როდესაც ბიძა გერმანიაში წავიდა სამუშაოდ, ყველა მოღუშული იყო. დედას ვატყობდი, რომ ძალიან ენატრებოდა და ტელეფონით დიდხანს საუბრობდნენ, მაგრამ ყველაზე საშინელ მდგომარეობაში ბებია იყო. ერთ პარასკევს, როდესაც მას ვესტუმრეთ, ცხელ-ცხელი კერძები დაგვახვედრა. იმდენი იყო, რომ მაგიდაზე არ ეტეოდა.თავიდან ვიფიქრე, რომ მოუნდა და მიტომ გაეკეთა ამდენი-მეთქი, მაგრამ სინამდვილეში დარდის გასაფანტად გააკეთა. ჩვენ მადიანად შევუდექით საკვებს, მაგრამ ბებია ერთ ქათმის ბარკალს მიჩერებოდა ისე, რომ თვალიც არ დაუხამხამებია.
-ბებო ქათამი არ გინდა?-ვკითხე.
-არა ბები, ჩემი შვილი არ ვიცი რას ჭამს და მე ლუკმა, როგორ ჩამივა პირში.
facebook კომენტარები
