იცი ადამიანებს ყოველთვის მცდარი შეხედულებები გვაქვს ჩვენს თავზე
გვგონია რომ ვიღაცაზე უკეთესი ვართ , ამით ჩვენი არასრულფასოვნების კომპლექსს ვმალავთ
ან კიდევ მე თუ მკითხავ ყველაფერი გამოცდილების არქონის ბრალია როდესაც ახალგაზრდა ვიყავი
მეგონა ყველაფერი ჩემს გარშემო სრულყოფილი უნდა ყოფილიყო ჯერ კიდევ იდეალისტი ვიყავი
წარმოდგენაში ჯერ კიდევ იმ ზღაპრულ სამყაროს ვხატავდი წიგნებში რომ ამოვიკითხავდი
ბავშვობაში , თან ჩემს დროს სიყვარული ამოძრავებდა სამყაროს და როგორც ყოველთვის აქაც მინდოდა სრულყოფილების მიღწევა მეპოვნა ადამიანი რომელიც
მეორე ნახევარი იქნებოდა და ვინ აირჩევს მეორე ნახევრას აარასრულყოფილ ადამინანს
აი ზუსტად ესეც მჭამდა შინაგანად წარმოიდგინე რომ შენში სიყვარულს სხვა ადამიანის არასრულყოფილების ხარჯზე კლავ რა სისულელეა განა დედას შვილისადმი სიყვარულს მოუკლავს მისი რამე კეთროვნება?
არა რა თქმა უნდა სიყვარულის მთავარი ნიშანიც ეგაა შენ თუ ამბობ მიყვარსო მიზეზს სხვა ადამიანში არ უნდა ეძებდე საპირისპიროს დასამტკიცებლად, ნამდვილად გეუბნები პირველი თვეების შემდეგ როდესაც მე და ლიზას შორის არსებულ კავშირს და ცეცხლს რომ თითქოსდა მივეჩვიეთ სწორედ მაშინ გამოჩნდნენ ჩემში ეს ეჭვები გამუდმებით რომ დაქრიან გონებაში გეგონება აქ ვინმეს დაუპატიჟებია და რაოდენ სამწუხაროა ის რომ გონებაში შენ სულაც არ ეძახი ამ ფიქრებს, მას სხვა ადამიანები მიერეკებიან ფიქრებში შენდა დაუკითხავად ისინი გეუბნებიან რატომ არაა? ანდა რატომ კი და შენ ამ დროს წარმოდგენაც არ გაქვს რომ წლების შემდეგ ამ ადამიანებს შენი არსებობაც კი აღარ ემახსოვრებათ შენ კიდევ რამდენ ყურადღებას აქცევდი.
*****
სადგურში შევედით თუ არა ხმოვანი სიგნალით გვამცნეს საბოლოო დანიშნულების ადგილის შესახებ და მე და ჩემი ისტორიაც დასასრულს მიუახლოვდა რას ვიფიქრებდი აქ ამოსვლისას წინ რა მელოდა. მაგრამ მეც იმ ოქროს მაძიებელივით ვარ ოქროს ციებ-ცხელების დროს ყველგან რომ ეძებდნენ ოქროს საბადოს და როგორც იქნა იპოვეს სწორედ ასეთი იყო ჩემი დღევანდელი დღე და მეც მაქვს ის რასაც მალე ათასობით ადამიანს მოვუყვები და მხოლოდ და მხოლოდ ასე ჩვენთის არ შევინახავთ მე დანიელი და ლიზა .
დანიელმა გამიღიმა კიდევ ერთხელ მოვალეობის მოხდის მიზნით გასასვლელისაკენ მიმითითა, მეც ჩემი ჩანთა ზურგზე მოვიკიდე და წინ გავუძეხი სადგური ზუსტად ისეთი იყო როგორც ყოველთვის საშინელი არეულობა ხალხი ერთმანეთში ირევა და ერთი სული აქვთ ყველას როდის გაასწრონ და პირველები მივიდნენ სახლში რა კარგი თვისებაა რომ თითოეულ წამს ასე მოუფრთხილდე მაგრამ ადამიანები მხოლოდ წინასწარ შერჩეულ ადგილებში აუჩქარებენ მხოლოდ ნაბიჯებს.
მე და დანიელი აუჩქარებლად წავედით ზღვის ნაპირისაკენ არცერთს გვეჩქარებოდა არსად დანიელს შიშს გამო რომ იქ არავინ ელოდა , მე კიდევ იმის გამო რომ არ მინდოდა დანიელთან გამომშვიდობება.
ზღვის სიყვარული ბავშვობიდან მქონდა დედაჩემმა რომ ჩამომიყვანა აქ პირველად ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა ათი წლისამ
თითქოს რაღაც სანუკვარი აღმოვაჩინე და აქედან რომ მივყავდი ალბათ ათასჯერ მაინც ვკითხე დედაჩემს უკან როდის დავბრუნდებოდით მერე მთელი წელი ალბათ ყოველდღე ვეკითხებოდი, და იმდენად მოვაბეზრე თავი მომავალ წელს ყველაზე პირველები ჩვენ ჩამოვედით და ასე გრძელდებოდა მომდევნო წლებიც. უკვე რამდენიმე წელია დედას აღარ ეცალა ზღვისთვის და მეც ასე მარტომ მიწევს დაბრუნება.
ყველაზე მეტად აქ ის უსასრულობის შეგრძნება მომწონს ნაპირიდან რომ იგრძნობ ყოველთვის იმაზე ფიქრობ იქ კიდეში რომ იყო რა შეგრძნება იქნება და ალბათ იქედანაც იგივე შეგრძნება გექნება რომ ყოველ ჯერზე რაც შეიძლება შორს წახვიდე.
საღამოს ქვაფენილზე ხალხი სახლისკენ მიდის უცნაურია მაინც რამხელა სიამოვნებას იკლებენ, ახლა ხომ მზის სხივები ყველაზე მაგიურად ერწყმიან უსასრულობას. ამათ კიდევ ზღვაში ცურვისა და კანის დაწვის მეტი არაფერი ანაღვლებთ დიოს მიო.
მე და დანიელი ნელნელა გავცდით პალმების ხეობას და თანდათან უფრო ახლოს მივიწევდით ნაპირისაკენ წარმომიდგენია რა ხდებოდა ახლა მის გონებაში რამდენი ფიქრი ერთად ერეოდა ამ საოცარ ხედს, პირველად ჩემდა გასაკვირად სიტყვის თქმაც
არ მინდოდა რომ მისთვის ამ დროს ხელი არ შემეშალა და ის მონატრების სევდა მთლიანად ეგრძნო თავის თავზე მისი გამოხედვა ჰორიზონტს ცდებოდა და აცოცხლებდა წარსულის ისტორიებს, ყველაზე ბედნიერ დღეებს.
მეც გამახსენდა ათი წლის პატარა გოგო რომელიც აქ დედასთან ერთად მიუყვებოდა ამ ქვაფენილს და სადარდებელი არაფერი ჰქონდა, მაშინ არც ეს ზოგადსაკაცობრიო მოვალეობის შეგრძნება მაწუხებდა და არც უბედურების შეგრძნება მაწუხებდა სხვა ადამიანების ამაოების გამო.ბავშვობა ამიტომაცაა ალბათ კარგი ყველაფერი ფეხზე გკიდია და მარტო სამყაროს შეცნობით ხარ დაკავებული ხოლო რაც
უფრო მეტი წელი გემატება გიწევს ამ შესწავლის შედეგი აჩვენო საზოგადოებას სხვა გამოსავალი არც არსებობს დამოუკიდებლობას მოაქვს პასუხისმგებლობა რომ სცადო რაღაცის უკეთესობისაკენ შეცვლა.
ტალღების ხმაც გავიგეთ და უკვე ვემზადებოდით ორივე რომ ჩვენი გზები აგვერჩია და შევხვედროდით ჩვენს გამოწვევებს. დანიელს ამ გზაზე აღარ სჭირდებოდა დასკვნების გაკეთება და ვინმესთან პასუხისმგებლობაც აღარ ჰქონდა მას ცხოვრების ბოლო ეტაპი დარჩა როგორც იქნა ყველაფრის ფეხზე დაკიდების დროც მოვიდა ასეთი რამე სულ სამჯერ ხდება ცხოვრებაში პირველად მაშინ როდესად დედას მიყავხარ ზღვის ნაპირას და შენ კიდევ პატარა ბავშვი ხარ, შემდეგ მაშინ როდესაც დედის გარეშე მიდიხარ ზღვასთან და გგონია რომ აი ესაა დამოუკიდებლობა შემდეგ ცხოვრება წამოგარტყავს თავში და ათას პასუხისმგებლობას დაგიმატებს გეგონება რომ ამ პასუხისმგებლობას თავდახრილი უნდა იკისრებდე შენს თავზე და დღეს დანიელი ბოლო მესამე ეტაპზეა როცა შენს პასუხისმგებლობებს ნაწილ ნაწილ გაუმკვლავდი, ყველაფერი ერთიანად საუკეთესო მოსწავლესავით მოილიე და მიხვდი რომ ყველაფერი ეს სულელური გადაწყვეტილება იყო
და ახლა ისევ იქ დაბრუნდი დედის გარეშე რომ ზღვაზე მიდიოდი და ამჯერად ცხოვრება ვეღარ მოგატყუებს და ვერცერთი ადამიანის აზრს თუ ათასგვარ პასუხისმგებლობას ვერ შემოგტენის.
ქვიშაზე ფეხი დავდგით თუ არა ყველა სევდას თან სიამოვნებაც დაემატა მზის სხივების ამ უსასრულობაში ჩაკარგვისას რომ ეუფლება ადამიანს ყველანაირი დეპრესიის წამალია ეს ხედი ნეტავ აქ საერთოდ თუ იციან დეპრესიის შესახებ. მე და დანიელი გავუყევით ნაპირს და რამდენიმე წუთი კიდევ დაგვჭირდა სანამ დანიელი შეჩერდებოდა. ღრმად ამოისუნთქა თვალებით შორს მიმანიშნა ნაპირისკენ სადაც ადამიანები საერთოდ არ იყვნენ და მხოლოდ უზარმაზარი კლდის კიდე მოჩანდა
რომელსაც ზღვის ტალღები ძლიერად ეჯახებოდნენ. თქმაც არ უნდოდა რომ ეს იყო დანიელისა და ლიზას შეხვედრის ადგილი მათი სიყვარულის უამრავ წამს რომ იტევდა და ზღვის ტალღებისგან ინახავდა და იცავდა ამ წამებს.
აქ დანიელმა ისევ მე შემომხედა თითქოს მასაც ეძნელებოდა დამმშვიდობებადა თანაც ორივენი საკმაოდ გამოვხატავდით მადლიერებას იმ მოგზაურობისთვის სადაც მე დანიელის ფსიქოლოგიც ვიყავი და მემატიანეც და თავად ჩემი მუზა გახდა.
ნახვამდის ლიზა მადლობა ჩემი ატანისათვის ორივემ ჩავიცინეთ და დანიელიც გაუდგა გზას.
მე ასე ურცხვად გავაყოლე თვალი დანიელს გეგონებოდა მე ვიყავი მისი იდუმალი სატრფო მაგრამ რა უნდა მექნა მთელი ჩემი ინტერესი დრამა და სულისკვეთება მას მიყვებოდა რა თქმა უნდა არ ,მჯეროდა ალბათ სულ მცირედითაც რომ აქ სადმე 30 წლის შემდეგ ლიზა ელოდებოდა მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში ყველანი რომანტიკოსები ვართ და გვინდა ყველაზე აბსურდული ვარიანტებიც კი გამართლდეს.
ძალიან არ გამაკვირვა იმ ფაქტმა რომ დანიელი თანდათან უფრო ნელა მიდიოდა. რამდენი ფიქრია ახლა მასთან რამხელა გრძნობით უნდა დანიელს რომ იქ იყოს ლიზა და ასე რამდენი ადამიანი ელოდება ამ სამყაროში მისთვის საყვარელ ადამიანს.
თანდათან დანიელის ფიქრები მოდიოდა ჩემთან ჩემს არსებაში ყველა ატომს უნდა რომ იქ ლიზა იყოს და გული საშინლად მიმძიმდება თითქოს მე ვწყვეტდე ამ ისტორიის დასასრულს, მაგრამ რანაირად უნდა შევძლო ამ ისტორიის დასრულება მე ხომ მხოლოდ დასრულებულ ისტორიებს ვწერ . ძლივს მოვახერხე შემოტრიალება და სასწრაფოდ მომინდა სადმე ჩამოჯდომა შორს ნაპირიდან მაგრამ ისე რომ ტალღებს ვხედავდე ეს ალბათ იმან გამოიწვია რომ ჩემში ერთდროულად თან დამალვაც მინდა და ამასთანავე მინდა ყველაფერს ვხედავდე.
ქვიშიანი ზოლის დასასრულში სპეციალურად მზის ჩასვლის საყურებლად სკამების დიდი მწკრივი იყო ზუსტად იქ სადაც ყველაზე მეტად შეგიძლია დაიმალო და ყველაზე მეტს ხედავდე.
მეც გულმოდგინედ მივიწევდი წინ ყველგან ერთი ან ორი ადამიანი იჯდა და დღეს პირველად მინდოდა
მარტო ვყოფილიყავი და არავისთან აღარ მჭირდებოდა მისკუპება ახალი ისტორიების მოსასმენად ახლა მხოლოდ დასასრული მანაღვლებს მხოლოდ კლდის კიდე სჩანდა აქედან და დანიელის დანახვას ვეღარ ვახერხებდი მაგრამ არაუშავს ჩამოვჯექი და ჩემდა გასაოცრად თვალები ცრემლებით ამევსო რამდენი ხანია ასეთი რამე არ მომხდარა ჩემს თავს ვცდილობდი სუნთქვა შემეკავებინა და ასე ვიცავდი თავს ამ ცრემლებისგან. ვფიქრობ რომ დღეიდან მეც ამ უსასრულობის უნდა დავიჯერო მეც ალბათ დაველოდები ადამიანს რომლისთვისაც 30 წელიც არაფერი იქნება მოსაცდელად, არც იმას ვიდარდებ რომ დრო
ასე მუხანათად დაგვაშორებს ერთმანეთს მხოლოდ იმაზე ვიფიქრებ რომ აუცილებლად ჩემი ნაწილი მასთან იქნება და ერთ დღეს აუცილებლად მოიყვანს ჩემამდე და იმედია ამ დროს მეც აქ დაველოდები.
დანიელიც სულელია განა უფრო ადრე ვერ შეძლო მიმხვდარიყო ლიზას გარეშე ამაოებას და მაინც ამდენი დრო დასჭირდა, თუმცა საქმე სხვა რამაა დანიელს როგორც ყველა სხვა ადამიანს ეშინია სიმართლის ეშინია საკუთარი თვის და გადაწყვეტილების, რადგან ჩვენ თავად არ ვენდობით ჩვენს თავს გავურბივართ გადაწყვეტილებების მიღებას იმის იმედით რომ ასე თავს ავარიდებთ არასწორ გადაწყვეტილებას.
საბოლოოდ დრო მაინც სხვანაირად ანადგურებს ამ ეჭვებს და შიშებს და თუ კიდევ გვრჩება ძალა დანიელივით მივიწევთ იმისაკენ რაც ისედაც აქ იყო ამდენი ხანია ჩვენ კიდევ ჩვენსავე ეგოიზმს შევწირეთ.