– როგორ მიპოვე? – კითხა ეთამ ალექსანდრეს და ცივი ყავა მოწრუპა
– განა სხვაგან სად იქნებოდი რო?
– სახლში
– სახლში – დაუდასტურა ალექსანდრემ
– ნუთუ შენთვის გადაშლილი წიგნი ვარ?
– არც მთლად, თუმცა ჰო, 200 წელია გიცნობ და …
– მაინც რატომ მოხვედი? ალბათ ისევ რაღაც უნდა მთხოვო.
– ხელი და გული … უბრალოდ მომენტარე … – ეგო ჰაერში აიჭრა
– გავცურეთ ისევ ფანტაზიებში?
– შენ ჩემი გულისცემა ხარ! ჩემი ინის იანი – ქალმა ცალი წარბი აუწია
– დედა’ დედოფალი ელენა უნდა მოკლა!
– Что? მოგისმენ, რადგან მახსოვს ერთხელ დაბ’დღეზე მომიყვანე აქ და ეს ერთადერთი კარგი მოგონებაა ბოლო 200 წელში
– რაიყო, მაცადე, გადამაყლაპე ორი ლუკმა, მთელი დღეა მშიერი ვარ. – გენერალმა ნამცხვრის ნაჭერი კოვზით მოიჭრა და მერე ქალს უპასუხა
– მარია’მოს უპირებს “მკვდართა მიწაზე” გაგზავნას, სხვა გზა არ არის!
– სულ გადაირიე ხომ?
– სხვანაირ რეაქცია ველოდი
– სულ მთლად გადარეულხარ! მას მემკვიდრე არ ჰყავს ალექს! შესაბამისად თუ მოკვდება ყველა “საბრძანისის უმფროსები” მოინდომებენ ტახტრევანზე შემოჯდომას, შეგახსენებ, რომ დედა’დედოფალი ერთპიროვნული მმართველია, არ ჰყავს არც საბჭო, არც ვინმე მრჩეველი და თან შემდეგი დედა’დედოფალი ვინ იქნება? ვინ უნდა ააჩიოს? შენ? და რა პრინციპით? მესმის, რომ შენი ოჯახის წევრის გადარჩენა გინდა და დაგეხმარებოდი, თუმცა ამის მერე სამოქალაქო ომი დაიწყება და თან უკვდავებს შორის და ეს ძალიან, ძალიან … ძალიან დიდ ხანს გასტანს, ამიტომ დამიჯერე, როცა გეუბნები სხვა გზა უნდა მონახო …
– ცნობისთვის, შენც ოჯახის წევრი ხარ! მხოლოდ იმირომტომ, გვარი ისევ შენი გაქვს, შენც სტიუარტი ხარ, მე თავად მოგნათლე! შესაბამისად ჩვენი ოჯახის წევრი უნდა დავიცვათ! – ამდენი საუბრისგან ეთას პირი გაუშრა და ვიცი ყავა ისევ მოწრუპა
– ასეთი რა ჩაიდინა?
– ნუთუ ამას მნიშვნელობა აქვს ?
– კი თუ სახალხლო სასამართლოს მოვაწყობთ!
– რას?
– მსაჯული ხალხი იქნება და თუ ისეთი არაფერი არ ჩაუდენია მაშინ უსათუოდ გაამართლებენ. უბრალოდ ის დაგვჭირდება, ვინც გაამართლებს
– ჰო, იმდენად კარგი უნდა იყოს, რომ არ წააგოს მაინც! – ეთა დაეჭვდა, როცა ალექსანრე უხმოდ იჯდა და ბრძანებებს არ გასცემდა
– სინამდვილეში დედა’დედოფლის მკვლელობა არც გინდოდა ხომ? აქ იმიტომ ხარ, რომ ლიზი გჭირდება, რადგან ის იდეალური კანდიდატია ამ საქმისთვის
– როგორი გამჭრიახი ხარ …
– და თავიდანვე ეს იყო შენი გეგმა ხომ?
– აქ ცივი ყავის დასალევად ან რჩევის საკითხად ნამდვილად არ მოვსულვარ – თქვა ალექსანდრემ თავმომწონედ
– და არც ვინმეს მოსაკლავად არ იღებ ნებართვას , თუნდაც დედა’დედოფლის
– ცხადია და ახლა როცა ეს საკითხი გავარკვიეთ სხვა დანაჩენი ამბები უნდა მოვიფიქროთ – თვალი ჩაუკრა ალექსანდრემ ეთას, შემდგომ ხელი ასწია და მიმტანს ანიშნა მეც იგივე მომიტანეთ, რაც ჩემს თანამოსაუბრეს აქვსო.
– და როგორი გეგმა გაქვს?
– რა გეგმა?
– ლიზიმ რა უნდა თქვას ისეთი, რომ ელენას აჯობოს?
– სახალხო სასამართლოა, მთავარია არ წააგოს
– კარგად გიცნობ. სხვა გეგმაც გექნება
– თავისთავად. თუ გეგმა არ გაამართლებს, მაშინ მომიწევს ჩავერიო. მარია’მოს ვერ გავწირავ!
– ჩაერიო?
– დიახ. და “დიდსულოვან” ელენას უყვარს “თეატრალნასწები” შესაბამისად ლიზის გვერდით დაიყენებს, როცა აუხსნის როგორ იმართება საბრძანისები და ამ დროს ლიზიში შენ განსხეულდები და ელენას ბოლოს მოუღებ!
– მე?
– თავისთავად ამიტომ ვარ აქ!
– და საიდან მოიტანე რომ გვერდით დაგვიყენებს ელენა?
– რადგან არ იცნობს ლიზის და ჩათვლის რომ უბრალოდ პაიკია ჩემს ხელში
– და როგორ აპირებს ლიზის დაყოლიებას?
– წარმოდგენაც კი არ მაქვს! მაგრამ სანამ რამეს მოვიფიქრებ, დებილობებით გავაბრუებ
– იქნებ უბრალოდ დაელოდო? ელენა, ხომ ორსულადაა, მალე ბავშვს გააჩენს
– და მარია’,ო რამდენ ხანს გაძლებს “მკვდართა მიწაზე”? – თქვა კაცმა და თამბაქოს გაუკიდა.
– მიდი, მიდი, მოსწიე, ჩაგიდგება ძუძუში – წაკბინა ქალმა
– სინამდვილეში ლიზისთვის ხარ აქ, დრო რატომ არ დაზოგე და რატომ პირდაპირ არ მთხოვე?
– რადგან შენ თხოვნებს არ ასრულებ, მხოლოდ ძალაზე გაქ რეაქცია
– დიახ, მაგრამ შემეძლო გამონაკლისის დაშვება შენთვის, რაც თავად არ გინდოდა, რადგან ასე ვალში იქნებოდი რა ჩემთან ერთ დღესაც თავად მოგიწევდა გამონაკლისოს დაშვება ჩემთვის !
– მიყვარს მოაზროვნე ქალები – პასუხი ესროლა კაცმა
– როგორი ოხუნჯი ხარ. უარი რომ გითხრა? არ მინდა მამასახლისის ნაჩუქარი თავისუფლება და სიცოცხლე ასე საეჭვო … ვცდილობდი ერთ სასაათო სარტყელშიც კი არ ვყოფილიყავი შენთან, მაგრამ …
– ვშიშობ არჩევანი არ გაქვს!
– Мне больше 600 лет, прояви хотя бы чуточку чертового уважения! თუ გინდა გაჩვენო ვინ არის ოჯახის უფროსი ჩვენს შორის … სინამდვილეში?
– ამბობს ქალი, რომელიც პირველივე შესაძლებლობისთანავე დამნებდა
– ამბობს კაცი, რომელიც მაშინვე ოჯახის წევრობა შემომთავაზე და მეორე დღესვე მომნათლა, რომ არ გადამეფიქრებინა! – ალექსანდრემ არაფერი არ უპასუხა, ეთამ მოწრუპა ცივი ყავა
– ანუ გინდა რომ ისევ ყუთში მომაქციო? არა და არა!
– გეთანხმები არა, პირიქით აქ 2-1 [ორი ერთში] იქნებით!
დუმილი
– შენ გეშინია ვინმესი ან რამესი?
– მე? ჰმმ ხანდახან ჩემი თავი მაშინებს
– მე გავძღდი! – თქვა ქალმა და მუცელზე ხელი მოისვა მერე ისევ დაამატა
– როდის ვიწყებთ?
– უკვე დავიწყეთ – უთხრა ალექსანდრემ და მიმტანს გამოართვა თავისი წილი ცივი ყავა