0

სიჩუმე, იდეალური კომბინაცია იქნებოდა, მთვარით და თანდაყოლილი ღამით, დაუსრულებელი უკუნი ნისლგარეული მზერით, შესაფერისი გარემოა აზრების გადმოსალაგებლად, და თუ ამ ყველაფერს თამბაქოს მყიფე კვამლიც ახლავს თან, ამის შემყურემ შეუძლია აღიაროს რომ, მიაგნო ბუნებისა და ადამიანის ცნობიერების მრავალკვანძოვან კვეთას იმ უსასრულო ქაოსში რასაც სამყარო ვუწოდეთ. ეს, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული რამდენიმე უმნიშვნელო, თითქოსდა ყოველდღიური დეტალი გონებისა და ცნობიერების იმ დაფარულ, ხავსმოდებულ კლიტეებს ერთი მეორეს მიყოლებით ამხსვრევს და აძლევს მათ სივრცეში გაბნევის საშუალებას, ეს უკანასკნელი კი ნაზამთრალი ცოფგამორეული მხეცივით გლეჯს ყოველივეს რაც კი სისხლისფერ ხახაში მოხვდება. უიმედო, უფორმო მზერით დაწრწის, ყოველ ნაბიჯზე ტოვებს ბინძურ, უშრეტ გუბეს, მაგრამ უშედეგო და უმიზნოა ეს ყველაფერი, ძვირფასი დროის ძირგამოცლილ აზრებზე ფუჭი ხარჯვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პროცესის ბოლო ნათელია, შავჩრდილებით გამოტენილ უღრან ტყეში სინათლის სხივის ძებნას ჰგავს.თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ,,გონიერ’’ არსებას სულის ღრჭიალამდე იზიდავს უცნობი, ფარული ქსელი, რომელშიც შესაძლოა ისე გაიხლართოს, რომ სულ-ხორცის ჩალპობამდე ვერ გამოაღწიოს.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!