დედამიწას ეძინა. მუდამ გადატვირთული და ცოცხალი ქალაქის მისტიურ მდუმარებას ალაგ-ალაგ მოდარაჯე ძაღლების ყეფა თუ დაარღვევდა, ისიც იშვიათად. ცა, როგორც ლამაზმანის ყელი მარგალიტებით, ისე იყო მორთული მუშტისოდენა ვარსკვლავებით. მთვარე კი უზამაზარი თვალივით დაჰყურებდა მძინარე ქალაქს და ტკბებოდა მისი მათრობელა ჰანგებით. სადღაც ჭრიჭინა გაფორთხიალდა, გრილმა ნიავმა ბალახის თავთავები გამოაფხიზლა და ერთმანეთშიContinue reading