fbpx
0

სასოწარკვეთილ სხეულთა სუნი,

ფიქრთა ლტოლვილი უმცირესობა,

უმანკოების სპექტრში შესული,

ძლივს არსებული ყოფიერება,

ახალ პერფორმანსს დაგვიდგამს მალე,

გრძნობათა ღელვას ვიხილავთ ყველა,

ფეხის თითიდან გული მშფოთვარე,

კისრის მალიდან ტვინამდე ელავს.

დუღს ყლინჯიანთა სპეტაკი მზერა,

აქ პრეზიდენტსაც დაება ენა.

კულმინაციის დაბურულ ნისლში

ნაიარევმა შემსრულებლებმა

მაყურებლები დაალპო სისხლში,

და პირველ რიგში მჯდარმა ბავშვებმა

შემოჰკრეს ტაში,

შემოჰკრა ყველამ,

სულისშემძვრელი ოხვრით და კვნესით

შემსრულებლებმა დატოვეს სცენა.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!