fbpx

მარიონეტის გამოღვიძება

0

  დიახ,ხშირად ხდება ისეც ,რომ ჩვენ მარიონეტს ვემსგავსებით და დამოუკიდებლად სუნთქვაც კი გვავიწყდება.უკვალოდ ქრება რწმენა ,გვავიწყდება ნაბიჯის გადადგმა და უსულოდ ვენარცხებით მიწას.გვავიწყდება წარსულის მოგონებები ,რომლებიც ერთ დროს გვავცოცხლებდა და გვაიმედებდა.მეხსიერებიდან ქრება მომავლის იმედი და სამუდამოდ ვიკეტებით ოთხკედელშუა სადაც ჩვენს სამყაროს ვქნით,სამყაროს სადაც არავის ვუშვებთ და თუ ვინმე დააპირებს…თუ ვინმე გაბედავს ….ამ ზღურბლზე ნაბიჯის გადადგმას და შეძლებს შავ სამყაროში შეაბიჯოს ,რათა გამოგლიჯოს მსხვერპლი სიბნელეს და ჯოჯოხეთურ სურათებს ხელებიდან აი,ეს ადამიანი მზის სხივივით გააქრობს ამ მარიონეტის გარშემო სიბნელეს და  ჩაბუდებულ,შიშს, ტკივილს  მწუხარებას,იმ იმედგაცრუებას რომლის ხელმეორედ  განცდა სამუდამოდ გაანადგურებს მარიონეტს.გაქრება მისი გულში არსებული დიდი კედელი, რომელიც აღმართა ერთ დროს და მის ადგილას გაშენდება  ედემის ბაღი.ბაღი სადაც კვლავ იკაშკაშებს და იზეიმებს გრძნობათა ულევი ზღვა მათ კი სათავეში დედოფალი ჩაუდგება .დედოფალი სახელად,სიყვარული………..სიყვარული კი დააბრუნებს იმ გამქრალ იმედის ნაპერწკალს, რომელიც გულის და გონების სიღრმეში მცირედ, მაგრამ მაინც კიაფობდა და ელოდა თავის მსგავს და ამავე დროს თავისზე ძლიერი ცეცხლის ალს ,რომელთა შეერთებითაც ქვეყნიერებას ხანძარი მოედებოდა.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!