თამბაქოს კვამლი ხუთავდა ოთახს, თითქოს მსუბუქ ჰაერს საზიზღარი მზერით ყელში ჩაჰფრენოდა და ახრჩობდა, ფანჯარა ფრთხილად გამოვაღე, ისე რომ გვერდითა ოთახში ტალახში მწოლიარე მეზობელი არ შემკრთალიყო, ვიგრძენი როგორ დავუბრუნდი ჩემს მდორე არსებას, სიცივე ღრიალით შემოვარდა, სისხლმოდებულ ძვლებში დამიარა, მაგრძნობინა რომ ჯერ კიდევ ჩემს ტყავში ვიჯექი და უმალ გავარდა გარეთ, გვიანი იყო, ძალიან გვიანი, ქუჩიდან აქა-იქ რომ ისმის ხოლმე ავტობუსის საცოდავი ხოხვა.ქალაქის შუა გულში ვცხოვრობდი, ამიტომ შევეჩვიე კიდეც ხმაურს, ღამის ჩუმ ქაოსს.ყველაფერი ამ საზიზღარ ღამეს დაიწყო, მე ხომ არ ვიყავი მზად ამისათვის?! არც კი მიფიქრია,ვერც კი წარმომედგინა,დავიღალე.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!