მტკივნეული გრძნობაა, როცა ხვდები, რომ ის ვისაც შენი სუნიც კი უყვარდა და ვისაც მუდამ სჭირდებოდი სამუდამოდ წავიდა…
დაგტოვა უამრავ მოგონებასთან ერთად იმედგაცრუებული…
თითქოს ამ დროის განმავლობაში ნიღაბი ეკეთა და ახლა მოიხსნა. ის ვინც ყოველდღე სასიამოვნო მომენტებს გჩუქნიდა და სახეზე ღიმილს გგვრიდა სრულიად სხვა ადამიანი აღმოჩნდა…
შენივე გამოგონილი ქმნილება, რომელიც მხოლოდ შენს წარმოსახვაში ცხოვრობს. ბოლოს კი გააცნობიერე, რომ არასოდეს უარსებია სინამდვილეში…
მასში, რაღაც განსაკუთრებულის ძიებაში დაგავიწყდა, რომ ყველა და ყველაფერი ყალბია.
ის ყველაზე დიდი სიყალბე იყო…..
მისი სიტყვები მის ქმედებებს არ დაემთხვა, რაც მტკივნეულია….
საკუთარ თავთან ჩხუბობ თუ როგორ აგირია ბავშურმა წარმოდგენებმა თავ-გზა, როგორ ადიდებდი და აკერპებდი მას. შეურაცყოფილი ხარ. გულში ბოღმებს და შურისძიებებს ინახავ. ნიჰილიზმი გკლავს, რომელიც პერიოდულად გაშტერებს.
მონატრების ტკივილი ყველაზე ძლევამოსილ და უგულო არსებასაც კი ძირს დასცემს….
ამ დროს გარშემო თვალდაუხუჭავად ბნელა. ისე ბნელა, რომ სხეულში აღწევს და დაძინებასაც ვეღარ ახერხებ.
წვავ ყველა მის ფოტოს, რომელშიც დაუვიწყარი წუთებია აღბეჭდილი. წვავ მის მიერ ნაჩუქარ ნივთებს და სანაგვეზე ისვრი. გულის სიღრმეში აანალიზებ, რომ თურმე ამ ადამიანს საერთოდ არ იცნობდი. ყოველდღე საწოლიდან ადგომისას იაზრებ რა ერთფეროვნებაა მის გარეშე. ერთდროულად გეზიზღება და გიყვარს ერთად ჩადენილი საქციელები. ვერ იტან იმ ადგილებს, სადაც ერთად დადიოდით და ერთობოდით. ვერ იტან იმ ადამიანებს, ვინც მან გაგაცნო, რადგან ისინიც მის თავს გახსენებენ. გეზიზღება ის დღე, როცა იგი გაიცანი. გეზიზღება საკუთარი თავი, რადგან დამარცხდი.
ბოლოს, უკვე არ გინდა დადგეს ხვალ, რადგან ის ვინც გუშინ შენთან იყო აღარასოდეს დაბრუნდება.
