ამაშობაში ‘რომანივით’ [ და არა რომანივით] მოთხრობა შემომეწერა და თანაც პირველ პირში … პირველად! ერთი მხრივ ტექსტი უფრო პირადული [?!] და მეტად ემოციური გახდა, მეორე მხრივ კი ჩემეული ‘გადაცდომების’ გამოყენებაში ‘შემიკრა ხელი’. ანუ ჩემი, როგორც ავტორის და default პროტაგონისტის ‘ხმა’ დაიკაგა … მგონი[?!]
ცდა ბედის მონახევრეა. შესაბამისად ორი ცდა ბედი [ა?!]
დიდ ხნიანი “მკითხაობის” შემდემ “გუგლ’მაპ” მომარჯვებული კინოში წავედი, რომ მენახა ახალი ფილმი სტალონეზე და მეგან ფოქსზე. ეს ქალი იმენა ცეცხლია რა! მოვიმარჯვე ჩემი ტელეფონი, ინტერნეტით. დამჭირდებოდა რა ბევრი თარგმანი. ბილეთი უკვე ნაყიდი მქონდა კინოს შესასვლელთან გამაჩერეს და მეც ბილეთმომარჯვებულმა თავდაჯერებულად გავუწოდე. ისეთი შეგრძნებით თითქოს ვიპ ბარათს ვამოწმებინებდი. უეცრად მომაგონდა კავეა. კავეასავით “დახატული” არც ლოგო იყო და არც “ჩამოსახევი” ნაწილი არ ჰქონდა, მხოლოდ ჩეკი, რო ვთხოვდი ხოლმე იქნებ არ მომიხიოთ ვაგროვებ’მეთქი. ერთხელ მითხრეს ზოგადად ასე არ ვიქცევითო, მაგრამ… არ “ჩამომიხიეს”
პეპსის და პოპკორნის ყიდვას ვგეგმავდი, მივადექი და გადავიმეორე ” მერაბა, კეშეკურლარ” [ გამარჯობა და მადლობა] და რომ შემომანათა მწვანე [?] თვალებმა, იქვე “მოვიწამლე”. ქვეცნობიერმაც “შემომძახა” “პიზდეც მარია პეტროვნაო” ისეთი მშვენიერება იყო, რომ … ყოველი ფიქრი დადუმდა ჩემში. ყოველი აზრი გაწდა და ტვინის ნეირონებმა თითქოს დაილაპარკეს, მოილაპარაკეს და ერთიანად “გაიფიცნენ”.
საბოლოოდ მომცა კოლა, პოპკორნი და მე მზაკვრულად, “ჩუმად” გადავუღე ვიდეო, თუმცა მიმიხვდა და რაღაც მითხრა თურქულად, მე , რა თქმა უნდა, ჩემი “თეატრალური სქილებით შევიმოსე” და ჯერ გავიკვირვე, მერე მის სიტყვებში სიტყვა ფოტო დავიჭირე , ტელეფონიც რომლის შენახვაც “ტეხნიკურად” მოვასწარი, ამოვიღე, და მეთქი სელფი გადავიღოთ?! გოგონამ ხელების მოძრაობით მანიშნა არაფერი, არაფერიო და მეც გამარჯვებულის იერით შევაბიჯე კინოში. ეკრანს რომ შევხედე თრეილერის მიხედვით ბოლო ნაწილი გადიოდა უკვე და თან თურქულად. უკან გამოვედი და აღმოვაჩინე, რომ მთელი საათით ადრე მივსულვარ და სანამ გავიფიქრებდი, ტრადიციულად, რატომ მოხდა ეს’მეთქი, გამახენდა ჩემი “განძი” ტელეფონში, ჯერაც იქ რომ ფუსფუსებდა პოპკორნის აპარატთან, მალევე მოვიდა მეორე კონსულტანტი და მივხვდი, აი, ამიტომ მომიყვანა განგებად მთელი საათით ადრე … თურმე!
მოლოდინში პოპკორნს “ვაწვალებდი” და იმაზე დავფიქრდი თუ რა მეთქვა, ინგლისური არ იცოდა, შესაბამისად ჩემი არ ესმოდა. ამოვიხვნეშე და უცებ ყავებით ხელში მიმავალნი წარმოვიდგინე ჩვენი თავი რა, მივაწექი არც მთლად კომფორტული დივნის ზურგს. საუბრის ნაცვლად რომ ვმესიჯობთ ვიბერში, რადგან იქვე თარგმნის ფუნქცია აქვს ან მე ინგლისურად ვკრეფდი “გუგლი’თრანსლეითში” და ის თურქულად კითხულობდა, მერე თავად აკრეფდა თურქულად და მე ინგლისურად წავიკითხავდი ან მესამე რაღაც უფრო მეტად “თეატრალური სცენარი ” მომაფიქრდა. ტელეფონს “ჩაუთქვამს ” თურქულად და ტელეფონი ინგლისურად “ამოთქვამს”. მე ინგლისურად “ჩავუთქვამ” და ტელეფონი თურქულად ” ამოთქვამს”. გამეცინა და თვალი გავაპარე მისკენ. მთელი საათი რა უნდა მეკეთებინა არა ვიცოდი რა.
მთელი ფილმის განმავლობაში მასზე ვფიქრობდი … მხოლოდ! მაშინაც კი, როცა მეგან ფოქსი გამოჩნდა დიდ ეკრანზე! კოლა უკვე გამოვცალე და წყალი მოვიმარჯე, რომელიც კინოში შემოსვლამდე ვიყიდე, როცა დახლთან თავად ის გოგო იდგა , რომ კიდევ ერთხელ მენახა მისი მშვენიალურობა … ახლოდან! არასაჭირო განათების ფონზე ვერ მივხვდი, მართლა მწვანე ფერის თვალები ჰქონდა თუ უბრალოდ მე მინდოდა რომ ჰქონოდა. ფილმი უკვე აღარ მაინტერესებდა. მაშინათვე ტელეფონს დავწვდი, თუმცა ვიდეოში თვალები არ ჩანდა, მაგრამ მომხიბვლელი პირ’სახე კი … ნამდვილად! გამოცდილებით ვიცოდი, რაც უნდა გამეკეთებინა, მაშინათვე ტელეფონი მოვიმარჯვე და ავკრიფე. ” დაგინახე თუ არა მოვიხიბლე შენით, მაპატიე ასეთი თავხედური პირდაპირობისთვის, თუმცა საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ, რომ არ გკითხო, უფლებას მომცემ ყავით გაგიმასპინძლდე პარკში? ” წამით ისიც ვიფიქრე რო’მეთქი თურქული თარგმანი გადამემოწმებინა ჩემს ახლად გაცნობილ თურქ მეგობართან, მაგრამ მალევე გადავწყვიტე გულის’თქმას მივყოლოდი. ერთი მხრივ შეცდომით, “ზატო” გულწრფელი ვიქნებოდი, და მეორე მხრივ გულის’თქმის დაჯერება ახლახანს სტამბულში ყოფნისას ვისწავლე ” ბოგ ზნაეტ ლუჩშე” ამას ვიმეორებდი მუდამ.
კინო მორჩა. ტიტრების მერე ნაწილს აღარ დაველოდე, გამოვიჭერი გარეთ და მაშინვე გოგონას წამიერი მზერა შევნიშნე. მეორე წამში გადავიფიქრე ყველაფერი
და მესამე წამში ” ბოგ ზნაეტ ლუჩშე” რწმენით მივუახლოვდი დახლს. ისიც მოუახლოვდა, რაღაც მითხრა თურქულად და მე. რა თქმა უნდა, ვერ გავიგე. ამიტომ უბრალოდ გავუღიმე. როგორც ჯეკი ჩანმა იმ ტიპს პიკის საათში თვითფრინავიდან ჩამოსვლის მომენტში. ტელეფონზე მივუთითე და მივაწოდე
წაიკითხა.
ამომხედა.
დახედა ტელეფონს.
“არაფერზე არ ვფიქრობ, მხოლოდ პასუხს ველოდები” გავიფიქრე თუ არა მაშინათვე შემომეპარა ერთი პატარა ფიქრი. იქვე საჩვენებელი თითი ავუწიე გოგონას, ტელეფონი გამოვართვი და სწრაფად ავკრიფე ახალი ტექსტი და ისევ ვუჩვენე
წაიკითხა … ისევ!
ამომხედა … ისევ!
დახედა ტელეფონს … ისევ!
- Tamam – წარმოსთქვა და თმები ყურს უკან გადასწია ტუჩის კუთხეში ჩაღიმებით. აი, იმ წამს მთელი გულით დავლოცე ჩემი ახლად შეძენილი თურქი მეგობარი, რომელიც ჩამოსვლისთანავე მასწავლიდა თურქულ სიტყვებს. Tamam ნიშნავდა თანხმობას და ჩემი თურქულის ცოდნის სამ სიტყვიანი მარაგი სრულებით საკმარისი აღმოჩნდა ამისთვის!
- გაგეპრანჭა? – მკითხა ქვეცნობიერმა და პოპკორნი კინაღამ გადასცდა. მერე წამოდგა და ცეკვა დაიწყო … წერილში კი ეწერა სიტყვები შემდეგი:
- დიახ, ვაღიარებ, ვიდეო გადაგიღე. რადგან ვერ შევძელი დამეშვა, რომ ამ ერთხელ გნახავდი … მხოლოდ! და აი, ახლა ვდაგავარ აქ, შენს წინ და გთხოვ გაისეირნო ჩემთან ერთად. “
როგორც ჩანს გოგონამ “გუგლი’თრანსლეითის’ გამოყენება იცოდა, რადგან აკრეფის კნოპკების ხმაურმა გამომარკვია ფიქრებიდან
- ორ საათში დავასრულებ თუ დამიცდი ან ნომერს მოგცემ და რომელიმე სხვა დრო ავარჩიოთ – ტელეფონი გამოვართვი
- დაგიცდი – ჩემი პასუხი მივანათე სახეზე. მე იმას ვფიქრობდი ჩემეული შესაძლო სცენარებიდან მიმოწერით “საუბარი” რომელი ნომერი იყო
- სარა – მითხრა და ისე გამომიყვანა ფიქრებიდან, მე გავხედე და მივხვდი. მკერდზე ჰქონდა საჩვენებელი თითი მიდებული
- თომასი – ვუთხარი მოუთმენლობისგან
- Tamam – მითხრა და ერთი ნაბიჯი გადადგა უკან. Tamam. ეს სიტყვა ჩემი საყვარელი სიტყვა გახდა თურქულ ენაში “ოფიციალნა”. უბრალოდ გასეირნებას ჩაევლო კარგად და მთელ თურქულ ენას “გადავღეჭავდი” თავისი “დიალექტებიანა” თუ ქონდათ. გავიფიქრე ხელი გავუწოდე. გამომიწოდა “ძველი” ჯელტმენივით ვეამბორე მაჯაზე და გამოვბრუნდი. ისე მსუბუქად დავაბიჯებდი, მეგონა დავფრინავდი, სარკეებიდან შევამჩნიე, ჯერაც მაკვირდებოდა, ამიტომ. მხრები გავშალე მკერდი წინ გადმოვზნიქე და ნელი ნაბიჯებით მივეფარე კუთხეში. მერე წამით გავჩერდი და უცაბედად შევხტი სიხარულისგან. ჩემი ქვეცნობიერი კი მეწყვილის გარეშე ცეკვავდა და მღეროდა ბოლო ხმაზე.
“ხომ შეგძლებია შე კარგ მოხნულო ” “ჩემომაძა” ბოლოს ქვეცნობიერმა. მერე ვიდეოზე დავფიქრდი. რამექნა, წამეშალა, თუ დამეტოვებინა? ხოდა მორიგი კარგი [?] იდეა მომაფიქრდა და სანამ “კარგ პალასაზე ვიყავი” [მიმართლებდა] დავიწყე ირგვლივ მიმოხედვა მოლში.
ყავამომარჯვებულები მივაბიჯებდით პარკში. ზუსტად კიარა, წარმოდგენაც კი არ მქონდა რას ვაკეთებდი, იმის გარდა, რომ ძალიან მოხიბლული ვიყავი მისით და არაფერია იმაზე სასიამოვნო, როცა გოგოც საპასუხოდ ცდილობს შენს მოხიბვლას. სიტყვა არ გვითქვამს … ჯერაც! დრო და დრო მკლავზე მომადებდა მკალვს და მიმოიხედებოდა, თუმცა რამდენიმე წამით ჩემზე აჩერებდა მზერას. შევამჩნიე, მაგრამ არ შევიმჩნიე! ამ დროს ყველაზე მშვიდი ხარ. არც “უხერხული სიმშვიდის” გაფანტვაზე არ ფიქრობ, არც რაიმე ჭკვიანურის “დაბრეხვებაზე” უბრალოდ საუბრობ და მეც “სასაუბროდ” ტელეფონი ამოვიღე. ხმის ჩაწერას დავაწექი და ჩემს გვერდით მომავალ ხორცშესხმულ ანგელოზს გავხედე
- როგორია შენთვის იდეალური პაემანი? – აღმოცენდა ჩემი ტელეფონიდან თურქულად, იმედი მქონდა კარგად თარგმნიდა, ვკითხე და ტელეფონი გავუწოდე. გაეღიმა და თმები გადასწია უკან … ისევ! თავადაც მოიმარჯვა ჩემი ტელეფონი და “ჩაუთქვა”
- მთავარია ადამიანი იყოს იდეალური – ტუჩები მოკუმა და თავი შეატრაილა შორს, ჰორიზონტალურად
- როგორია შენთვის იდეალური ადამიანი? – ჩავეკითხე მშვიდად
- გულწრფელი – მითხრა მაშინვე და გამეცინა.
- აი, თურმე რატომ დაგთანხმდა შეხვედრაზე – მაცნობა ქვეცნობიერმა
- მოგკლავს ამდენი პოპკრონი – ჩავძახე უხეშად, ხელი ამიქნია და ვეებერთელა ტელევიზორის წინ ვეებარეთელა დივანზე მოსკუპებულიყო და ვეებერთელა პოპკორნს ყუთიდან “ცოხნიდა”. ტელევიზორში კი ჩემი თვალებით ხედავდა სამყაროს.
შევატყვე, რომ ამ ერთი შეხედვით “უწყინარი” გასეირნებისას შეგრძნებები მიმძაფრდებოდა.
უკვე თამამად “შევციცინებდით” [შევსცქეროდით] ერთმანეთს თვალებში . “თვალების პაჭუნის” შეჯიბრში წააგო, გაეცინა და იქვე გრძელ სკამზე ჩამოჯდა . ძალიან მომწონდა როგორ ვუყურებდი და ამიტომ მის მოპირდაპირე სკამზე ჩამოვჯექი. ყავის ჭიქა მაღლა ავუწიე. თავადაც მომბაძა და მაღლა ასწია თავისი ჭიქა. ეს ყველაფერი კარგი იყო და როგორი იქნებოდა მომავალი? ჩავქფირდი წამიერად და ყავა გამოვცალე. თითქოს ჩემი აზრები ამოიკითხაო ჯერ გვერდით მომიჯდა , მერე გამოსრიალდა ჩემკენ, ხელი მკერდზე მომადო ხელი და გრძელი სკამის ზურგზე მიმაყუდა. ჩემი ხელი აიღო, კისერზე მოიხვია, მომეხუტა მკერდზე და მეც მაშინათვე ვიპოვე პასუხი ჩემს კითხვაზე
- როგორი იქნება მომავალი?
- გულწრფელი! –
სახლამდე მივაცილე და გადავწყვიტეთ შევჯიბრებოდით ის უფრო მალე ისწავლიდა ინგლისურს თუ მე თურქულს.
დასასრული.
თუ “ჰეფი’ენდები’ შენც ჩემსავით გიყვარს ეპილოგს ნუ წაიკითხავ ხომ?
ბოლო გაფრთხილება
კეთილი და პატიოსანი
მე მითქვამს …!
ეპილოგი:
სრულებით შემთხვევით აღმოვაჩინე მისი C2 სერტიფიკატი ინგლისურ ენაში … გამოდის გოგონამ ინგლისური ჩემზე კარგად იცოდა?! საინტერესოა, კიდევ რაში აღმოჩნდებოდა გოგონა ‘გულწრფელი’.
