შარშან, ზამთრის არც ისე ცივ საღამოს, ჩვენი ქალაქის ამაგდარი ყვითელი ავტობუსით ვბრუნდებოდი ჩემს ქირით ნაშოვნ სახლში, ჰოდა ამავე ავტობუსში ამოვიდა კაცი, ისეთი, სიმაღლისგან და სიდიდისგან რომ ოდნავ მოხრილები არიან (იქნებ ცხოვრებისგან), ეტყობოდა თავის სარგო ტანისამოსს გადაჩვეულიც იყო, ხელი რომ აწია ქურთუკის სახელო ლამის იდაყვებამდე აუვიდა, შარვალიც თითქმის ისეთივე, შუახნის იქნებოდა, მსხვილკალიბრიანი სათვალით, ცოტა თმანაკლულიც.Continue reading

