასკნელ დღემდე. თავბრუ დამეხვა, მოზღვავებულ ემოციებს ვეღარ ვუძლებდი. იქვე სკამი შევამჩნიე და მოწყვეტით დავჯექი. მოგონებები არ ჩერდებოდნენ და ისევ ერთმანეთს ცვლიდნენ. ბუნებაში მხოლოდ წვიმის ხმა ისმოდა. ახლა იმის მაგივრად, რომ ბუხართან თბილად ვიჯდე, წიგნით ხელში გარეთ გამეფებულ სიცივეში ვზივარ და წარსულს ვიხსენებ. უცებ ნაცნობი ხმა შემომესმა, მივიხედე და ალექსი დამხვდა.
-გაგიჟდი,აქ რას აკეთებ გინდა გაცივდე?- საყვედურით მითხრა მან
-უბრალოდ მარტო ყოფნა მინდოდა -ვუასუხე მე
– რა ხდება? ხომ იცი ყველაფერი შეგიჯა მითხრა!-მითხრა მან და სახეზე დაკვირვებით შემომხედა აშკარად ყველაფერის თქმას ელოდა
-დღეს “ის” ვნახე! სულ სხვანაირი იყო. არა გარეგნობით იგივე მარა თვალები სულ სხვანაირი ჰქონდა. მისი თვალები აღარ იყო ისეთი როგორიც მე შემიყვარდა.- ვუპასუხე სევდანარევი ღიმილით
-მგონი ისევ გიყვარს და იმედგაცრუებული დარჩი გასხვანაირებული, რომ ნახე- მიპასუხა ალექსმა
-მისმინე, ,,მე დავუშვი ერთიდაიგივე შეცდომა ოთხჯერ, მაგრამ არცერთხელ არ მინანია და არც ვინანებ ალბად… მე ყოველჯერზე ვიცოდი ამ ნაბიჯის გადადგმას რა შედეგები მოყვებოდა, ვიცოდი ბოლოს რით დასრულდებოდა. მაგრამ კი იყო ის შეცდომა?! არამგონია! ეს შეცდომა ყოველჯერზე უფრო და უფრო მეტს ბედნიერებას მანიჭებდა. უფრო და უფრო მიყვარდებოდა ის ადამიანი ვისთანაც ვუშვებდი ამ ,,შეცდომას,, მიყვარდებოდა იმ დონემდე რომ თვეების მერეც კი მასზე ფიქრი არ მშორდება და თან მსდევს ყოველ წუთს… რამდენჯერ მიფიქრია, რომ დაბრუნდეს როგორ მივიღებ? პასუხი კი ერთი და იგივეა. მე მას მივიღებ ისეთს როგორიც არის. კვლავ გავაგრძელებ იგივე შეცდომის დაშვებას მიუხედავს იმისა, რომ ვიცი რაც მოხდება ბოლოს. მაგრამ მე ეს მაშინებს? არა, არ მადარდებს დასასრული! რადგან ვიცი დასასრულამდე ულამაზეს და უბედნიერეს მომენტებს მაჩუქებს. მე ბევრჯერ ვცადე მისი დავიწყება და გადაყვარება, მაგრამ უშედეგოდ. მე მხოლოდ ის მიყვარს.” ამ სიტყვებს მოისმენდი ჩემგან დღეს დილამდე. მე ყოველთვის მზად ვიყავი მისთვის მეპატიებინა, მაგრამ ამას აღარ ვიზავ. ის უკვე სულ სხვა ადამიანია, სულ სხვა გზებით დადის. მე ჩემი გზა ვიპოვე და ამ გზით ვივლი მუდამ. არ ვამბობ, რომ დავივიწყებ. არა მე ის მემახსოვრება, მემახსოვრება ყველა მოგონება რაც მასთან მაკავშირებს. უბრალოდ ამ მოგონებებს ზღაპრის სახით მოვუყვები მომავალში ჩემს შვილებს. მე აღარ დავკარგავ დროს იმ ადამიანზე, რადგან დრო არასდროს არის საკმარისი იმისათვის რომ ნაყოფიერად გამოიყენო. დრო ნაყოფიერად უნდა გამოიყენო მათზე ვინც ამას იმსახურებს.