უცნაურად მშვიდი იყო ნავსაყუდელი, მეც უცნაური სიმსუბუქის შეგრძნებით დავდიოდი თბილისის ქუჩებში. რამდენიმე წელიწადში ერთხელ, გამოერევა ხოლმე თითო-ოროლა ისეთი უცნაური დღე, როდესაც სიმძიმის და დათრგუნვის მიღმა, თითქოს არ არსებული, მონატრებული და მიუდგომელი თავისუფლების შეგნებამდე მივდივართ. პაწაწკინტელა ეკლესიასთან მოვხვდი, ისეთთან – მრავალგზის რომ ჩამივლია და არც ერთხელ არ შევსულვარ, მაგრამ იმ უცნაურ დღეს ჩემდა უნებურად შევიხედე. ნავსაყუდელშიContinue reading

ძრწიან და გრგვინავენ გამხმარი ზეწრები, გახსოვს? – ჩვენ ერთმანეთს ალერსით ვებრძოდით, ღამეა საპყარი–ვით იასამანი და დაღლილ სხეულებს თაღებად გავმართავთ. ვნება და პათოსი – ა ლ ფ ო ნ ს ი, ა ლ ფ ო ნ ს ი … სულმა კი დაგვნაცრა ობლად და იებად, ეს ვნებაც გაქრება – პ ა თ ო ს ი ც, Continue reading

უცხო სხეული ჩამსხვრეულ მზერით,ჩაწნული მკერდში ლილისფერ ღვედით,გაკრთობს ღვთიური ღაწვების ფერი,რძისფერი წელი – რჩეული ფერი… ეს მონატრება ნაფლეთი შენით,დაკაწრულ ვნებით, სიშმაგით, ჩემით…აცრილ ღიმილზე ალესილ ლერწმით,წვეთწვეთად მჟონავ სიცოცხლის ნერგით… შესვი ნაყოფი წარსულის მსხვერპლის,ტკივილიანი ტუჩების ნერწყვის,მომეცი ნება, სურვილი შენი,სიწითლე ფერთა გამთბობი ხელის. შინდისფერია ეს სუნთქვა ჩემთვის,გავთავისუფლდი უხორცო სევდით… სიყვარულია ლახვარი მხედრის,ანაზდეულად მწვანეა ხვედრი.შენ მაგნოლიას ამსგავსებ მკერდით,ის ხავერდია ნატიფიContinue reading



