0

ადამიანს რომ ჰკითხო რა არის სიყვარული ზუსტად იმდენივე განსხვავებულ პასუხს მოისმენ რამდენი ინდივიდიც არსებობს. ყველას სხვადასხვა განსაზღვრება აქვს სიყვარულის. მე რომელსაც აქამდე მეგონა რა იყოს სიყვარული მკითხეს: რატომ გიყვარვარ ? და საუკუნო სიჩუმე ჩამოვარდა ჩემს გონებაში, ვფიქრობდი, თავს ვაიძულებდი ამეხსნა რა იყო ? რატომ ? რატომ მიყვარდა ? ვერ გადმოვეცი სიტყვებით, ჩემი თავის გამიკვირდა, გვერდიდან ვაკვირდებოდი ჩემს თავს და დავცინოდი : ” შენ რომელსაც პასუხი ყველაფერზე გაქვს ამ ერთმა უბრალო კითხვამ როგორ გაგაჩუმათქო” ჰო გამაჩუმა და თვალი გამიშეშა, თითქოს ქვად გადავიქეცი, თითქოს ტვინის ყველა ნეირონი ერთდროულად გამოირთო და აზროვნება შეუძლებელი გახდა არაფერი რომ აღარ ვთქვათ სიტყვებზე . სიტყვები მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ გრძნობასთან დავრწმუნდი რომ უძლურია იმდენად რომ პირს არცხვენს. და მაინც რა არის სიყვარული ? ახლა ვზივარ ჩემთვის და ვფიქრობ ვცდილობ, ვცდილობ ავხსნა და არ გამოდის , როცა მას ვუყურებ ვფიქრობ და ფიქრებში დაკარგული რამდენიმე წამის შემდეგ ვფხიზლდები და ვხვდები რომ მთავარი გამოცანა ისევ ამოუხსნელი მრჩება. სიყვარულზე ოგმა სონეტები დაწერა, ზოგმა პოემები და ლექსები და ზოგი ჩემნაირი ამ ყველაფერს დუმილით პასუხობს, ვიცოდი, აქამდე ვიცოდი და წამიკითხავს რომ ყველაზე ძლიერი გრძნობა სიტყვებით გამოუთქმელია მეგონა ეს მხოლოდ ტკივილზე იყო ნათქვამი, შევცდი….. დოსტოევსკი ამბობდა ჯოჯოხეთი უსიყვარულობაა,ბედნიერ დღეებს არასდროს ვითვლით და ყოველთვის ცუდს ვიმახსოვრებთო… ჰოდა მივხვდი რაც შენთან ვარ მე პირიქით დავიწყე, დავიწყე ბედნიერი დღეების დამახსოვრება, დავიწყე ყველა მომენტის შეგროვება, მხოლოდ ჩემთვის და შენთვის, არა, არა ჩვენთვის ასე უფრო სწორია… ყველაფერი უცნაურია, სასიამოვნოდ,მიხარია როცა გხედავ, მიხარია როცა მელაპარაკებიდა ვხედავ როგორ გვიყვარს ერთმანთი, მინდა რომ არასდროს დამთავრდეს,მინდა რომ ყველაფერი კარგი ერთად გავაკეთოთ,ცუდიც და მერე გავიხსენოთ. ამ ყველაფერში, როგორც მორევში ისე ჩავვარდი და ამოსვლის სურვილი არ მაქვს, მინდა ერთად ჩავიძიროთ ჩვენს მინიმალისტურ, მაგრამ ყველაზე დიდ და ლამაზ წალკოტში, ერთმანეღს შავ და ბნელ წყვდიადში სადაც არ შეგვეშინდება. ჩემი ლამაი სიზმარი ხარ რომლიდან გამოფხილებაც არ მინდა, სიზმარი ხარ რომელიც მტკენს და მაცოცხლებს… რატომ მაცოცხლებს ? მე რომ მკითხო დიდიხანია ამ ერთფეროვან რეალობას აზრი აღარ აქვს, სწორედ მაგის გამო დიდიხნის წინ მოვიშორე ემოციები და უფრო უარესი წერას თავი დავანებე, დღეს კი ხედავ ? ისევ ვწერ, ვწერ სიყვარულზე რომლის არსებობასაც ვუარყოფდი , დავცინოდი და სისულელეს ვეძადი … და გრძნობები? შენ რომელიც ჩემშ იზდებოდი თან გრძნობებიც მოიყოლე და ასე ნელ-ნელა, აუჩქარებლად გააღვიძე ისევ ჩემში … შენ ხარ დიდი გრძნობა, რომელიც ჩემშია, რომელიც წლებთან ერთად გაიარდა და ამავსო, რომელსაც შეუძლია გამანადგუროს ან პირიქით მაცოცხლებს … მე ამ უკანასკნელის იმედი მაქვს … შენ ხარ ჩემი ლამაზი ღამის, ნათელი და ფერადი სიზმარი…

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!
stats-arrow little-delete trophy-icon block-from-chat weather-refresh-icon popup-left-arrow popup-right-arrow register-icon login-icon three-dots-icon small-pin-icon small-calendar-icon services-manage-icon share-post-icon like-post-icon dropdown-arrow-icon accordion-open-icon comments-post-icon accordion-close-icon play-icon remove-playlist-icon save-playlist-icon share-icon heart-icon magnifying-glass-icon cupcake-icon weather-icon star-icon headphones-icon block-from-chat-icon add-to-conversation-icon speech-balloon-icon add-a-place-icon Chat Messages check-icon plus-icon albums-icon photos-icon day-calendar-icon week-calendar-icon month-calendar-icon checked-calendar-icon multimedia-icon settings-v2-icon close-icon logout-icon settings-icon blog-icon status-icon happy-sticker-icon happy-face-icon computer-icon manage-widgets-icon badge-icon newsfeed-icon camera-icon stats-icon calendar-icon happy-faces-icon thunder-icon menu-icon Groups-Icon User-Icon Read-Icon Unread-Icon Friendships-Requests-Icon Invitations---Send-Invites-Icon Edit-Icon Pin-Icon Project-Icon Account-Icon Addresses-Icon Billing-Details-Icon Checkout-Icon Downloads-Icon Orders-Icon Payment-Methods-Icon Track-Icon Shop-Bag-Icon Sound-Icon 217 bytes - 53.73% saving