***
ალექსანდრემ მარია’მოს დასჯის მეთოდი მოიფიქრა, უნდა მიეთხოვებინა ვინმეზე, იცოდა რა ეს უკანასკნელი იყო, რაც მარია’მოს უნდოდა, ქალი არ შეწინააღმდეგებია, მაგრამ თავისი პირობა წაუყენა, მისვის სულერთი იყო ვისზე იქორწინებდა, ამიტომ გამოცდის ჩატარება გადაწყვიტა. მისი ყველა კავალერი ერთმანეთს შეეჯიბრებოდა და ვინც გაიმარჯვებდა მას “დანებდებოდა”
ამ ღონისძიების ჩატარება დედა’დედოფლის მთავარ “საბრძანისზე” გადაწყდა. მთელი კვირა იღებდნენ მთხოვნელებს. უმეტესობა სხვა “საბრძანისების” არამემკვიდრე უფლისწულები იყვნენ
მთხოვნელების რაოდენობა იმაზე მეტი აღმოჩნდა ვიდრე მარია’მო მოელოდა, თუმცა ალექსანრემ თავიდანვე იცოდა, რომ ასეც იქნებოდა! აქ უშუალოდ მარია’მოსთვის შეიძლება არცერთი არ ჩამოსულიყო, მაგრამ ამ ქალის ქმრობა პირდაპირ აქცევდა მათ “მმართველი ოჯახის” სტიუარტის ოჯახის წევრად, შესაბამისად, “გამტარობის პრინციპით” თანახმად, ყველა ეს კავალერი ჩამოსულიყო ხელში ჩაეგდო მარია’მოზე უფრო ძვირფას, მისი “მზითები”
თავდაპირველად დედა’დედოფლის ელენა მოიხიბლა ამ იდეით ისე მოეწონა დიდი ღონისძიების ჩატარება, თუმცა როცა “ერთი არმია ხალხი” ჩამოვიდა შეეშინდა. და მარია’მოს შესჩივლა, რომ რაიმე სხვა კრიტერიუმი უნდა დაემატებინა, а то ეს შესარჩევი პროცესი მუდმივად გაგრძელდებოდა. მარია’მოს კარგად ენიშნა ეს თხოვნა. რამდენიმე დამხმარის წყალობით ყველა ოთახის კარები და თავად სასახლეების ნაწილიც კი ჩაკეტეს და ცეცხლი წაუკიდეს. მაშინ, როცა ყველას ალბათ ეძინა, რომ ძალები შემოეკრიბა ხვალინდელი დღისთვის, შეჯიბრისთვის. თავად დედა’დედოფალი ცალკე, თავის სასახლეში ცხოვრობდა შესაბამისად ცეცხლი არ შეხებია.
გამთენიისას პირველ შეჯიბრებამდე უკვე 60% კავალერების ან დამწვარი იყო ან დასახიჩრებული ან უარზე იყო მონაწილეობაზე. დედა’დედოფალმა მსგავსი აქტი ღალატად ჩათვალა, რადგან ყველა “საბრძანისიდან” მოპატიჟებული სტუმრები თითქოს იმისთვის დაიბარა, რომ ამოეხოცა! რაც მის სტატუსს და გავლენას კითხვებს უჩენდა, შესაბამისად მარია’მოს გადასცა, რომ ამისთვის დასჯიდა, რა წამს ეს შეჯიბრი მორჩებოდა. ყველას წინაზე კი თავისი იმით იმართლა, რომ “მმართველი ოჯახის” წევრობა ნიშნავდა უამრავის გადამტერებას და მას ვისაც საკუთარი თავის დაცვა კი არ შეეძლო არსაიდან, უეცრად გაჩენილი ცეცხლისგან, არც იმსახურებდა კავალერობას, დედა’დედოფალმა თავად იცოდა, რომ ეს “იაფასიანი ატმასკა” იყო [ სიმართლესთან ახლოს მდგომი ისეთი სიტყვათაშეთანხმება ნებისმიერს დააჯერება მის სიმართლეში, მაშინ როცა უტიფარი და მტკნარი ტყუილი იყო!]
დილით როცა იარაღების არჩევდნენ და ხურდებოდნენ ვერონიკა ცეკვავა იქვე იყო უყურებდა ყველას აკვირდებოდა რო რამე “ჩეპე” არ მომხდარიყო კანდიდატებს შორის, მაგრამ ერთი კაცი აკვირდებოდა, წამით გამოიხედა და მერე გაიხილებოდა თანაც რამდენიმე და აშკარად მას აკვირდებოდა. ვერონიკა, როგორც უფროსი და დედა’დედოფლის მთავარსარდალი ყოველთვის პასუხისმგებლობის ნაწილში იყო და საკუთარ თავზე როგორც ქალზე თითქმის არასოდეს არ უფიქრია, ისევ გახედა კაცს და ცხოვრებაში პირველად თითქოს რაღაც იგრძნო და ამ ფიქრებში კაცის გვერდით აღმოჩნდა. კაცი გამოელაპარაკა თავისი თავი წარუდგინა ოთოდ გაეცნო და კითხა რომელი იარაღის გამოყენება უყვარდა ქალს
– მახვილები და ერთი ორი ხანჯალი ყოველი შემთხვევისთვის
– ნაჯახზე რას ფიქრობ? – ჩაეძია კაცი
– ჩემთვის მოუხერხებელია აი, ალექსანდრე იყენებს ძალიან კარგად
– გამავარჯიშებ? – შესთავაზა კაცმა და ნაჯახი მოიმარჯვა
– მაინტერესეს შენი ოსტატობა საკუთარ თავზე გამოვცადო – დაამატა ბოლოს
– შენთვისვე აჯობებს თუ არ დაგთანხმდები, ამხელა მანძილი გამოიარე, რომ ჩემი და “დაიმსახურო”, ჩემთან გავარჯიშების შემდგომ არ გეყოფა ძალები “დუელისთვის” – კაცმა უბრალოდ თავი დაუკრა და მარტომ განაგრძო ვარჯიში ვერონიკას თითქმის გულმა უპწკინა, ჯერაც სურდა მასთან საუბარი, მისი ხმის გაგონება, თუმცა როგორც აღმოჩნდა, კაცი თვალებს მხოლოდ [?] იმირომტომ “უჟუჟუნებდა”, შემდგომ მასთან ევარჯიშა. იდეალური ტაქტიკური სვლა, თუმცა მეორედაც, რომ შემოეთავაზებინა კაცს უთუოდ დასთანხმდებოდა. ოთომ დაიწყო ვარჯიში, ვერონიკა იდგა ცოტა ხანს მერე თავი ზედმეტად იგრძნო და გადაწყვიტა წასვლა. რაღაც მომენტში თავი უკან მოატრიალა და დაინახა, რომ კაცი მას უყურებდა … ისევ! თავი დაუკრა და ქალმაც თავი დაუკრა, მერე კი წელში გაიმართა მისთვის უცნობმა შეგრძნებებმა მოიცვლა ქალის სხეული
***
“დუელები” კარგა ხნის დაწყეული იყო. მარია’მო მოდუნებული იჯდა და აკვირდებოდა, ყოველი გამარჯვებული მუხლებზე იჩოქებდა იმის ნიშნად, რომ ეს ბრძოლა და გამარჯვება მას მიუძღვნა … სწორად! ვერონიკა მისი დის მარია’მოს მოპირდაპირე მხარეს იდგა, ახლოს “საცეკვაო მოედანზე” შემდეგი წყვილში ის კაცი დაინახა ვარჯიში, რომ შესთავაზა და გული აუჩქარდა, სუნთქვითი ვარჯიშები იცოდა დაამშივდება. ოთომ ძლიერად მოუქნია მახვილი მის “მეწყვილეს” ფარმა ვერ შეიკავა და კაცი მიწაზე დაეცა. გამარჯვების ნიშნად ხელები ასწია, “მეწყვილე” უხმოდ წამოდგა ზურგს უკან ედგა, წელზე მიმაგრებული მახვილი მოიმარჯვა უკვე ოთოსთვის უნდა ეტყუცა ზურგში … ვერონიკა დაიძაბა ერთი ნაბიჯი წინ გადადგა უკვე აპირებდა რომ დაერღვია დუელი და შეჭრილიყო თავად, თავის გასამართლებელ “იაფასიანი ატმასკის” მერეც მოიფიქრებდა თავად. მახვილზე ხელი მიიდო და უცხო ხელის შეხებაზე მყისვე გაიხედა, ალექსანდრე იყო აშკარად, უთქმელად “ანიშნებდა” ადგილზე მდგარიყო, ქალი წამიერმა პანიკამ მოიცვა, როცა მზერა “საცეკვაო მოედანზე” გადაიტა და დაინახა მოქნეული ნაჯახი, რომელიც მოხვდა ოთოს მეწყვილეს, რომელიც ასე “გმირულად” აპირებდა გამარჯვებას. ახლა ნამდვილად ვერ წამოდგებოდა. ქალი დადუმდა. ალექსანდრემაც ხელი უშვა ქალს
გამარჯვების შემდგომ, ოთომ მუხლი მოიყარა სხვებივით, თუმცა არა მარია’მოს, არამედ ვერონიკას მიმართ და მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ
მოსაცდელში იქ ,სადაც ყველა ემზადებოდა შემდგომი დუელისთვის ვერონიკა მიუახლოვდა კაცს, ოთომ გამოიხედა, ვერონიკამ არც კი უნდოდა მისი ნახვა, თუმცა თავის ფეხებს მასთან მიჰყავდნენ ოთომ გამოიხედა, თვალი ჩაუკრა და გააგრძელა ნაჯახის პირს გაწმენდა
– ეს რატომ გააკეთე?
– რა ეს?
– იცი, რაც!
– რადგან აქ შენ გამო ჩამოვედი!
– შევხვედრილვართ ადრე?
– ჩემს ქალაქში იყავი ჩამოსული დედა’დედოფლის ბრძანებით და რომ დაგინახე … – კაცმა თითი ნაჯახის პირზე გაიჭრა, ენით თითი აილოკა და მერე დაამთავრა სათქმელი
– ჯადოქარი არ ხარ, მაგრამ მე ნამდვლიად მომაჯადოვე .. მერე გავიგე, შენი დისთვის მთელი ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ და ვიფიქრე, რომ შენც აქ იქნებოდი და …
– და რა … – ისე უცბად ჩაეკითხა ვერონიკა, რომ თავადაც ვერ გაიაზრა
– გაგიცნობდი
– ბოდიში, მაგამ უცხოებს არ ვეცნობი – თქვა ვერონიკამ , ზურგი აქცია კაცს, ნაბიჯი გადადგა და მიხვდა, რომ სისულელე თქვა. მობრუნდა კაცი იღიმოდა
– განა გაცნობის მიზანიც ეგ არ არის? – კითხა ჩუმად და ქალმა მათკენ მომავალი ალექსანდრე მხოლოდ ახლა დაინახა
– და ანუ ის ჩემი მოხიბვლის მცდელობა იყო? – კაცმა არაფერი არ უპასუხა, მხოლოდ თავი დაუქნია. მშვიდად და ნაზად. ისე აღმოჩნდა, რომ ვერონიკა ისე საურობდა, რომ არცერთი სიტყვას არ გეგმავდა წინდაწინ
– ჩემი მოხივლის თუ გსურს უნდა მაჯობო! – კაცი თითქოს ამას ელოდა, ნაჯახს ალესვას მორჩა და ფარს დაწვდა
– სამართლინი არ მგონია – თქვა ალექსანრემ, როცა საბოლოოდ მიუახლოვდა “დუოს”
– შენ დედა’დედოფლის მთავარსარდალი ხარ, ვერ გაჯობებს! – უთხრა გენერალმა ვერონიკას
– მაშინ დრო დაინიშნე და თუ ამ დროში ვერც კი გამკაწრავ მაშინ … – ვერონიკამ ახლა ოთოს გახედა
– ნუ გეშინია, მე მხოლოდ “დაცვაში ვითამაშებ” თუ გამკაწრავ ან შემეხები … და აქიდანვე რომ იცოდე … წინასწარ არაფერს არ გპირდები – უთხრა ქალმა მიუახლოვდა რა, მათ ცხვირებს შორის მანძილი რამდენიმე სანტიმეტრი იყო … მხოლოდ!
ალექსანდრე შორიდან უყურებდა მათ “დუელს” და ეღიმებოდა. ისინი კი არ იბრძოდნენ, არამედ ცეკვავდნენ
– დრო უკვე იწურება! – დაიყვირა გამხიარებულმა გენერლმა ოთო შეჩერდა, ვერონიკამ ხანჯალი სახზე დაადო და გაკაწრა. კაცი უკან გადახტა. ალექსანდრე მიუახლოვდა ვერონიკას ქალი იღიმოდა, მაგრამ აშკარა იყო, რომ სულ არ უხაროდა გამარჯვება
– Ты знай, он просто человек!
– просто человек? – გაიკვირვა ვერონიკამ და კაცს გახედა. ალექსანდრემ გულის ჯიბიდან ცხივრსახოცი ამოიღო და გაუწია კაცს. ოთომ შეიმშრალა შუბლი და იქვე ჩამოჯდა. როცა კაცს ნაკაწრი არ შეუხორცდა მიხვდა რომ ალექსანდრემ მართალს ამბობდა. ვერონიკა მიუახლოვდა სამედიცინო ყუთი იქვე ჩამოდო, გახნა და ჭრილობა დაუმუშავა
– არ ვიცოდი, რომ მოკვდავი იყავი
– ჰო, მეც რაღაც მომენტში დამავიწყდა
– კარგად იბრძვი
– როგორც ჩანს საკმარისად კარგად არა
– ამას ნუ ამბობ Я не в чёт . რადგან ისედაც ვერავინ მაჯობებს
– და ვერც შეგეხება
– ახლა ეგ სპეციალურად გითხარი თან მოგიხდებოდა, მეგონა იქვე მტაცებდი ხელს და ჩაითვლიდი მოგებას
– ვიცი
– იცი? და რატომ არ გამოიყენე
– იმიროტომ არ მსურდა ჩემი პირველი ქმედება შენს მიმართ ყოფილიყო რაღაც მზაკვრული გეგმის ნაწილი და ნუ … არასწორი! ისე გამოჩნდებოდა თითქოს აქ “ტრაფეისთვის” მოვედი და არა …
– არ ვიცი რა უნდა ვთქვა – უთხრა ქალმა და კაცის სახე ხელებში მოიქცია
– თანახმა ხარ ერთი უწყინარი პაემანზე ჩემთან? და აქიდანვე ვიცი, რომ წინასწარ ვერაფერს ვერ დამპირდები
– თანახმა ვარ – უთხრა ქალმა მშვიდად თვალებანთებულმა
***
საბოლოოდ მარია’მომ არავისზე არ იქორწინა, რადგან მოეწონა იდეა მისი დის და გამოაცხადა, რომ გამარჯვებული მას შეეჯიბრებოდა, როგორც ბოლო ეტაპი. ამაზე კი უარი განაცხადა ყველამ. მარია’მოს უკვე სამეფო ჯალათის სახელი ჰქონდა და ყველა ერთდროულად გამოეთიშა თამაშს