ღმერთია ყოვლის მოწამე, ბევრი ვატარე დღენია,
საგნოსოფიის წიაღში მე შევიქმენი ღრჭენია,*
შევქმენი კარგი სისტემა, სულ მუდამჟამსო მჭევრია,**
ბევრ ლაპარაკსო ჩვეული, არ გეგონოთო ღრენია.
სწავლა არასოდეს სრულდების? მუდამ ჩვენთანა მყოფელი,
გარდაიქმნების გვეძლევის, სიბრძნე სიბრძნეთა მპყრობელი;
მართველობისა ჟამისა, ბევრია ცოდნის მგმობელი,
ასრე წარიტაც სამყარო, ცოდნით იქმნოდეს სოფელი.
შემეცნების მიჯნურობა, არსო ყოვლისა არსისად,
ცოდნას ითვისებ მშვენდები, მაშ მაღლდებიო ყოვლისად,
არსთა მქონეთა დონემდის, იქმნოდე შენსა ბედისად,
მაშ იკაფვოდის ყოველი ცოდნით მკაფაველი მახვილსად;
*ღრჭენია-ორატორი
**მჭევრი-მჭერმეტყველი
