ყოველთვის ვფიქრობდი რომ არსებობდა ორი ერთმანეთის საპირისპირო დებულება. ბავშვობიდან გვსმენია კარგი თუ ცუდი, კეთილი თუ ბოროტი, სწორი თუ არასწორი. ახლა კი ვხვდები რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ილუზიაა ერთი ილუზია მეორეს ქმნის და ადამიანსაც სწამს ამ ყველაფრის. აღარასდროს ვიტყვი მე სწორი ვარ,მე კარგი ვარ რადგან ეს ილუზიაა. არასდროს ვიტყვი მე მეზიზღება ან მე მიყვარს რადგან ეს ფუჭი სიტყვებია. არასოდეს თქვა ადამიანო არასოდეს.თუ ასე არ ფიქრობ იქნებ ისეთი რამ შეგემთხვას რამაც ეს გაფიქრებინოს? ლივსაც ვერ წამოედგინა თუ მისი ცხოვრება თავდაყირა დადგებოდა.ისლამაზი გოგონაა, ისეთი შორიდან ყველასთვის სასურველი,მაგრამ მიუწვდომელი, თან ყველას მოსწონდა და თან არავის. მისი დიდრონი თაფლისფერი თვალები მისი გულის სარკე იყო და თუ დააკვირდებოდი ყოველთვის დაინახავდი ქაოსს.ლივს მოსწონდა ყურადღება,მაგრამ ამავდროულად ცდილობდა გამორჩეული არ ყოფილიყო.მასში ყოველთვის ორი პიროვნება იბრძოდა,ამიტომ ვერასდროს გაიგებდი როგორი იყო.ბევრი საუბარი უყვარდა, მაგრამ საკუთარი თავისთვის პატარა საიდუმლოს ყოველთვის ინახავდა,გულში მარხავდა და მხოლოდ მარტო ყოფნისას ჰფენდა ნათელს.
ლივს ნამდვილი სიყვარული არასდროს უგრძვნია,ამ ყველაფერს სასაცილოდ მიიჩნევდა.მისთვის წამიერი ვნება უფრო ხელსაყრელი და მისაღები იყო.შეეძლო ნებისმიერთან ფლირტი გაება ისე,რომ მათ მიმართ ინტერესი არც ჰქონოდა.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!