ანასტასია ლაპშინა: დაცემულის შურისძიება [Revenge of The Fallen]

0

რატომ არ არის სიყვარული საკმარისი? იმირომტომ რომელიღაც მხარე იტყუებეოდა მთელი ეს [წყეული] დრო რომ [ვითომ] უყვარდა!

ანასტასია მოუთმენლობამ შეიპყრო. უკვე მთელი კვირა გავიდა და წყეული ფოსტალიონი ჯერაც არ მოსულა. ქალი წამოდგა და ირგვლივ დაიწყო სიარული, შეიძლება ასე უკეთესიც კი იყო, მეტი დრო ექნებოდა შემდეგი სვლის მოსაფიქრებლად. ფოსტალიონი ყოველ კვირა მოდიოდა და ალექსანდრეს სვლა მოჰქონდა, ანასტასიასი კი მიჰქონდა. ქალმა გახედა “დედა” [მთავარ] საჭადრაკო დაფას შემდეგ სხვებს, რამდენიმე ფიგურასაც კი შეეხო ქალი, თუმცა მოუთმენლობამ სძლია. კარებთან მივიდა და შეაღო ისე, თითქოს ამ კარის შეღებას უნდა მოეყვანა ფოსტალიონიო … არა! ხელით ეცადა თოვლის ფიფქების დაჭერას და როცა ჰაერში ხელი მოიქნია, წინააღმდეგობა, “ბარიერი”, რომლის წყალობითაც იყო გამოკეტილი ამ წყეულ სასახლეში, ვერ იგრძნო! ისევ მოიქნია ხელი, ნაბიჯიც გადადგა და წამში გაბედნიერდა! გაკვირვებულმა მაშინვე საყვარელი კაფისკენ გასწია ჯერაც ეჭვებითურთ!

ანასტასია ბავშვობიდანვე “ალერგიული” იყო შეხებაზე. არავინ არ იცოდა რატომ, უბრალოდ გენურ მუტაციას მიაწერეს! ალექსანდრეს გარდა. გოგონას ვამპირული, უკვდავი, ნაწილი გენერლის სისხლით “მოიქცა”[შეიქმნა,გარდაისახა] ამიტომ ალექსანდრე ერთადერთი იყო, რომელსაც შეეძლო შეხებოდა გოგონას მაშინ, როცა სხვები შეხებისთანავე სისხლისგან იცლებოდნენ … იქვე!

ერთ დღესაც ძალიან, ძალიან … ძალიან! დიდი ხნის წინ ანასტასიას შეუყვარდა, ბიჭიც შეყვარებული აღმოჩნდა და მათ ბევრი საერთო ჰქონდათ. ბიჭუნას ჰქონდა “უნარი”, იმუნიტეტი, ნებისმიერი ჯადოსნობის მიმართ! და მისი ამ “უნარის” წყალობით შეეძლო შეხებოდა გოგონას.

ერთ დღესაც ყველაფერი შეიცვალა. ბიჭუნა თითქოს ნელ’ნელა დასცილდა გოგონას. ანასტასიას დიდი ყურადღება არ მიუქცევია ამისთვის, რადგან ფიქრობდა , რომ ” მელოდიის ბოლოს” ყველაფერი კარგად იქნებოდა. “პაროი” თავადაც კი უჭირდა საკუთარი თავისა და ხასიათების ატანა, თუმცა როცა 6 კვირაში კაცის შესამჩნევად გაციებისგან, მის ნახევარ დაზე დაინიშნა … ყველაფერა მიხვდა. მისი ნახევარ და მასზე უმცროსი იყო, თუმცა ჩრდილოეთ მიწის, საბრძანისის, ტახტის მემკვიდრედ საბჭომ სწორედ ის აირჩია!
გამოიყენეს!
მოიხმარეს!
და რაც ყველაზე მთავარია, თავიდანვე სწორედ ეს ჰქონდათ ჩაფიქრებული!
იმ წამს გოგონაში რაღაც “გატყდა” და მის შემდგომ, უბრალო თბილი სიტყვაც კი ” არ უჩუქებია” ვინმესთვის!

ქორწილის დღეს დაუპატიჟებლად მივიდა სასახლეში. როცა უკვე შედიოდა კართან მდგარმა ახმახმა თავისკენ უხმო და სახელი კითხა. ანასტასია მშვიდად მიუახლოვდა ახმახს, ხელები ლოყაზე მოხვია, თავისი ტუჩები შეახო კაცისას და მაშინვე ნაბიჯი უკან გადადგა
– ეს აღარ დაგჭირდება … მეტად! – უთხრა გოგონამ და სახეზე ნიღაბი შეხსნა. ახმახმა წინააღმდეგობის გაწევა მოისურვა, თუმცა ცხვირიდან, ყურებიდან, და პირიდან სისხლმა დაიწყო სვლა. ანასტასიამ კარი გამოაღო, შეაბიჯა და როცა მიხურა ახმახი მიწაზე გაუნძრევლად იწვა საკუთარი სისხლის გუბეში.

გოგონა მშვიდად იყო, ნიღაბში ვერავინ ვერ იცნობდა და თან მას არც არავინ არ ელოდებოდა … აქ! წინდაწინ არჩევდა მსხვერპლს “გამოსაკვებად”. როცა შეტყობინება მოუვიდა ტელეფონზე, რომ ყველა გასასვლელი გზა სასახლიდან ჩახერგილი იყო. გადაწყვიტა მისეული თეატრალური უნარები გაევარჯიშებინა. ერთ’ერთი მოკვდავი დაპატიჟა საცეკვაოდ და მალევე უკბინა კისერში. “შუა კვებისას” მიუახლოვდა დაცვის ბიჭებიდან ერთ’ერთი ახმახი და აცნობა, რომ “გამოსაკვებად” და მოსაწევად ცალკე იყო გამოყოფილი ოთახები. გოგონას მსხვერპლის კისერი მარჯვენა ხელით ეჭირა მარცხენა ხელით საჩვენებელი თითი აუწია ახმახს როგორც ” ერთი წუთი დამიცადე” მსხვერპლისგან სისხლი მთლიანად გამოცალა და ძირს დააგდო უსისხლო სხეული. ახმახმა ხელი მოკიდა გოგონას მკლავში
– Слишком! – ჩაილაპარაკა ანასტასიამ და წინაააღმდეგობა არც კი გაუწევია. ახმახი მალევე “სისხლად იქცა” მორიგი გვამი ცურავდა თავისსავე სისხლის გუბეში. მელოდია გააჩერეს ყველა მას შეჰყურებდა
– კიდევ ვინმეს სურს “მომეფეროს”? წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით უფლებასაც კი მოგცემთ … – გოგონამ ტუჩებზე მირჩენილი სისხლი ენით აილოკა
– დაო? – იკითხა პატარძალმა
– დაო … – ზიზღით ჩაილაპარა რა ანასტასიამ ნიღაბი შეიხსნა
– ჯერ ტახტი წამართვი … ახლა შეყვარებული … და კიდევ დაო?
– შეყვარებული? მე არც კი ვიცოდი – დაიწყო ახსნა პატარძალმა და გახედა სასიძოს, ბიჭის თვალები სადღაც ჭერს უყურებდნენ და მაშინ მიხვდა რომ მისი “და” სიმართლეს ამბობდა
– მე … შემთხვევით გავიცანი … მე – პატარძალი ისეთი გულწრფელი ჩანდა, რომ ანასტასიამ მაშინვე დაუჯერა
– და ტახტი მე არ წამირთმევია! საბჭომ … – თქვა პატარძალმა და ხელებით “მონიშნა” იქაურობა
– შენ უნაყოფო ხარ! მართალია იმ რაღაც “გენური მუტაციის” ბრალია, თუმცა ეს ფაქტია და ჩრდილოეთის საბრძანისს ჭირდება შთამომავალი და თან საბრძანისი არც არასდროს არ გინდოდა მთელი ცხოვრება სხვაგან გაატარე! მმართველი ადგილზეა საჭირო … წყეულ ტახტზე და არა “ონლაინ”. მე მაქვს “შვილოსნობის უნარი” აი, ამიტომ ამირჩიეს მე! არაფერი განსაკუთრებული … მხოლოდ გენები! – ანასტასია უსმენდა, მართლა უსმენდა და ეთანხმებოდა კიდეც, თუმცა მასში ბრაზი უფრო დიდი იყო ვიდრე “დის” სიყვარული … იმპულსურად გამოცრა
– თუ შვილების ყოლა შეგიძლია ე.ი. მოკვლაც შეიძლება! – მათ შორის ბევრი ჩადგა, თუმცა ვერცერთმა ვერ შესძლო გოგონას გაკავება …
– ძვირფასო დაო … – უთხრა ანასტასიამ, როცა დაიმარტოხელა პატარძალი და მისი თავი და სხეული დააშორა ერთმანეთს … ვამპირობის უპირატესობანი … იყო გაცილებით ძლიერი უბრალო მოკვდავზე! ყოფილ შეყვარებულს ჩარევაც კი არ უცდია უბრალოდ იჯდა მშვიდად და ეწეოდა. შერკინება გადაიფიქრა ყველამ და კარისკენ გაიქცნენ.

გოგონამ სათითაოდ “გამოიცეკვა” თითქმის ყველა დამსწრე. ერთ’ერთმა ფანჯარაში გადაძრომა მოინდომა და მართლაც მოახერხა, თუმცა მისი გული ძირს დაეცა სასახლის შიგნით. უგულო სხეული კი გადავარდა ფანჯრის იქეთ. ანასტასიამ იქვე მდგარი ლუკა შეამჩნია და მის გვერდით მდგარი ბიჭი. გოგონა დაფიქრდა. ან ლუკა აჯობებდა და მოკვდებოდა ან თავად აჯობებდა ლუკას, თუმცა ალექსანდრე არ აპატიებდა მისი ძმადნაფიცის მკვლელობას. ამიტომ გოგონამ საჩვენებელი თითი ასწია შემდგომ მის გვერდით მდგარ კოტეს გახედა, შუა თითი ასწია შემდგომ მზერა ისევ ლუკაზე გადმოიტანა და თავი გვერდით გადახარა. კოტემ რაღაც ჩასჩურჩულა კაცს
– Повелитель, не хочу называть вас трусом, но иногда только трусы и выживают! – ლუკამ თავი დაუკრა და ამით დასთანხმდა “ზავს”. რაც იმას ნიშნავდა, რომ ლუკა ორი სიცოცხლით იყო ვალში გოგონასთან! ანასტასიამ საჩვენებლი თითი მოხარა და “მოჭიმული” შუა თითით ფანჯრისკენ მიანიშნა.

ყოფილი ორივე ხელით ილუკმებოდა თითქოს არ სურდა მშიერი წასულიყო იმ ქვეყნად.

ფანჯარიდან გადაძრომის მერე ლუკას არ ესიამოვნა ლაჩრად გამოჩენა, თუმცა მხოლოდ ორი გამოსავალი იყო. ანასტასია მოკლავდა ან თავად მოკლავდა ანასტასიას, რაც თავის მხრივ რეალურად არც იყო ვარიანტი. ანასტასია ალექსანდრეს უახლოესი დაქალის შვილი იყო, გენერალი კი ვალში არ დარჩებოდა მის მკვლელთან! როცა ფიქრს მორჩა და ვერაფერი მოიფიქრა კოტეს გახედა. ბიჭმა ტელეფონი გაუწოდა ლუკას
– მართალია ბრძოლა დავუთმეთ, მაგრამ ჯერაც შეგვიძლია ავართავთ “ტრაფეი” – ლუკამ ალექსანდრეს დაურეკა და საუბარი შემდეგი სიტყვებით დაიწყო
– შენმა გარეულმა რუსმა პანტერამ სასაკლაო მოაწყო აქ …

ანასტადია საათობით ” იკვებებოდა” ყოფილით, ყლუპ’ყლუპობით, მანამდე, სანამ ალექსანდრე არ შეამჩნია. მაშინვე სისხლის ბოლო წვეთებისგან გამოსცალა ყოფილი და თავიც წააცალა … ხურდაში! გენერალი არაფერს არ ამბობდა, ნელი თანაბარი ნაბიჯებით უახლოვდებოდა გოგონას და აქეთ’იქეთ იყურებოდა

– მითვალთვალებ? – კითხვა გოგონამ, ირონიულად
– რომ გითვალთვალებდე არ გეცოდინებოდა – უპასუხა კაცმა, ცივად
– ბოდიში, ვიფიქრე დაგპატიჟებდი წვეულებაზე, თუმცა გადავწყვიტე მთელი ეს სიამოვენბა მარტოს განმეცადა!
– უკვდავების ორი დინასტია ამოხოცე და მაინც რისთვის?
– მე უბრალოდ სარეველებისგან გავწმინდე ბალახი! – ღიმილით თქვა ანასტასიამ წამოდგა და გასასვლელისკენ დაიძრა
– წამებულის როლის თამაშს უნდა მორჩე! – მშვიდად უთხრა კაცმა
– ვერ მომკლავ! დედაჩემს დაპირდი ხომ გახსოვს …
– დიახ, მაგრამ შემიძლია დაგსაჯო!
– დიახ, მაგრამ ვერაფერს წამართმევ! – უთხა გოგონამ და გადახედა მისი ჯერაც საყვარელი კაცის დასახიჩრებულ სხეულს
– არაფერი მაქ, რომ წამართვა … მეტად!
– ანა! – მჭახედ თქვა გენერალმა. გოგონა წამში მუხლებზე დაეცა, ხელები ზურგს უკან შემოიწყო
– დიახ, ბატონო! – გენერალი წინ დაუდგა გოგონას
– კარგი. გოგო. ხარ. წამოდექი – გოგონა წამოდგა თავ დახრილი, სრულად ემორჩილებოდა რა გენერალს! ალექსანდრემ ხელები მოხვია ლოყებზე
– Ты моя собственность! – უთხრა როგორც “წინასაშთაგონებო პრელუდია” და შთააგონა გოგონას

ანასტასია იძულებული იყო დარჩენილიყო ამ სასახლეში გამოკეტილი მანამ, სანამ გენერალი არ შეიცვლიდა აზრს.

ქალი ბარისტას ეპრანჭებოდა სანამ ის მის საყვარელ “კოფეს” უმზადებდა, კაციც დაინტერესებული აღმოჩნდა, რადგან ტრადიციული ერთჯერადის ნაცვლად სპეციალურ ჭიქაში გაუმზადა. ქალმაც გამოართვა “ძღვენი” lady’ს სტილში. ბარისტამ ენამახვილობით გააცინა ანასტასია და პირმომცინარე ქალმა შეამჩნია კარში შემომავალი “მუშტარი”[ მომხმარებელი] რომელსაც ჭადრაკის დაფა ეხატა მაისურზე. წამში მისმა გონებამ იპოვა პასუხი კითხვაზე…

სასახლიდან გამოსვლას მხოლოდ მაშინ შეძლებდა თუ ალექსანდრე ეტყოდა ან გენერლის აკრძალვა [შთაგონება] აღარ იქნებოდა მის გონებაში. ეს უკანასკნელი კი მხოლოდ ერთადერთი მიზეზით შეიძლებოდა მომხდარიყო. გენერალი ცოცხალი აღარ იყო. ამის გააზრება და ჭიქის ხელში შემოტყდომა ერთი იყო. ბარისტამ ქალის ტანისამოსზე მომხდარი “ცხელი წვეთების” შემშრალება დაიწყო. ანასტასია ისევ გაკვირვებული იყო. კაცი იმდენჯერ შეეხო და ჯერაც არაფერი არ მოსვლია. ჯერაც სუნთქავდა. და სხვებივით “არ ქცეულა სისხლად”. კაციც გაკვირვებული იყო “ცხელი წვეთები” ქალის სახეზეც მომხდარიყო მას კი რეაქციაც კი არ ჰქონდა. ეს კიარადა ქალის სახეზე დამწვრობებმაც კი დაიწყო შეხორცება…

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!