0

ტვინს არ შეუძია განარჩიოს წარმოსახვა რეალობისგან, ამიტომაც გვეჩვენება სიზმრები ამდენად რეალურად

***
[2 ივლისი 7-8 საათის მიდამო]

***
ალექსანდრე გრძელ სკამს მიუახლოვდა და მარცხენა კიდეზე ჩამოჯდა, გულის ჯიბიდან ხის კოლოფი ამოიღო, კოლოფიდან კი ერთი ცალი თამბაქო ამოაძვრინა და გაუკიდა. მესამე ნაფაზი არ ჰქონდა დარტყმული ფეხის ხმა შემოესმა და სურნელით მიხვდა “იდუმალი სტუმრის” ვინაობას. არ შეიმჩნია გახედა სახლს, რომელიც ამ გაყინული ტბის თავზე იდგა. ნანა ნელი თანაბარი ნაბიჯებით მიუახლოვდა სკამს, გვერდით ჩამოუჯდა კაცს. არცერთს არ შეუხედავს ერთმანეთისთვის. ალექსანდრემ თამბაქოს ნამწვი იქვე ურნაში მოათავსა, ამოიღო მორიგი, გაუკიდა, ერთხელ მოქაჩა და ქალს გაუწვდინა ისე, რომ არ გაუხედავს მისკენ … ისევ! ქალმაც სიტყვაუთქმელად გამოართვა, თავადაც მოქაჩა ერთხელ და დაუბრუნა კაცს. ნიკაპი ოდნავ ზემოთ აღმართა და ცხვირ’პირიდან ერთოულად გამოუშვა ბოლი. ასე ცვალეს ერთმანეთის მიყოლებით მანამ, სანამ ნანა არ მორჩა და ნამწვი მარცხენა ხელის გულზე დაიდო, ოდნავ მიბრუნდა კაცისკენ, ჯერ კაცს გახედა, შემდგომ ნამწვზე გადაიტანა მზერა მარცხენა ხელი მომუშტა და როცა გახსნა ნამწვი სადღაც გამქრალიყო. მართალია კაცი ისევ წინ იყურებოდა, მაგრამ გაეღიმა ამ “ჯადოსნობაზე”.

ნანა წამოდგა, რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა გაყინუნლ ტბას , უცებ მოტრიალდა ქალი და კითხა კაცს
– ვიცეკვოთ … ?! – ალექსანდრემ პირველად გაუსწორა თვალი ქალს და მალევე მოაცილა
– ბოდიში, მაგრამ ფეხსაცმელები თან არ მაქვს – ქალი ისევ მიბრუნდა ტბისკენ და ისევ მობრუნდა, მალევე,
– მაგრამ მე ხომ შემიძლია … – თქვა და თავისი ჯადოსნური თითები ჯერ აათამაშა შემდგომ კი მაღლა აღმართა და ორივე მათგანის უბრალო ფეხსაცმელები, საციგურაო ფეხსაცმელებად აქცია. ალექსანდრემ შეათამაშა ქუსლები.
– ერთი ზომით პატარა უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ამასაც არაუშავს – წაკბინა ბოლოს და ისევ შეხედა თვალებში … მეორედ!
– გინდა, რომ გთხოვო? – შეფარული გაკვირვებით კითხა ქალმა
– ცუდი არ იქნებოდა! – იყო კაცის პასუხი
– შეიძლება ვიცეკვოთ? lütfen. გპირდები არაფერს არ დაგიშავებ ! – წაკბინა ქალმა … ისევ!
– უთხა ობობამ ბუზს – ვალში არ დარჩა ალექსანდრეც. ნანამ ხელი გაუწვდინა და თავი ოდნავ გადახარა. კაცმა ერთი კარგად ამოიხვნეშა და ჩაკიდა … ქალს … ხელი.
– იცოდი, რომ მოვიდოდი? – კითხა ნანaმ და გაყინული ტბის ცენტრისკენ შეიწია და თან ხელი არ გაუშვია კაცისთვის
– ბოლო ორასი წელია, ამ დღეს, ამ დროს აქ მოვდივარ – ნანამ ხელი გაუშვა კაცს და მისკენ მობრუნდა
– მოდი ის გავაკეთოთ, რაც მაშინ პირველად, როცა აქ მოვედით, თუ გახსოვს რა თქმა უნდა – წაკბინა ქალმა და თვალები გადაატრიალა, კეკლუცურად
– მელოდიის გარეშე? და თან მაგ მოძრაობების გასაკეთებლად მოგიწევს მენდო, რომ ხელს არ გაგიშვებ მაშინ, როცა ჰაერში აგწევ და ნუთუ საკმარისად მენდობი ამისთვის?
– მოცემულ მომენტში სხვა არჩევანი არ მაქვს. აი, მელოდია კი მე … ვიქნები … შენში! – იდეალური პასუხის პასუხის შემდგომ შეჰყურებდნენ ერთმანეთს ცოტა ხანს, სანამ უკვე კაცმა არ გაუწოდა ხელი. ქალმაც ჩაკიდა ხელი თვალმოუცილებლად. ალექსანდრემ პატარა ნაბიჯი გადადგა უკან ქალი დაბზრიალდა და ზურგით მიეკრო კაცს მკერდზე. ალექსანდრემ მარჯვენა ხელი წელზე მოხვია მას, ქალმა მარცხენა ხელი არასწორად ჩაკიდა, და როცა კაცმა ხელი გაუსწორა, უპასუხა არ გაჟღერებულ კითხვაზე
– უბრალოდ მინდოდა გადამემოწმებინა თუ ისევ გახსოვდა … 200 წელი გავიდა და …
– და კიდევ 19. ჯამში 219 წელი. მოდი მათემატიკის გაკვეთილები შემდეგისთვის გადავდოთ …
– შემდეგისთვის? როგორი თავდაჯერებულები ვართ დღეს – წაკბინა ქალმა … ისევ! ალექსანრემ არაფერი არ უპასუხა. ღრმად ჩაისუნთქა, ამოისუნთქა და კითხა ბოლოს
– Готова?
– Родилась готовой!
– Ну тогда …

ყველა მოძრაობა მეტად იდეალურ შეასრულეს “საკმაო ხნიანი შესვენების” შემდგომ და ბოლოს, დასასრულისას, მათ სახეებს შორის ნემსის ყუნწის ოდენა დაშორება დარჩა … მხოლოდ!
– გმადლობ – წარმოსთქვა ნანამ, როცა გასწორდნენ
– ჯანდაბას! მაინც მომაჯადოვე … ისევ! – წარმოსთქვა კაცმა ბრაზნარევი ხმით
– უთხრა ბუზმა ობობას – იყო ქალის მორიგი წაკბენა, მარცხენა ხელი ლოყის გავლით თმაში შეუცურა ახლოს მოიზიდა და ლოყაზე ძლიერად აკოცა კაცს! ალექსანდრეს რამდნიმე ათეული წამი დასჭრდა მიღმიერი ზღაპრული ზეციური სამყაროს ღრუბლებიდან მიწაზე და რეალობაში … დასაბრუნებლად! ამასობაში, კი ნანა მშვიდად უყურებდა მის წინ თითქოს ფეხზე ჩაძინებულ კაცს..!
– მადლობის ნიშნად შეგიძლია მითხრა რა იქნება შენი შემდეგი სვლა? – კითხა კაცმა იმედიანად
– А откуда я знаю я ведь просто плод твоего воображения и только ! – გაიკვირვა ქალმა, შემდგომ პატარა შავ ნაწილაკებად დაიშალა და ჰაერში გაიფანტა … მტვერც’ცალო!

 

19.01.2023

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!
stats-arrow little-delete trophy-icon block-from-chat weather-refresh-icon popup-left-arrow popup-right-arrow register-icon login-icon three-dots-icon small-pin-icon small-calendar-icon services-manage-icon share-post-icon like-post-icon dropdown-arrow-icon accordion-open-icon comments-post-icon accordion-close-icon play-icon remove-playlist-icon save-playlist-icon share-icon heart-icon magnifying-glass-icon cupcake-icon weather-icon star-icon headphones-icon block-from-chat-icon add-to-conversation-icon speech-balloon-icon add-a-place-icon Chat Messages check-icon plus-icon albums-icon photos-icon day-calendar-icon week-calendar-icon month-calendar-icon checked-calendar-icon multimedia-icon settings-v2-icon close-icon logout-icon settings-icon blog-icon status-icon happy-sticker-icon happy-face-icon computer-icon manage-widgets-icon badge-icon newsfeed-icon camera-icon stats-icon calendar-icon happy-faces-icon thunder-icon menu-icon Groups-Icon User-Icon Read-Icon Unread-Icon Friendships-Requests-Icon Invitations---Send-Invites-Icon Edit-Icon Pin-Icon Project-Icon Account-Icon Addresses-Icon Billing-Details-Icon Checkout-Icon Downloads-Icon Orders-Icon Payment-Methods-Icon Track-Icon Shop-Bag-Icon Sound-Icon 217 bytes - 53.73% saving