სუშის გოგო: ჩრდილების თამაში

0

30.04.2021 – ტექსტის მნიშვნელოვანი, პირველადი შექმნის თარიღია

– ო, ლამაზთვალებავ, თავს ისეთი ადგილებიდან დაგესხმებიან, რომლის არსებობის შესახებ წარმოდგენაც კი არ გაქვს
– ამას რატომ აკეთებ? სამი თვის წინ არც კი გიცნობდი
– შენ წამოიწყე ეს ომი და დამნაშავეც შენ’ა ხარ თვითონ!
– ის მაინც მითხარი ვინ იქნება შენი პირველი “მსხვერპლი”
– გეტყვი, ის ვისი დაკარგვაც ყველაზე მეტად მტკივნეული იქნება შენთვის!

როცა ლიზიმ არაფერი უპასუხა, კაცმა გამარჯვებულის იერით ჩაიცინა, ბეჭედი მინის კარს რამდენჯერმე მიუკაკუნა და ოთახიდან გავიდა. ქალი მაშინვე ტელეფონს დასწვა
– მჭირდები, ახლავე! – უთხრა ლიზიმ და როცა არასასურველი პასუხი მოისმინა დაამატა
– ახლავეს კონკრეტულად რომელი ნაწილი იყო გაუგებარი .. შენთვის?! – დაკიდა ყურმილი ,ერთ ხანს ტელეფონს მიაჩერდა, ჯერ მარცხნივ გაიხედა შემდგომ მარკვნიც, დაწვა მის მაგიდაზე და ყველაფერი ძირს დაყარა. ამ დროს კარზე კაკუნი ისმის და გოგონა შემოდის
– რა მოხდა? – ყვირილით მიმართა ქალმა და გოგონა ადგილზე გაშრა მარტო წამწამებს ამოძრავებდა.
– მაპატიე, ქეთო – თქვა ლიზიმ, სკამზე დაესვენა, მარჯვენა მომუშტული ხელი გახსნა, მარცხენათი შუბლი დააყრდნო ხელს და მძიმედ ამოისუნთქა. შემდგომ ვითომც არაფერიო ხელები ერთმანეთში გადახლართა და გოგონას მიუბრუნდა
– მოხდა რამე? –
– თქვენი და გელოდებათ საკონფერენციოში, თქვენთან უნდოდა შემოსვლა, მაგრამ ვუთხარი რომ საკონფერენციოში მოეცადა,რადგან აქამდე არ მინახავს და თან ძალიან გაბრაზებული ჩანდა – უთხრა გოგონამ თავი დაუკრა ქალს და გაქრა. ” როგორც ჩანს ის წყეული ვაჟბატონი დროს არ კარგავს” გაიფიქრა ლიზიმ. თმები ზემოთ აიქაჩა და სუნთქვითი ვარჯიშების შემდგომ წავიდა მის დასთან შესახვედრად.
– გამარჯობა დაო, მოხდა რამე?
– მაინცდამაინც რამე უნდა მომხდარიყო? – აშკარა ბრაზით წარმოსთქვა ტამარამ
– წლებია ეს ფირმა შევქმენი და ერთხელაც არ მოსულხარ.. მაპატიე, მაგრამ რთული წარმოსადგენია, რომ ასე უბრალოდ მოგინდა აქ მოსვლა
– მართალი ხარ, სწორად გამოიცანი – უთხრა ტამარამ, გახსნა ხელჩანთა საქაღალდე ამოიღო და მაგიდაზე დააგდო
– ეს რა არის? – კითხა ლიზიმ ცივად, მაგრამ მაინც ინტერესის თვალებით დაიწყო საქაღალდის გახსნა
– არ ვიცი, რატომ შენ არ მეტყვი, შენ უკეთ არ იცი?!
– რა ჯანდაბას ფიქრობ, რომ ვიცი?
– დილით დამადგა ორი ახმახი და გამომიცხადეს, რომ ჩემი წყეული ქმრის ადვოკატები გახლდნენ, რომელსაც ბავშვებზე მეურვეობა სურდა… წარმოგიდგენია? დაწყევლილ ფეხბურთელს ახლა გაახსენდა, რომ შვილები ყავს!
– და საფუძველი?
– ვერ ხედავ? მე არც კი გადამიშლია… მითხრეს, რომ ცუდი დედა ვარ! წარმოგიდგენია?! – თქვა ქალმა და ხელი აიქნია არც კი უნდოდა ეფიქრა ამ სისულელზე
– და იქნებ.. – თქვა ლიზიმ შემდგომ შეჩერდა, თუმცა წელში გასწორდა და მაინც დაასრულა თავისი სათქმელი
– უკეთესი დედა რომ ყოფილიყავი არც კი დაფიქრდებოდნენ ამაზე.. თან რამდენადაც მე ვხედავ – უთხრა ლიზიმ და საბუთებისკენ გაიშვირა საჩვენებელი თითი
– თავად წამოიწყე ყველაფერი, გოგონებს საკმარისს დროს ვერ უთმობ, სახლში არ ხარ და უწევთ ერთმანეთი გაზარდონ.. საფუძველი რომ არ მიგეცა – იმავეს გამეორებას აპირებდა ლიზი, თუმცა ტამარა ჩაეჭრა
– როგორ ბედავ! ამბობ რომ ცუდი დედა ვარ? სამ სხვადასხვა სამსახურში ვმუშაობ მხოლოდ იმირომტომ ბავშვების უზრუნველყოფა თავად შევძლო.. რომ მათ ყველაფერი ჰქონდეთ და…
– იქნებ მათ უბრალოდ შენი სიყვარული ჭირდებათ იმ ფულზე მეტად რასაც მათთან არ ყოფნის დროს გამოიმუშავებ?
– ბავშვების სიყვარულზე მელაპარაკები.. შენ?! წარმოუდგენელია – თქვა ტამარამ ზურგი აქცია დას, გაიარ’გამოიარა თითქოს რაღაცაზე ფიქრობსო და საბოლოოდ მოუტრიალდა, ლიზი წამით შეცბა, როცა დის სახე დაინახა, უმოწყალო, დაუნდობელი, მისი შავი თვალებიც კი გაფართოებულიყო
– შენ. წარმოუდგენელია. შენ მესაუბრები ბავშვების სიყვარულზე?! 6 კვირის ნაყოფი ისე მოიცილე, ამოიგლიჯე სხეულიდან თითქოს უსულო ხორცის ნაჭერი ყოფილიყო და კიდევ მე ვარ ცუდი დედა?! მიზეზი რატომაც “დაიხატე” ინი და იანი ცალ საჯდომზე!
– იცი – სიტყვა გაუწყდა ლიზის, ხელები ერთმანეთს შეახო და შეეცადა მისი დისთვის თვალებში ჩაეხედა, რომ არ ეფიქრა დამამარცხაო
– უსამართლობაა, რაღაცებს იმიტომ კი არ გიყვები რომ სახეში ამაფარო… როცა გაბრაზდები… თანაც იცი როგორ შემიყვარდა ბავშვები, ტყუპების დაბადების შემდგომ და მათაც როგორ ვუყვარვარ! – ტამარას მზერაც არ შეცვლია, თითქოს არც გაუგონია მისი სიტყვები
– შესაძლოა საუკეთესო დედა არ ვარ დედამიწის ზურგზე, მაგრამ მთელი ძალებით ვცდილობ ცოტაოდენი სითბო და სიყვარული შევინარჩუნო დამღლელო უსასრულო საათების მუშაობის შემდგომ, რომ როცა სახლში მივალ გავუზიარო ბავშვებს
– კეთილი და პატიოსანი.. მაგრამ მთელს ამ ამბავში ჩემი როლი ჯერაც არ მესმის.. – თქვა ლიზიმ ზუსტად ვერ გაერკვია რას გრძნობდა, მაგრამ დიდი სიამოვნებით დატოვებდა ამ ოთახს, სადაც უჰაერობამ დაისადგურა, თუმცა არ აპირებდა საკუთარი უფროსი დისთვის ეჩვენებინა სისუსტე
– იცი, შენგან არც მიკვირს მსგავსი გულცივი მიდგომა, ამიტომაც არ მითქვამს არაფერი თავის დროზე. შენ ხომ დედას ფავორიტკა იყავი მუდამ არა?
– ფავორიტკა?
– აბა გეგონა თავისი სახელი მხოლოდ ლამაზი თვალების გამო დაგარქვა? არა! ეს მე ვიყავი სიურპრიზი! შენ კიდევ მათი ძალიან ძალიან… ძალიან დიდი ხნის სურვილი და სასწაული! არადა მისი ღვიძლი შვილიც კი არ ხარ! აყვანილი ხარ!
– … – ლიზიმ ვერაფერი ვერ უპასუხა ისედაც იცოდა ან უფრო სწორად გრძნობდა რომ მის დას განსაკუთრებული სიძულვილიჰ ქონდა მის მიმართ, მაგრამ ეგონა იმირომტომ თავად ასეთი წარმატებული იყო, ადრეულ ასაკში თავად კი წელებზე ფეხს იდგამდა და.. თურმე როგორ ცდება.. მისი სიძულვილი ჩასახვის დღიდან ჰქონია და მხოლოდ ახლა გააცნობიერა ეს.. თავად ჩაფიქრებულიყო მისი და კი აგრძელებდა
– რა შუაში ხარ? როცა უკვე თითქმის დამაჯერეს, რომ მართლაც ცუდი დედა ვიყავი ერთ ერთი მომიბრუნდა და ყურში ჩამჩურვულა, რომ თუ ჩემი და მიითებდს იმ შემოთავაზებას, რაც დილით შეთავაზეს ეს საქმე და ეს სარჩელიც საერთოს გაუჩინარდებოდა.. აი ამ შუაში ხარ შენ! უფრო სწორად … თავში!
– შემოთავაზებას? – უთხრა ლიზიმ, თითწოს ბოდიშის ტონით
– ის კაცი დაწყევლილი მოძალადეა, და ჩემსავით კარგად რომ იცნობდე ხალხს გეცოდიენბაოდა რომ მოძალადეს თუ ერთხელ მისცემს რასაც მოგთხოვს შემდგომში ისე მოგეწცევა როგორც საკუთრებას. Я ни чья собственность и никогда не буду.. никогда ! – იყვირა ლიზიმ იმხელა ხმაზე, რომ მინის კედლებს გაცდა და იქეთ მდგარმა ხალხმა ინსტინქტურად მათ გამოხედა
– აბა რას აპირებ? – კითხა ტამარამ დაბალ ხმაზე
– ისე მოვიქცევი როგორც ექცევიან ზვიგენს, პირდაპირ ცხვირში მოვარტყამ მუშტს!
– თუნდაც ჩემი თავი შეთავაზე! სულერთია! მაგრამ უმალ მიწა გამისკდება ფეხ’ქვეშ ვიდრე უფლებას მივცემ იმ წყეულ ფეხბურთელს მიეკაროს ჩემს შვილებს, მითუმეტეს თავისნაირ უღირს ადამიანებად აქციოს! – ტამარამ ჩაისუნთქა, ამხელა წინადადება სუნთქვა’შეკრულს წარმოეთქვა
– ფიქრობ შენი გიო რამდენ ხანს იქნება აქ? სამუდამოდ? არა … ლიზიი… ერთ დღესაც მართლაც შეუყვარდება ვინმე, ადგება და წავა. ვიცი, რომ არც კი შეგხებია, შიშველი მაინც თუ ყავხარ ნანახი? ალბათ, არა! სხვა შემთხვევაში კივილით დამირეკავდი … მოკლედ, შენ როგორც გინდა ისე მოიქეცი, მაგრამ ერთი იცოდე, თუ მე დავკარგავ ტყუპებს შენ დამკარგავ მე … სამუდამოდ! So just get it done! – უთხრა ტამარამ და სახეში მიაყარა დანარჩენი ფურცლები ლიზის. ზურგი აქცია და წავიდა.. ლიზი თავისი ოთახისკენ წავიდა თან სუნთქვით ვარჯიშებს აკეთებდა, რომ ცოტა მაინც დამშვიდებულიყო.

გიომ შემოაღო კარი და უცერემონიდ იკითხა
– ასეთი რა უთხარი შენს დას? ქორივით ჩამიარა არც კი მომესალმა
– საიდან მოიტანე, რომ მე დავაშავე რამე?
– როგორც წესი ეგ [დამნაშავის როლში ყოფნა ] შენი “კანიოკია” – ლიზი წამოხტა
– მაინც რა ჯანდაბა გინდათ ჩემგან? – გიო მაშინვე მიხვდა რო საქმე ზედმეტად სერიოზული იყო
– How can I help? – წარმოსთქვა და წელში გასწორდა როგორც ჯარისკაცი გენერლის ბრძანევის მოლოდინში
– მინდა რომ მიხვიდე შენს ყოფილთან და გამირკვიო მისი ძმა სად იქნება ამ საღამოს
– უკაცრავად?
– მე თავად ვკითხავდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც შენთან დაშორება ვურჩიე არამგონია თხოვნები შემისრულოს!
– რა!? – თქვა კაცმა და ნაბიჯი წინ გადმოგდა
– რაც გაიგე! – უყვირა ქალმა. მის თავლებში ცეცხლი კიაფობდა
– ავუხსენი, რომ შარვალზე ქამრის შეკვრა შენი ძლიერი მხარე არ არის და …
– რა მოიგონე?!
– დამიჯერა!
– რატომ მოატყუე?
– სიმართლის ბოლომდე არ თქმა, ტყუილი არ არის!
– მართალი ხარ! ღალატია!
– მე უბრალოდ დაგიცავი! ჩემს აქტივს გავუფრთხილდი! მისი ძმა კრიმინალური ავტორიტეტია, რამე რომ მიგექარა ისე გაგაქრობდა, რომ თითქოს არც კი გიარსებია
– იაფასიანი ატმასკა!
– სანამ გაბრაზდები შეგახსენებ, რომ მე რომ არა ვერ შეხვდებოდი შენს კუროს… ახლანდელს!
– i am not your enemy – მშვიდად უთხრა გიომ
– then stop acting like one !
– დაუკრებავებში ნუ გადავალთ – თქვა ორივემ ერთად. შემდეგ ისევ ქალმა გააგრძელა
– ათობით წლის წინ პარტნიორობაზე შევთანხმდით. მაგრამ თავიდანვე იცოდი რომ ეს ფორმალობა იყო, ბოლო ხმა და სიტყვა მაინც ჩემზეა!
– რაც არ უნდა თქვა ვერავერი ვერ გაგამრთლებს!
– მე შეგქმენი შენ! ერთი საცოდავი მეოცნებე შეუმდგარი ეკონომისტი და მწერალი იყავი! რაც კი იცი ყველაფერი მე გასწავლე! მე შეგქმენი! და ხარ ჩემი საკუთრება! ის გავაკეთე, რაც საჭიროდ ჩავთვალე. ის, რაც უკეთესი იყო … ჩემთვის! თუ რამე არ მოგწონს შეგიძლია … უბრალოდ … წახვიდე! – გიო წამში დაიძრა მისკენ და მოულოდნელობისგან სუნთქვა შეეკრა, როცა კაცმა “უძველესი შეთანხმება” [ორნაბინიანი დისტანცია] “გაარღვია”, მარჯვენა ხელის საჩვენებელი და ცერა თითი მარჯვნიდან მოხვია ქალის წელს ძლიერი ბიძგით მიიხუტა მკერდზე და თან თავი მარცხნივ გადასწია და ჩასჩურჩულა
– საინტერესოა ვინ ვის ეკუთვნის! ვინ ვისი საკუთრებააა … სინამდვილეში! – ხელი უშვა, ზურგი აქცია და გასასვლელისკენ დაიძრა
– სად მიდიხარ? – კითხა ქალმა
– სად მიდიხარ’მეთქი! – გაუმეორა ლიზიმ, კაცი მობრუნდა რევერანსი გაუკეთა და უპასუხა
– მთავარი ის არის, რომ დავბრუნდები! აუცილებლად დავბრუნდები მას შემდგომ , რაც შენს “თხოვნას” შევასრულებ … პრავიწელნიცავ! – კაცი მიბრუნდა და უხმაუროდ გავიდა კაბინეტიდან. ლიზი მოწყვეტით დაეშვა სავარძელზე, რომელიც კინაღამ გადაყირავდა. ქალი გაშეშდა “easy, love!” ჩაილაპარაკა. ბავშვობიდან მოყოლებული ამ ფრაზას იყენებდა, როცა რაღაც უეცარი ხდებოდა, გაშეშედბოდ,ა სუნთქვას შეიკავებდა ფრაზას გაიმეორებდა კონცენტრირდებოდა და მხოლოდ შემდეგ გააკეთებდა სვლას. კაბა შეისწორა და მშვიდად ჩამოჯდა სკამზე. წამიერად გადავიწყებულო პრობლემები ერთიანად მოაწვა უსწრაფესად. წამოხტა მაგიდის ტელეფონს დასწვდა და დარეკა
– “რამე’კაი” ხომ არ გესიამოვნებოდათ? თუ ექსპერიმენტობები გიყვართ შემიძლია დღევანდელი სპეციალური სუშის როლები შემოგთავაზოთ
– მაგიდის დაჯავშნა მსურს დღეს 7 ზე
– უკაცრავად, მაგრამ ჩვენ მხოლოდ take away გვაქვს
– ჩემი სახელია – ღვარძლით წარმოსთქვა ლიზიმ
– ელიზავეტა, 20200402 და მაგიდის დაჯავშნა მსურს დღეს 7 ზე
– გადავამოწმებ … დიახ, ისე გავამზადოთ როგორც წინაზე?
– დიახ და ” ჩემი მეწყვილეც” ხომ იქნება?
– თუ ამაში დარწმუნებული არ ხართ, ვშიშობ, იმაზე დიდი პრობლემები გქონიათ ვიდრე ფიქრობთ. – მშვიდად უპასუხეს ტელეფონის მეორე ბოლოდან
– 45 წუთში კურიერი მოგიტანთ შეკვეთას. გმადლობთ რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით. – უთხრეს და გაუთიშეს. ლიზი მშვიდად მიწვა სავარძელზე … ისევ! – ერთი ზარით წაემატა თვითდაჯერებულობა

მოგიანებით გიომ შემოაღო კარი
– შენი პაემანი ჩანიშნულია! არ ჯობდა. თავად დაგერეკა? – ერთი პრობლემით ნაკლები გაიფიწრა ლიზიმ
– რა თქმა უნდა, თუმცა თუ კაცს აჩვენებ, რო ცოტა მეტად ინდომებ უფრო ესიამოვნება ვიდრე უბრალო ზარია ან შეტყობინება … მთელი წელია მეჩალიჩება და არ ვპასუხობ თუ გეგონა ეს ყვავილები ყოველ დღე ახალ ახალი საიდან არის?
– მეგონა საკუთარ თავს უგზავნიდი!
– ამდენად არასასურველი გგონივარ?
– ჩემთვის?! – წაკბინა კაცმა და ორივეს გაეცინა. გიომ შემფასებლურად გახედა ქალს, ხელი ნიკაპზე მიიდო, როგორც მკერავმა, რომელიც საჭირო კაბის ზომის გამოცნობას თვალზომით აპირებს
– ვიცი ისევ გაბრაზებული ხარ!
– უბრალოდ მაინტერესებს მთელი თქვენი ეს დიალოგი მანამდე იყოს თუ მას შემდგომ, რაც გითხარი ,რომ ხელისა და გულის შეთავაზებას ვფიწრობდი?! – რა თქმა უნდა კითხა რიტორიკული იყო, გიომ იქამდე იცოდა პასუხი სანამ კითხვას დასვამდა

ნაცნობა კურიერმა შემოაღო კარები პირდაპირ ლიზისთან მივიდა და წინ დაუდო შეკვეთა ჯიბიდან კი ხის კოლოფი ამოიღო და გაუწოდა
– გმადლობთ რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით – უთხრა და ასევე უცერემონიოდ წავიდა. ლიზიმ შეკვეთას ხელი დაადო და გიოს მისცა
– შენი საყვარელი ტკბილ’ცხარე “ჩოფსტიქები” შიგნით დევს – თავად ხის კოლოფი გახსნა ბეჭედი ამოიღო თითზე მოიეგო და ოთახიდან გავიდა

ლიზიმ მშვიდად შეაღო “სუშის სახლის” კარები. გვერდი აუქცია ყველას პირდაპირ მეორე სართულზე ავიდა. სარკესთან მივიდა ბეჭედი მიადო. სარკემ დაიწკაპა და გაიღო. ლიზიმ შეაბიჯა მაგიდებიდან აქეთ’იქეთ მიმსხდარი მოხუცები ერთმანეთის მიყოლებით წამოდგნენ, ქალმა თავი დაუქნია მისალმების ნიშნად, შიდა კუპეს ბეჭედი მიადო და შევიდა ცალკე ოთახში. თაროდან წყალი ჩამოიღო, მაგიდას მიუჯდა და წყალი მოსვლა. საათს დახედა 7 ხდებოდა და კარიც შემოაღეს
– ბოდიში ძვირფასო დამაგვინდა – თქვა კარში დამდგარმა ტატომ. კაშნე შეიხსნა, და იქვე ჩამოლიდა
– ზუსტად დროზე მოხვედი
– მაგრამ ორივემ ვიცით რო ზუსტად დროზე მასვლა იგივე დაგვიანებაა … ჩემთვის!
– კი ვიცი – უთხრა ქალმა და წამოდგა. კაცმა ხელით ანიშნა ნუ დგებიო და მოუჯდა წინ. მიმტანი მიუახლოვდა და გამოცლილი ბოთლი აიღო.
– რთული დილების წინაშე ვარ და …
– ეგ ვიცი კაცო, თორემ უბრალოდ, რომ მოგნატრებოდი ხომ დამირეკავდი – ლიზის გაეღიმა მის წინ მჯდარი კაცი ერთადერთი იყო, რომლის შხამიან წაკბენას გადაყლაპავდა უპირობოდ და ინსტინქტურად!
– აბა, მითხარი რაშია საქმე? – უთხრა კაცმა და ნაჭერი ჩაისვა კისერში
– ხომ გახსოვს როგორი თხუპნია ვარ … ჩემს ტანსაცმელსა და საკვებს შორის მიზიდულობის ძალა “ნამეტნავად” დიდია – ლიზი მიხვდა, რომ კაცი მხოლოდ იმირომტომ “დებილობდა” ამდენს, რომ ოთახში დაგროვილი სტრესი გაეფანტა
– ერთხელ ძალიან დიდი ხნის წინ მეც ძალიან რთული არჩევანის გაკეთება მომიწია. განდიდება ან საყვარელი ქალი
– რომელი აარჩიე?
– განა აშკარა არ არის?
– ნანობ?
– Every.single.goddamn.day! – უთხრა კაცმა და მიმტანს გაუღიმა მაგიდაზე მისი პორცია საყვარელი კერძი დაუდო. კაცი დასწვდა საფერფლეს და მიმტანს დაუდოა ლანგარზე
– აღარ ეწევი? – კითხა ლიზიმ
– არა, მაშინ, როცა შენ უნდა გასუნთქო “გამონაბოლქვი”[კვამლი] – მეორე მიმტანი მოვიდა და ამჯერად ლიზის მოემსახურა
– როგორ ახერხებ ხოლმე – დაიწყო ქალმა და ნაჭერი თავადაც ჩაიფინა კისერში მხოლოდ კაცის მიმართ აშკარა პატივისცემის ნიშნად
– რას? – დაბრუნდა ტატომ რეალობაში
– შენი ამბის მოყოლას. რომელიც ზუსტად ემთხვევა ჩემს სათქმეს … თითქმის! –
– жизнь ! – თქვა კაცმა და მადიანად გაიგდო ყბაში ხორცის ნაჭერი
– შემიძლია ვიბრძოლო, მაგრამ თუ წავაგებ ჩემი დის ტყუპებს დავკარგავ და როგორც თავად აშკარად მიმითითა მასაც და თან … სამუდამოდ!
– “თამაშის წესები ” ძალიან კარგად იცი – მშვიდად და ნელა საუბრობდა ტატო, რომ ქალის გონებაში შექმნილი ქაოსი კიდევ უფრო არ აერია
– ჰომ. ღამის ძილი არ უნდა გამიტყდეს!
– კი და ასე იპოვი პასუხს. – ლიზიმ ჭამა გააგრძელა
– ერთხელ წაგება არ ნიშნავს, რომ კიდევ წააგებ ან ეს ჩვევაში დაგიჯდება ან ნორმაში ან მიმღებლობაში – ლიზიმ მაშინვე თვალი თვალში გაუყარა. რადგან მის წინ მჯარდმა მოხუცმა თეთრი წვერში, ზუსტად ამოიცნო მისი “ход мысли”
– და თან საყვარელი ადამიანებისთვის ისეთი მსხვერპლი გაუღიათ რომ … ერთი წაგება რა მოსატანია … და თან შენი დაც მიხვდება რომ მართალია გამარჯვებისთვის ნებისმიერ რამეს გააკეთებ, მაგრამ არა საყვარელი და ძვირფასი ადამიანები შესაძლო, შესაძლო, შესაძლო დაშავების ხარჯზეც კი!
– არ ვიცი – თქვა ქალმა უნებურად და წამიერად თავი უსუსურად იგრძნო
– ხომ იცი, შემიძლია ყველაფერი დაწყებამდე დავასრულო, უბრალოდ მთხოვე!
– ვიცი კი. და ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია. თუ დაზიანებულ ონკანს არ გამოვასწორებ, მაშინ გამოჟონილი წვეთების შემგროვებელი ჭურჭლის გამოცვლა მომიწევს … სამარადჟამოდ! თავად უნდა ვიპოვო გამოსავალი და გამოვძრე აქიდან. სხვა შემთხვევაში ვერ გავიზრდები …
– კი – უთხრა ტატომ და მერე დაამატა
– თუმცა “პაროი” აუცილებელი არ არის ყველაფერს მარტომ გაუმკლავდე! . For every rules there is an expetion.
– რედინგტონი?
– რედინგტონი!
– ისევ მას ბაძავ? – ტატომ პირი გააღო, მაგრამ მიმტანები მოვიდნენ. მაგიდა აალაგეს და გამზადებული ჭადრაკის დაფა დააწყვეს. ლიზი წელში გასწორდა და ხელი გაუწოდა მისალმების ნიშნად. მიმტანმა დაფიდან წითელი ნაჭერი აიღო და ქალს ააკრა თვალებზე.
– პაიკი ე4 – გაახმოვანა ტატომ და კომფორტულად მოკალატდა სკამზე

***

– მხედარი ე4 ზე – თქვა ლიზიმ და ხელი გაუწოდა კაცს
– ყაიმი? – კითხა ბოლოს. კაცი ფიქრობდა, ფიქრობდა, ფიქრობდა და ბოლოს კითხა
– გარდაუვალი შამათი მაქ სამ სვლაში, ყაიმს რატომ მთავაზობ? – ლიზიმ შეიხსნა წითელი ლენტა. სკამი უკან გასწია და წამოდგა.
– ასე ორივე გავიმარჯვებთ! რადგან შენი დამარცხებით მე ვერ გავიმარჯვებ – უთხრა გადაიწია მაგიდაზე და შუბლზე აკოცა მოხუცს
– და ჩემი გამარჯვებით შენ არ დამარცხედი – გაიხსენა კაცმა ციტატა ლექსიდან. ლიზიმ არაფერი უპასუხა გასასვლეოსკენ წავიდა
– მეგონა არ კითხულობდი იმ წიგნებს რომ გიგზავნიდი
– არ ვკითხულობდი, ვიზეპორებდი!
– და მაინც უფლებას მაძლევ ისე წაგკბი როგორც მინდა
– რადგან ეგ ვერ შეცვლის შენს შეგრძნებებს ჩემს მიმართ – უთხრა წელში გაჭიმულმა ქალმა. ტატომ პირი გააღო, მერე მოკუმა მერე გააღო ისევ მოკუმა
– ხედავ? აღარ უნდა ინერვიულო ჩემზე … მეტად! ყველაფერი კარგად მექნება! – ტატომ არაფერი არ უპასუხა, ისევ დაჰყურებდა დაფას და თავის “დაცემულ მეფეს” ათამაშებდა ხელში
– მე 17 სვლაზე პაიკი მაჩუქე და 23-ე სვლაზე მხედრით უკვე განწირული იყავი – ტატო ისევ უყურებდა დაფას
– მადლობა რომ ჩამოხვედი, ჩემთვის!
– მე უბრალოდ …
– გინდა მითხრა რომ ეგ თოვლის მიმშრალი წინწკლები სეირნობისას “აიკიდე”? 40 გრადუსია გარეთ, იწვის ყველაფერი
– You needed me, how could I not? – უთხრა ტატომ და ისევ ჭადრაკის დაფას დახედა
– როგორ უნდა მივხვდე რომ შეყვარებული ვარ? – უეცრად კითხა ლიზიმ
– თუ შენი თვალები მუდამ მას ეძებენ … მაშინ … – ჭადრაკის ფიგურებისთვის თვალი არ მოუცილებია ისე სხარტულად დაუბრუნა პასუხი ტატომ. ლიზიმ თემა შეცვალა
– ისე ეს გოგოშკა არ მომწონს ყოველ ჯერზე უცნაურად მპასუხობს ხოლმე
– კარგი გამოვცვლი – მოუჭრა ტატომ ეტყობოდა საუბრის გაგრძელება არ სურდა
– ასე უბრალოდ გააგდებ?
– არა, ძვირფასო, როგორ გეკადრებდა. “სუშის გოგო” მოკვდება და მოკლავს ჩემთვის! ერთგულებისთვის ჯერ არავინ დამისჯია და არც ახლა ვაპირებ დაწყებას. უბრალოდ სხვა მისამართზე გადავიყვან
– ამდენად ენდობი?
– სრულად!
– მაშინ მეც მივენდობი – უთხრა ქალმა და გამოვიდა ოთახიდან. მაგიდასთან ისევ მიმსხდარი ადამიანები წამოდგნენ ფეხზე ლიზიმ თავი დაუკრა ისევ და მივიდა “სუშის გოგოსთან”
– იცი, მალე ქორწილი მაქვს და მინდა ვიცოდე ტატოს ყავს ვინმე? არ მინდა მარტო დავპატიჟო თუ ვინმე ყავს და ან +1 ის მოსაწვევი გავგზავნო და … – უტიფრად მოიტყუა ქალმა
– დედაშენის შემდეგ? – ისე სწრაფად უპასუხა “სუშის გოგომ”, რომ ლიზიმ ბოლომდე გააზრება ვერ მოასწრო თან მის კითხვაში აშკარა გაკვირვებაც კი იგრძნობოდა. დაუდეს წინ ორი შეკვრა
– გმადლობთ რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით. – ლიზიმ თავი დაუკრა ორი შეკვრა აიღო და ბეჭედი მაგიდაზე დატოვა გაკვირვებულმა

***

ტატო ჭადრაკის ფიგურებს ალაგებდა ყუთში, როცა მიუახლოვდნენ
– შენ ჩემი ჩვეული ნაშა არ ხარ – ღიმილით უთხრა კაცმა და მშვიდად გააგრძელა ფიგურების ჩალაგება
– ნაშა? – შეუბრუნა კითხვა კაპიტანმა და ჩამოჯდა მის წინ. ტატოს გაეღიმა , თუმცა საუბრის გაგრძელებას არ ჩქარობდა
– კაცი რომელიც მზად არის საკუთარი სიცოცხლე წამში გაწიროს მისი “შვილობილისთვის”, რომელიც მისი ღვიძლი შვილიც კი არ არის ვერ ეყოლება ნაშა – ფსიქოლოგის როლი მოირგო ნატალიამ
– მისი ცხოვრების აზრის ცენტრი, დასაწყისი და დასასრული არის მისი ბავშვი и только! და თან, პირადი ცხოვრება გინდა მითხრა რომ გაქვს?
– ლექციების წასაკითხად არ მოხვიდოდი
– მინდოდა ბოდიში მომეხადა ალექსანდრეს გამო
– ნანობს?
– თავადაც იცი მაგაზე პასუხი
– ცხადია. და შენ რა აზრს ხედავ ამ მობოდიშებაში?
– თქვენ ორივე ერთნაირები ხართ! არცერთი არ დაიხევს უკან და რომელიღაცა აუცილებლად … გაიჭყლიტება!
– შენს “მამობილზე” ნერვიულობ ბავშვო? – თბილად უნდოდა ეთქვა ტატოს , მაგრამ უხეშად გამოუვდა, ამიტომ სახეში შეხედა გოგონას, გაუღიმა და თავი დაუკრა. კაპიტანმა საპასუხოდ თავი დაუკრა, როგორც მისი ბოდიშის მიღების მაჩვენებელი
– არა შენზე
– ჩემზე?
– იცი მარკუს აურელიუსს ერთი მონა ყავდა, რომელიც სულ თან დაჰყვებოდა და ერთადერთ ფრაზას ჩასჩურჩულებდა – ტატომ შეხედა გოგონას და დაელოდა დასრულებას ყურადარებით
– You are just a man, You are just a man! – წაიჩურჩულა კაპიტანმა, კაცს გაეღიმა. გოგონა ხომ მართალი იყო. არ არსებობდა არანაირი იარაღი, ბერკეტი ან საშუალება მისი “მამობილის” გენერალი ალექსანდრეს მოსაკლავად და ამიტომაც ეძახდნენ უძლეველს, თავად “მასკვად” წოდებული ტატო კი უბრალო მოკვდავი იყო
– ვითამაშოთ? – შესთავაზე კაპიტანმა
– в другой раз – უთრა ტატომ და ჭადრაკის კოლოფი დაკეტა
– შესაძლოა ჩემმა სიტყვებმა შემოთავაზებასავით გაიჟღერა, მაგრამ გარწმუნებ ასე ნამდვილად არ არის!
– მაშ! – თქვა გაკვირვებულმა ტატომ და საჭადრაკო ფიგურების ამოლაგება დაიწყო ყუთიდან სადაც თამაშის ბოლოს მეფეც ლაზიერიც და პაიკიც, ყველა სხვა ფიგურითურთ არის ერთად “ჩაყრილი”

– When you’re winning.. You’re not as good as you think you are. When you’re losing.. You’re not as bad as you think you are.
– ეს სად ამოიკითხე? ინსტაგრამზე – წაკბინა კაცმა
– არა რომელიღაც ტრაილერს ეწერა ზურგზე – ტატომ ტუჩები ამოსწია
– საოცრება ხარ
– გმადლობ, ვიცი!
– დედაჩემი …. – დაიწყო და გაჩერდა
– არაუშავს, ძვირფასო, არც მე ვიცნოდი დედას
– საიდან ..
– როდესაც ვინმე ალექსანდრეს მსგავსი წყეული “მამობილის” დასაცავად მზად არის მსვერპლად გაიღოს საკუთარი სიცოცხლე, ცხადია, მის გარდა არც არავინ არ ჰყავს! ამიტომაც ეჭიდება მთელი ძალით თავის საკუთარ მოძალადე პირუტყვ “პატრონს”!
– You see a lot!
– Well … I have seen a lot!
– მაინც არ არის ლამაზი ასე საუბარი კაცზე, რომელიც საუბარს არ ესწრება
– განა მაგიტომ არ ხარ აქ? რომ ასე არ ვისაუბრო მისი თანდასწრებით “ვინმე”, რომ არ “გაიჭყლიტოს” … შენი სიტყვებია
– ხვდები ხომ? რომ ის შენ და შენ ერთი ხარ. შენ ხარ მისი “მოკვდავი ვერსია” ის კი შენი “უკვდავი” ვერსია, იმ განსხვავებით, რომ ალექსანდრეს დამარცხება არავის არ შეუძლებელია!
– ნანას გარდა
– You know … რატომაც – მცირე პაუზის შემდგომ ფრთხილად თქვა კაპიტანმა
– Of course I know. It is my damn job to know – ენით ტუჩები აილოკა კაცმა და მოშვებულ თეთრ წვერზე თითები ჩამოისვა
– მისტერ კაპლანი ჩემი უახლოესი მეგობარია და ორგანიზაცია ” მანა” ერთადერთი მიზნით შეიქმნა … მხოლოდ! გააკავონ! კი არ დაამარცხონ ან აჯობონ … О боги … არამედ უბრალოდ ეცადონ გააკავონ, სანამ ბავშვებსა და ქალებს გადამალავენ, “ვინცობაა” ნანა გამოჩნდეს სადმე .. აი ამაშია საქმე ქალბატონო კაპიტან’ჩიკ!
– Сыграем ? – კითხა კაპიტანმა პაუზის შემდგომ
– მოიცა ჯერ დავაწყო
– ზეპირად არ შეგიძლია? – კაცმა ეჭვიანად გახედა გოგონას და როცა დარწმუნდა, რომ კაპიტანი არ ხუმრობდა გადაწყვიტა მეფის’გამბიტი ეთამაშა!

***
ლიზი დაგვიანებით მივიდა მისსავე დანიშნულ პაემანზე. გარედან ფანარის მიღმა გახედა თავის ადგილს და დაინახა “სხვა”, ვიდრე ელოდა. იმ “სხვამაც” დაინახა, შეამჩნია და ხელი დაუქნია.გაკვირვებული, თუმცა დარწმუნებული იმაში, რომ არაფერი არ შეშლია დაიძრა კაცისკენ
– ლუკა – გაეცნო “უცხო” და ხელი გაუწოდა ქალს
– ლიზი – უთხრა გაკვირვებულმა, ქალი ჩამოჯდმოას არ ჩქარობდა
– თუ უფლებას მომცემთ – უთხრა ლუკამ სკამი გამოუწია და როცა ჯერაც დაბნეული ქალი ჩამოჯდა ოდნავ მისწია სკამი მაგიდასთან
– ბოდიში, ასეთი რეაქციისთვის – ჩაილაპარაკა ქალმა
– ვიცი, მიშოს ელოდებოდი, გეგონა ყვავილებს ის გიგზავდინა ხომ? – კაცს თავდაჯერებულ’ყოვლისმცოდნედ ეჭირა თავი
– აქ იმირომტომ მოვედი, სათხოვარი მაქვს … მქონდა
– მიშოს მხოლოდ ის ჭირდება, რომ შენი იმედი ჰქონდეს იმ შემთხვევაიში თუ მის რომელიმე ბიჭს გამოიჭერს პოლიცია, შენი “ჯადოსნური ენით” დაიხსნა ციხისგან… აი, მე კი …
– ყვავილები მოგქონდა, ყოველ დღე, მთელი წელია, მე მეგონა ის მიგზავნიდა და თან შენ სულ ყვავილების მაღაზიის მაისური გეცვა და არც კი მიფიქრია … რომ …თურმე შენ მეპრანჭებოდი
– ვფიქრობ, მაშინ როცა მთელი წელი ყვავილები მიგაქვს ადამიანთან, ყოველ დილით სიტყვა “გაპრანჭჯვა” არ არის სწორი შეფასება და თან … – კაცმა შეიხსნა ჟაკეტი
– მაღაზიის მაისური ახლაც მაცვია.განა იურისტებმა ყველაზე კარგად არ იცით, რომ “პაროი” в жизни всё не так как кажется – სანამ ლიზი პასუხს ეტყოდა, მიმტანი უეცრად მიუახლოვდა, ლეპტოპი დაუდო წინ და ეკრანი აუწია
– მე ორი წუთით გავალ ცხენს’ცხენზე გადავაბამ და მოვალ – უთხრა ლუკამ წამოდგა და გავიდა. ლიზის არ უყვარდა ეს “Ничегонезнающая’ს” როლი ამიტომ ნიკაპი აღმართა, ყველა შეგრძნება “გათიშა” მასში “რაციონალური მე” გააქტიურა რა, ლეპტოპში ვიდეოს ჩართვის ღილაკს დააწკაპა, სადაც მისი დილის სტუმარი ჩანდა, უფრო სწორად მისი წამების კადრები. როცა ვიდეო დასრულდა. მიმტანი და ლუკა ერთდროულად მიუახლოვდნენ. მიმტამა ლეპტოპი დახურა და წავიდა. ლუკა იქვე სკამთან შედგა
– შენის ნებართვით, ხვალ ან ზეგ ისევ აქ შევხვდეთ და ვისადილოთ. თუ მოხვალ მინდა, რომ საქმე’საქმე არ გქონდეს უბრალოდ ისე … – თავი მიაუბრუნა ლუკამ და მარჯვენა ხელით თავის ნიკაპს მოეფერა
– ტყუპებზე არ იფიქრო, ისინი დედასთან, შესნ დასთან, დარჩებიან! წავედი, დროებით არ გემშვიდობები!

ქუჩაში მიმავალ ლიზი “რამე’კაის” ხასიათზე მოვიდა და გადაწყვიტა “სუშის სახლს” სტუმრებოდა. ტაქსი მოშორებით გაჩერდა, ქუჩის ასახვევთან. ქალმა მადლობა მოიხადა და მშვიდად გადმოაბიჯა მანქანიდან. შესასვლელში ტატო დალანდა. გაეღიმა მაშინვე. კაცი ყურიდან ყურამდე იღიმოდა. ასეთი მომცინარი არასოდეს უნახავს. ისე “ასხივებდა”, როგორც კაცი “ანათებს”, საყვარელი ქალის გვერდით! წამით ქალიც ეცნო, მის სასტუმროში მოპირდაპირე ოთახში ცხოვრობდა, ერთხელ ბარგის მიტანაში დაეხმარა და მაშინ გამოელაპარაკა. გზაზე უსწრაფესად გადავიდა და “სუშის სახლში” შეაბიჯა. გასახდელზე ქალის ნაცნობი შარფი და მოსაცმელი შეამჩნია. აშკარა იყო ვინ ვინ იყო! ყველას გვერდი აუარა და მეორე სართულზე ავიდა, ახლა გაახსენდა, რომ ბეჭედი არ ჰქონდა, “დახურული” კარის გასაღებად, მაგრამ იქვე ნაცნობი “ბაბუ” მიდიოდა სარკესთან და როცა საკუთარი ბეჭედი მიადო და “სარკე გაიღო” დაუძახა. “ბაბუმ” იქვე იცნო ქალი, რამდენიმე პარტია წააგო მასთან ზედიზედ, კაცმა გაუღიმა. ლიზიმ თავი დაუკრა და პირველი შევიდა “კარში”. ტერასაზე გამავალი “წყვილი” შენიშნა. წამით შეყოვნდა, მერე საპირფარეშოში შევიდა და ფანჯარა ბოლომდე გამოაღო. იმ იმედით რომ კუთხიდან გაიგონებდა საუბარს. გაუმართლა.
– გულწრფელობა – თქვა ტატომ, მოქაჩა თამბაქო და გადააწოდა ქალს
– დამიჯერე, სხვა შემთხვევაში სანამ პირს გააღებ იქამდე მიხვდება, რომ მისით მანიპულირებას ეცდები
– უეჭველი? Are you 100% sure?
– Yes! I taught her all too well!
– დარწმუნებული ხარ რომ ღირს სიმართის თქმას? ასე შეიძლება შენც დაგკარგოს! წარმოიდგინე, როცა გაიგებს, რომ მთელი ეს დრო ყველაფერი იცოდი და არაფერი არ უთხარი!
– იცი, იმ დილით, როცა შენმა ძმამ ტყუპები მომიყვანა, მეგონა … მაშინ მეგონა, რომ ეს რაღაც ჯილდო იყო, თუ მსხვერპშეწირვა, რას წარმოვიდგენდი, რომ წამშივე შემიყვარდებოდა ბავშები და გამიჩნდება სიცოცხლის აზრი, მე ხომ ვიცოდი, რომ ისინი შენი იყვნენ! და თან სახელებიც კი ის დაარქვი, რაც ჩვენ გვინდოდა … რომ .. მაშინ .. ელიზავეტა’ლიზი და ლუკა’ლუკასი. საინტერესოა, შენმა ძმამ იცოდა კი, რომ ასეთი გავლენა ექნებოდა ტყუპებს ჩემზე …? მიზეზი მებრძოლა, მიზეზი მესუნთქა … – ქალმა მოქაჩა და გადმოაწოდა კაცს
– გულწრფელობა, ძვირფასო, აი, როგორც ტაროს ბანქოშია, “გულწრფელობა, მეორე ადამიანის გულამდე მისასვლელი უმოკლესი გზაა”
– გამარჯობა, ლიზი, მე ჯული ვარ, დედაშენი. საკმარისად გულწრფელია, რომ ვუთხრა გაჩენის დღიდან უნახავ შვილს? – ლიზის გულმა დარტყმა გამოტოვა. ბრაზი სულში წვეთ’წვეთობით ეღვრებოდა. ნაბიჯი, რომ გადადგა კინაღამ ჩაიკეცა, მაგრამ კარის სახელურს მოეჭიდა და სარკეში ჩაიხედა ” უგრძობი მეს” მზერა მიიღო და ტერასისკენ დაიძრა. კარი ხმაურიანად შეაღო და დაელოდა სანამ ორივე სხეული მობრუნდებოდა შემდგომ მტკიცე ხმით თქვა
– გამარჯობა, ჯული, მე ლიზი ვარ, შენი შვილი … ზედმეტად პირდაპირი ხომ არ არის? გულწრფელობის პირობაზე ალბათ არა. – ტატომ ლიზის უკან “სუშის გოგო” დაინახა. ტელეფონი შეამოწმა. რამდენიმე გამოტოვებული ზარი ჰქონდა და შეტყობინება “ლიზი აქ არის!” . ტატოს ბევრი რამის თქმა სურდა, მაგრამ ენას პირში ვერ აბრუნებდა

***
კაპიტანი გვერდით მიუჯდა გენერალ ალექსანდრეს
– რას მომიცუცქდი? – წაკბინა კაცმა
– რა?
– იცი, რაც!
– რაღაც გინდა!
– არ შეიძლება, რომ უბრალოდ მოგიჯდე გვერდით?
– ზოგადად კი, მაგრამ გული მიგრძნობს ეს ის შემთხვევა არ არის ხომ?
– ყოველთვის ყველაფერი უნდა გააფუჭო ხომ?
– გავაფუჭო არა, გამოვიცნო კი თან ეს ხომ ჩემი პირდაპირი მოვალეობაა
– მაინტერესებს, სანამდე უნდა იყო გაბრაზებული ტატოზე?
– არც ვარ
– მაშინ იქნებ იპოვო მასთან საერთო ენა!
– ურჩევნია თავად გამონახოს საერთო ენა ჩემთან, სანამ ისევ აქვს а то საკუთარი ხელით მივაჭრი … ძირში!

***

ლიზის ოფისში ეძინა, როცა დილით კარზე დაუკაკუნეს
– შენი აზრით, ვარდს აქვს ეკლები თუ ეკლებს ჰყავს ვარდი? – კითხა ლუკამ ლიზის გაგრიჭულმა
– მეგონა დღეს უნდა მენახე ან ხვალ
– და ეს ხელს უშლის დილით ყვავილების მორთმევას?
– უბრალოდ ახლა არავის არ ველოდი … აქ … უქმე დღეა … საერთოდ როგორ შემოხვედი?
– მთელი წელია ყვავილები დამაქვს, ყოველ დილით … დაცვა უკვე შეჩემათი’ც კი მომმართავს – ქალმა თმა გადაიწია და ყვავილები გამოართვა
– რა ლამაზი ხარ – უთხრა ლუკამ და ტუჩზე იკბინა
– თავი გაბია – თითქოს ელოდაო იქვე უპასუხა ლიზიმ
– გმადლობ, ძალიან ლამაზებია, როგორც ყოველთვის, რაც არ უნდა იფიქრო გული მეც მაქვს
– we are social animals we love to take care of the ones we are in love with. – ქალმა არაფერი არ უპასუხა უბრალოდ შეიპატიჟა ოთახში
– ისე, მთელი აი, ეს … – საჭირო სიტყვა ვერ იპოვა ლიზიმ, აი, თითქოს მისმა წინაპარმა რო ბლოკნოტში ჩაიწერა იმ სიტყვას ეძებსო
– ზედმეტი ხომ არ არის … თანაც … პირველივე პაემნამდე? – წარბი აუწია ქალმა
– მიმანიშნებ, რომ “მიჯნურობას მალვა უნდა”? მეც დაგეთანხმები, მაგრამ არა თავად მიჯნურისგან … ხომ? – ქალმა თვალები გადაატრიალა
– ჩვენს შორის ნაპერწკალია! აი, ამიტომაც ვარ აქ!

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!
stats-arrow little-delete trophy-icon block-from-chat weather-refresh-icon popup-left-arrow popup-right-arrow register-icon login-icon three-dots-icon small-pin-icon small-calendar-icon services-manage-icon share-post-icon like-post-icon dropdown-arrow-icon accordion-open-icon comments-post-icon accordion-close-icon play-icon remove-playlist-icon save-playlist-icon share-icon heart-icon magnifying-glass-icon cupcake-icon weather-icon star-icon headphones-icon block-from-chat-icon add-to-conversation-icon speech-balloon-icon add-a-place-icon Chat Messages check-icon plus-icon albums-icon photos-icon day-calendar-icon week-calendar-icon month-calendar-icon checked-calendar-icon multimedia-icon settings-v2-icon close-icon logout-icon settings-icon blog-icon status-icon happy-sticker-icon happy-face-icon computer-icon manage-widgets-icon badge-icon newsfeed-icon camera-icon stats-icon calendar-icon happy-faces-icon thunder-icon menu-icon Groups-Icon User-Icon Read-Icon Unread-Icon Friendships-Requests-Icon Invitations---Send-Invites-Icon Edit-Icon Pin-Icon Project-Icon Account-Icon Addresses-Icon Billing-Details-Icon Checkout-Icon Downloads-Icon Orders-Icon Payment-Methods-Icon Track-Icon Shop-Bag-Icon Sound-Icon 217 bytes - 53.73% saving