fbpx

ცარიელი სხეულების ნავსადგური

0

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა გრძნობებს აყოლილმა ნაადრევი გადაწყვეტილება მივიღე. თბილი მოგონებები არასდროს მქონია.  სიმკაცრეს შეჩვეულმა მეც შევწყვიტე გრძნობების ფრქვევა. გულის სიღრმეში მეც პატარა ბავშვი ვიყავი, რომელსაც უჭირდა თავისი აზრის გამოხატვა, თავის გრძნობებზე საუბარი. ზედმეტად რბილი,  სხვის ცრემლებს ჩემი  მერჩვნა ხოლმე. არ ვიყავი ადვილი ადამიანი და როცა მე მოვისმინე სიტყვები „შენ ცარიელი სხეული ხარ“ უფრო მეტად დამარწმუნა იმაში, რომ ალბათ მონსტრი ვიყავი. ჩემკენ დახმარების ხელი არასოდეს გამოუწვდიათ, რადგან ფიქრობდნენ რომ არ მჭირდებოდა, ჩემი გარეგანი სახე არწმუნებდათ, რომ მე დამოუკიდებლობა კარგად გამომდიოდა.

და როცა ყოველგვარ ზღვარს გასცდა უთანხმოება ჩემსა და ქმარს შორის მან პირველად დამარტყა ხელი.

თავი არარაობად მიმაჩნდა.  ვხვდებოდ რომ არავის ესმოდა ჩემი ან მე არ ვიყავი საკმარისად კარგი, რომ გაეგოთ ჩემთვის.  ქმართან ან ოჯახთან საერთო ენის გამონახვა ხომ შეუძლებელი იყო. მე სხვა ენაზე ვსაუბრობდი, ისინი სხვაზე. მაშინვე შევიზიზღე ყველა და საკუთარი თავიც. ურთიერთობა საერთოდ გაცივდა და უკვე აღარც მე ვთმობდი რამეს. სამუდამოდ ჩაიკეტა ჩემი შინაგანი მე მისთვის.

და ჩემი სიჯიუტე, რომელიც თან სდევდა ხოლმე ჩემს საქციელს საბაბს აძლევდა მას რომ ისევ ეძალადა ჩემზე.

ეს იყო გაუსაძლისი…

ყოველი დღე ნაცრისფერი…

უაზრო

უსიცოცხლო

გაუებარი

და როცა ერთ ღრუბლიან საღამოს ტაქსი გავაჩერე, ხიდზე წავედი. არ ვიცი რამ მიბიძგა ამ ყველაფრისკენ, მაგრამ მიძახდა რაღაც და მეც მივყვებოდი ბრმად.

ყველაფერი ერთიანად მატანს და მინდა დავიცალო ამ შეგრძნებისგან, მინდა უბრალოდ სიცარიელე დარჩეს სხეულის შიგნით.

იპოვეთ…

იპოვეთ ისინი,

ვინც გაგიგებთ

რომლებსაც ეყვარებით

არ მიგატოვებს

ვისთანაც იქნებით ის, ვინც რეალურად ხართ.

დეკემბერი იყო …სუსხიანი.

ცარიელი სანაპირო…

უგრძნობი სხეული და ცივი ზღვა

და იმ დღეს ერთიანად გათავდა ყველაფერი.

-მე მომკლეს.

-მე გამაუპატიურეს.

-მე დამაშინეს.

-ჩემზე იძალადეს.

-მცემეს.

-უმოწყალოდ მომექცნენ.

-დამაშანტაჟეს.

-მაიძულეს.

-არ მომისმინეს.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!