fbpx
0

•••

მახსოვს ის დღეები, როდესაც ყინულივით ცივი ვიყავი. ჩამოქცეული, როგორც ცა. მთელს სხეულში ცრემლის ნიაღვარი მიედინებოდა. იმ დროს ვსეირნობდი როდესაც წვიმდა, რადგან მაშინ ის ვიყავი ვინც რეალურად ვარ. წამწამები დანამული მქონდა ისე, როგორც წვიმის შემდეგ ბალახს. 

შენ გახსოვს? შემიძლია გაგახსენო. ერთხელ, როდესაც შენ წახვედი, გონებაში ფიქრის ტალღები ძალიან ხმაურობდნენ. ყველაფერი  ერთმანეთში ირეოდა, ქაოსი იყო. იმ ღამეს არაფერი მესმოდა გარდა ჩემი ფიქრებისა. მინდოდა, რომ ჩემი გაგეგო. მაგრამ,ამის სანაცვლოდ, შენ წახვედი. 

იმ დღის შემდეგ სულში წვიმებია.

ის დღეებიც მახსოვს, როდესაც შენს ზღვისფერ თვალებს ვხედავდი. როდესაც შენს სულთან ახლოს ვიდექი. 

შემოდგომისას, როცა ყველაფერი ფერს იცვლის, მეც შევიცვალე.

ყოველთვის დარჩენა მინდოდა, შენც დარჩენას გთხოვდი.

მაგრამ, ახლა მინდა ყველაფერს გავექცე, გავრბივარ, მაგრამ არ ვიცი სად უნდა წავიდე.   შენი თვალების გარდა სხვა მისამართი არ მაქვს. 

მახსოვს, სული ტკივილებს ვეღარ იტევდა. ისიც მახსოვს, როგორ ვათენებდი ღამეებს ფანჯარასთან შენს მოლოდინში. მაგრამ, არსად ჩანდი. მინდოდა ერთხელ მაინც მენახა შენი მიწისფერითმა. 

ადრე, ისევე როგორც ახლა, ვდუმდი. დაბრუნდი და გეფიცები, ყველაფერს მოგიყვები. 

იყო დღეები, როდესაც მინდოდა ვყოფილიყავი თავისუფალი, როგორც პეპელა. ის პეპელა, რომელსაც რამოდენიმე დღის სიცოცხლე აქვს. 

ზოგჯერ მინდოდა ვყოფილიყავი ბავშვი, რომელსაც არაფერზე ფიქრი არ უწევს. 

ყოველთვის მინდოდა საერთოდ”არ ვყოფილიყავი.”

მახსოვს ის დღეები, როდესაც მტკიოდა. 

და შენ?..

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!