წასვლა

Comments

ის ისევ იქ იყო, შორიდან გასცქეროდა როგორ მიდიოდა წყნარი ნაბიჯებით,ამაყად,უკან არც ერთი წამით არ მოუხედავს… რა სამწუხაროა, მხოლოდ ერთი ნატვრა ჰქონდა გულში, ის …. მძიმედ, მაგრამ მოახერხა წამოდგომა და იმავე სიმძიმით მიწაზე დადგმულ თითო ნაბიჯს ჩასჩერებოდა. ნაბიჯი ერთი, ნაბიჯი ორი და უკვე წინ წასულიყო, მთელი ცხოვრება ასეთი სიმძიმით ნელ-ნელა მიაბიჯებდა გაურკვეველ, ბურუსითმოცულ მომავალში, თითქოს თვალები მუქი ნაჭრით საგულდაგულოდ აეხვია წუთისოფელს რომ ვერ დაენახა, ვერ დაენახა პატარა სინათლეც კი, რომელიც გააძლიერებდა , მაგრამ მთავარი ის იყო რომ წყვდიადს არ ნებდებოდა, მიდიოდა და არ იცოდა სად, მიდიოდა და არ იცოდა გადაიჩეხებოდა სადმე თუ გადარჩებოდა… როდემდე ? ეს არავინ იცოდა.. რატომ ? არც ეს იყო ცნობილი … ამას ალბათ მხოლოდ სამარადისო წყვდიადში მოხვედრისას გაიგებდა .

facebook კომენტარები
Choose your Reaction!