გარდაუვალი უსასრულობა

0

გარდაუვალი უსასრულობა

რამდენიმე წლიანი ლოდინი დასარულს უახლოვდება, მალე ყველაფერი შეიცვლება, მიზანი ძალიან ახლოსაა, მთავარია ყველაფერი სწორად წავიდეს, შეცდომების დრო არ არის… არა დრო ბევრია, უსასრულოდ ბევრი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანმა დრო დაიმორჩილა. საუკუნეების უკვდავ კითხვას პასუხი გაეცა, თუმცა არა ყველასთვის. ესეთი საიდუმლობები ერთეულებისთვისაა და ისინი საგულდაგულოდ იცავენ მას. ჩვენ, უბრალო ადამიანებს საიდუმლო არ გვაინტერესებს, მხოლოდ მისი გამოყენება გვინდა. შეიძლება მოგეჩვენოთ , რომ მისი გამოყენება ყველას მარტივად შეუძლია, მაგრამ ყველაფერი არცისე მარტივადაა. საქმე ისაა, რომ ეს ექსპერიმენტული პროექტი ბევრის დამაიმედებელი არარის. ამ ნაბიჯის გადადგმა რთული აღმოჩნდა და თითქმის არავინ რისკავს მეცნიერების ცდებს შეეწიროს. უნდა გაგიმართლოს და თუაარ შეეწირე, რამის შანსი გექნება. ()მას მხოლოდ ერთი დავალება ექნება, იზრუნოს კონკრეტული მოვლენის სწორად წამართვაზე და საჭიროების შემთხვევაში ყველაფერზე წავიდეს დავალების შესასრულებლად. ამისთვის რამდენიმე წელი ამზდებდნენ, როგორც ფიზიკურად, ასე ფსიქოლოგიურად. თუმცა ვინიცის რა ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ მოვლენასთან ექნება ადამიანს საქმე, როცა პირისპირ შეეჭიდება ფიზიკის კანონებს. ეს მხოლოდ შენი პრობლემა ხდება, რაც არ უნდა იყოს მისი საშუალებით ბევრი რამის შეცვლა შეგეძლება, ბევრი რამის ნახვა, ბევრი ვინმეს ნახვა. ()მასაც სწორედ ეს უნდა, ცხოვრებას აზრი დაუბრუნოს, ადამიანი დაიბრუნოს, ამისთვის ერთ შანსი ექნება . ()მან საკუთარი მიზანი დაისახა არ აპირებს არც იმ წყეულ მისიაზე ფიქრს, არც შესრულებას, მთავარია იქ დაბრუნდეს, იმ დროში, როცა მისმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა და აიძულა ამ ბნელ ჯურღმულში გადაშვებულიყო. იცის როგორ რთულ გზას დაადგა, თუმცა არ ნანობს, მზადაა ყველაფერზე წავიდეს, ყველაფერი მოითმინოს, მალე ყველაფერს შეძლებს, ერთი ნახტომიც საკმაირისი იქნება…
შანსები იმისა, რომ მისმა სხეულმა დროის ჭრილში გადასვლას გაუძლოს ძალიან მცირეა, სულ რამდენიმე ერთეული პროცენტი, საუკეთესო შემთხვევაში, ესეც ბევრია მისთვის, ვინც თავი გაყიდა. საოცარი ქმნილებაა ადამიანი, სიცოცხლეს ზურგს აქცევს მაგრამ იმედის ნაპერწკალს მიჰყვება. ()მის შემდეგ მოსამზადებელი კაბინის კედელზე მხოლოდ ორი სიტყვა დარჩება.. შეუძლებელი შეძელი! არა თუ შეძლებს წარწერაც გაქრება.
და ის უკვე მიჰყავთ, თავიდან ფეხებამდე რაღაც მოწყობილობა მოარგეს, მეტალის მავთულები სქელი სისხლძარღვების ტოტებს იმეორებდა, მის კიდურებს მჭიდროდ ეკვროდა და თითქოს მისი ნაწილი ხდებოდა. სისხლში უცნაური თხევადი ნივთიერება შეუყვანეს. სხეულში სიცივე იგრძნო, რომელიც ნელნელა ედებოდა მის ყველა კუნჭულს. კომპიუტერულმა უსულო ხმამ წამზომის ათვლა დაიწყო 10…9…8…()ს თავი სიზმარში ეგონა 7…. 6…. დიდიხნის წინ გამშრალი ცრემლი უცნაური ძალით ისევ მოადგა.. 3….2… თვალები დახუჭა 1……..
By this time tomorrow, I’ll be running free
You’ll be there with me
By this time tomorrow, all of this will be
Just a memory in our minds…
სიბნელე…. ნელნელა გონს მოდის, თავის ტკივილი აგიჟებს, სადაცაა გაუსკდება… ყურებში წუილი ესმის… ისევ სიბნელე….
ხელზე რაღაც თბილი და სველი სხეულის შეხება იგრძნო. თვალები გაახილა…
თითებს ძაღლი ულოკავდა. დიდიხანია ეს თბილი გრძნობა არ დაუფლებია, ძაღლს უყურებდა და ცრემლები სახეს უსველებდა, თითქოს ამ, ადამიანის ერთგული არსების გამოჩენა კეთლის მომტან ნიშნად მოევლინა.
ნელნელა დაიწყო წამოდგომა, მუცელში ყრუ ტკივილი იგრძნო, საბენიეროდ ამის გარდა არაფერი აწუხებდა. აპარატი ბეტა 21-ს აჩვენებდა, რაც ძველი გათვლებით ახალი წელთაღრიცხვის 2152 წელს უდრის. ეს ორი წლით ადრეა, მას კი მხოლოდ ორი თვე მისცეს, შემდეგ დააბრუნებენ, მათ მხოლოდ ამის კოტროლი შეუძლიათ. აქ კი ვერავინ გააკონტროლებს მის ადგილმაყოფელს, დროა მოქმედება დაიწყოს, წინ უნდა გადახტეს -54 წელში. მისი ცხოვრება ამ წელს სამუდამოდ შეიცვალა, ერთადერთი ახლობელი ადამიანი, საკუთარი სიცოცხლის თანამგზავრი დაკარგა. () – მისი მეუღლე ამ დღეს საშინელ ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. უბედურების თავიდან აცილება მარტივი იქნებოდა, მთავარია არმისცეს უფლება მანქანით იმგზავროს, ეს მარტივზე მარტივია…
თავისი გარეგნობის შეცვლაზე უნდა ეზრუნა, საამისოდ ის კარგად გაწვრთნეს, სახის სრული შეცვლა შეეძლო, ვერავინ იცნობდა. მართალია ამ დროისთვის დაბერებული იყო, მაგრამ სიბრთხილეს თავი არ სტკივა. შუაღამე იწვა, () თავის სახლისკენ გაემართა.
ჯერ კიდევ ბნელოდა როცა ნაცნობ ადგილს მიუახლოვდა, აქ ყველა კუთხეს კარგად იცნობდა, ისიც იცოდა სად იდგა (მისი) მანქანა. მარტივი გეგმა ჰქონდა- მანქანა წაეყვანა, თვითონ, მის() ნაცვლად. უბრალოდ მანქანის გასაღები უნდა გამოეტანა. საკუთარ სახლში შეპარვა სირთულეს არ წარმოადგენდა. მთავარი შესასვლელი კარის გასაღები სამალავიდან გამოიღო და კარებს მიუახლოვდა. გასაღბი საკეტს მოარგო და ნელნელა გადაატრიალა, გული გამალებით უცემდა. ()ის ნახვა სურდა, თუნდაც გაკვრით მოელანდა სიბნელეში მისი სილუეტი. წამიერიად ყველაფერი გაახსენდა, ის საშინელი დღე, ()ის გახსენება უკვე შეუძლებელი ხდებოდა ამ მტანჯველი მოგონებების გარეშე. ,,ჰო, ეს დღე დღესაა და საშინელი აღარ იქნება, მე შენ გადაგარჩენ, მე შეუძლებელი შევძელი’’-ეუბნებოდა საკუთარ თავს…გასაღები აიღო, გამოვიდა, მანქანა დაქოქა და წავიდა. მანქანის დაკარგვა პატრონს კიტხვებს გაუჩენდა, თუმცა ამაზე ფიქრი ეზედმეტებოდა. მთავარია მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა . ახლა ეს დღე უნდა გადაიტანოს. ()ს ყურადღება უნდა მიაქციოს. მასზე კარგად ვის ეცოდიენბოდა სად იქნებოდა მთელიდღის განმავლობაში.
გათენებისას, როცა მზის შუქი ნელნელა ეფინებოდა მიდამოებს, ()-ს გრძნობა ეუფლებოდა, თითქოს ჩვეულებრივი დილა დგებოდა. რამდენი მშვენიერი დილა გაუტარებია ()-სთან ერთად, მისი ტკბილი ამბორით გაღვიძებულს სიცოცხლის სიხარული რომ ეუფლებოდა, ძალის გამოცლამდე ეხუტებოდა და ათასი თბილი სიტყვებით ამდიდრებდა.
სახლთან შორიახლოს იდგა და ფიქრებს მისცემოდა… ნებისმიერ წამს შეიძლებოდა ()-ს კარი გაეღო, გამოსულიყო და დაინხავდამას , ცოცხალს და უვნებელს. ამდენი ხნის შემდეგ ისევ ნახავდა მის სიცოცხლით სავსე ღიმილს, რომელიც მუდამ უთბობდა გულს, უამრავი ცუდი ფიქრები გაუფანტია და ცხოვრების ხალისი დაუბრუნებია.() მისთვის ყველაფერი ღირდა, ეს ადამიანი სიცოცხლეზე მეტად უყვარდა… რაიქნებოდა ეს ერთი სათხოვარი ასრულებოდა? უბრალოდ ეცოცხლა, გრძელი და ბედნიერი ცხოვრება ჰქონებოდა. რატომ მოექცა ასე განგება? მას ხომ არაფერი დაუშავებია, მათ ხომ არაფერი დაუშავებიათ, უბრალოდ ერთამენთი უყვარდათ, ყველაფერზე მეტად, განა ეს დანაშაულია?
უცებ კარების ხმა გაისმა და ის გამოვიდა, მას() უცნაური გრძნობა დაეუფლა, მთელი სხეული გაუშეშდა, თავს ვერ ერეოდა, ვერ გაეგო რახდებოდა, მისი დანახვა უნდოდა, მაგრამ თვალი ერთ წერტილში გაუშტერდა, მხოლოდ ლანდად აღიქვავდა, თვალები დახუჭა… ცრემლების ნიაღვარი ტანსაცმელს უსველებდა… იცოდა, ის იქვე იდგა, ტელეფონზე ლაპარაკობა. ათას ადამიანში ცნობდა მის დაბალი ტონალობის მამაკაცურ, ძალზე თბილი და კეთილ ხმას, რომელიც ადამიანს მისდამი ნდობას უღვივებდა.
()-მა დაკარგული მანქანის ძებნა პოლიციას მიანდო თვითონ კი მეუღლის მანქანით სამსახურის გზას დაადგა. სწორედ ამას ელოდა(). ძალიან მოსწონდა ქმრის ეს თვისება. დინჯი და აუჩქარებელი იყო და წინდახედულად მოქმედებდა.
ახლა უკან უნდა გაყვეს და მის უსაფრთხოებაზე იზრუნოს. მანქანაში ჩაჯდა და დევნა დაიწყო. ცუდი წინათგრძნობა ეუფლებოდა, თითქოს ვიღაც მუდამ აკვირდებოდა და ცდილობდა მისთვის ხელი შეეშალა. ეს პარანოია დიდიხანია დაყვება, ყურადღებას აღარ აქცევდა. მუცელში ისევ ტკივილი იგრძნო, უცნაური ცხელი სხეული ეღვრებოდა და ორგანოებს უწვავდა. საკუთარ თავზე ფიქრი გვერდზე გადადო, ახლა არაფერი არუნდა გამოპარვოდა, ნებისმიერი საბრთხე უნდა აერიდებინა. თითქმის მივიდნენ, სიმშვიდე სუფევდა, ყველაფერი კარგად მიდიოდა. მალე იმ ადგილას გაივლიდა, ()- მასზე რამდენიმე მანქანით უკან იყო და დროის მიხედვით ჩამორჩებოდა დანიშნულების ადგილს. ()ის მეტად ჩქარობდა რათა თუ საჭირო გახდებოდა თვითონ მოხვედრილიყო იმ შეტაკების მონაწილე. გზაჯვარედინს უახლოვდებოდნენ. () დაიძაბა, სვლას ანელებდა, მარჯვენა ზოლში გადავიდა, ასე უკეთ შეძლებდა მოსალოდნელი მანქანის გაჩერებას. ყვითელი აინთო, მარჯვნიდან მომავალი მანქანების სვლას უკლებდნენ და ნელნელა ჩერდებოდნენ. გარდა ერთისა. შავი სედანი სიჩქარეს არ წყვეტდა. მწვანე შუქმა მძღოლებს გზის გაგრძელება ანიშნა. მან ნელა დაძრა მანქანა და მარჯვნიდან მომავალ მანქანას სიგნალით შეხვდა. საჭესთან მჯდარ ადამიანს ძველებური ფედორას ქუდი სახეს უმალავდა. მან უცებ ამოიხედა და მუხრუჭის პედალს სწრაფად დააწვა. დამუხრუჭების წრიპინა ხმას დამწვარი რეზინის მყრალი სუნი მოყვა, მანქანამ ოდნავ გვერდი იცვალა და გაჩერდა.
მომხდარი უკვე ვეღარ მოხდებოდა, მგონი გამოუვიდა….წამიერად თავი ყოვლისშემძლე ეგონა..

მანქანიდან გადმოვიდა და უყურებდა როგორ მიდიოდა () შენობისკენ. მხოლოდ მის ზურგს ხედავდა, ეს საკმარისზე მეტი იყო. ცოტაოდენ ხანში ისიც უკან გაყვება. უნდა დარწმუნებულიყო რომ კარგადაა, ესაა მისი მისია. კიბეს დაუყვა და შესასვლელთან მივიდა. მრგვალად მოძრავი კარი ისეთ მდგომარეობაში იყო რომ შესვლა შეიძლებოდა. როგორც კი შიგნით აღმოჩნდა, () ის რისეფშენიდან ლიფტისკენ დაიძრა და მალე თვალს მიეფარა. იცოდა სადაც მიდიოდა- მე-15 სართულზე მისი კაბინეტი იყო. ლიფტთან მივიდა, რიცხვები იზრდებოდა 5…. 6….7…. 8…. 9….. უკვე სამშვიდობოსაა, საფრთხე უკან მოიტოვეს. უკან გამობრუნდა და შენობიდან გავიდა, მზის შუქმა თვალი მოჭრა, ახლა რაუნდა ქნას? სად უნდა წავიდეს? რახდება როცა ერთი მოვლენა იცვლება? ,,ერთი ასს ცვლის’’- გაახსენდა ნასწავლი. ამ უაზრო თეორიებით გამოტენილი ჰქონდა ტვინი. ახლა ეს არ აინტერესებდა, მთავარია ის ცოცხალია, ღრმად ამოსუნთქვა ცადა, მუცელში რაღაცამ მწარედ დაჰკრა, წამში მოიკრუნჩხა და დაიკვნესა. მოულოდნელად უკნიდან ხმაური მოესმა, დაცვის სამსახური ერთმანეთს რაციით ინფორმაციას აწოდებდა. ვერ გაიეგო რახდებოდა, შიგნიდან ხმა საკმარისად არ აღწევდა მასთან. მრგვალად მოძრავი კარი გაიარა და შიგნით შევიდა. განგაშის მაჩვენებელი წითელი ნათურა ავისმომასწავლებლად ციმციმებდ, რაციების ხრინწიანი ხმა გაუგებარ სიტყვებს გადასცემდა. ის შიშმა მოიცვა, მთელ სხეულში სიმძიმე იგრძნო,რომელიც განძრევის საშუალებას არ აძლევდა. ვიღაცის შეტაკება იგრძნო და წაიქცა, ეს დაცვის თანამშრომელი იყო, ის ლიფტისკენ გარბოდა, რატომ? რახდება იქ.. წამოდგომას ცდილობდა, როცა საშინელმა მსხვრევის ხმამ ყურები დაუხშო.
მე-15 სართულისკენ მიმავალი ლიფტი გაურკვეველი მიზეზით ჩამოვარდა და დაიმსხვრა…
რა ხდება როცა შენს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი კოშმარი მეორდება? მან ეს არ იცოდა, ეს არავინ იცოდა, მაგრამ ახლა ის ამას გრძნობდა, ყველაფერი წყალში იყრება, ამდენი წლის წამება არაფრისმომცემი გახდა, ისევ ის ჯოჯხეთური გრნობა ბატონობს მასზე, სიკვდილის სურვილი ახრჩობს, ფიზიკური ტკივილი წყურია, სულის მაბოროტებელი სიძულვილი ყველას სიკვდილს ანდომებს, ყვრილი უნდა, მაგრამ ხმა არ ამოსდის, ძალა არ ჰყოფნის, ის უძალღონოა, მან ვერაფერი შეცვალა,ისევ სასოწარკვეთილება…
არა თავს უნდა მოერიოს, ძლიერად უნდა იდგეს. კიდევ აქვს შანსი, კიდევ შეუძლია შეცვალოს წარსული, ერთხელ ხომ შეცვალა, კიდევ შეძლებს, უნდა დაბრუნდეს, უკან გადახტეს, ყველაფერი გამოვა, ალბათ გამოვა…
ისევ სიბნელე… გამოფხიზლება მტკივნეულად გადაიტანა, ფილტვებიდან სისხლი ამოიტანა. ალბათ მუცელი ამიტომ სტკიოდა. საკუთარ თავზე არ ღელავდა, ეს არაფერია, ასეთი ბევრი გადაუტანია. მომხდარი უნდა გამოასწოროს. საათს დახედა და შენობისკენ გაემართა. გეგმა არ ჰქონდა, სწრაფად უნდა ემოქმედა. შენობაში შევიდა, გარშემო სიმშვიდე სუფევდა, ლიფტთან მივიდა და გამოიძახა. უცებ მოეჩვენა ვიღაც უყურებდა, სწრაფად მიიხედა, მის თვალსაწიერს შავ სამოსში გამოწყობილი ადამიანი მოხვდა, საეჭვოდ არაფერი გამოიყურებოდა, მხოლოდ ზურგი დაინახა, როგორც ჩანს ვიღაც უბრალოდ თავის საქმეზე მიდიოდა. ლიფტის მოსვლის ხმამ გამოაფხიზლა, მისკენ მობრუნდა და ღია კარებიდან 15 სართულის ღილაკს მიაჭირა ხელი. კარი დაიხურა და ცარიელი ლიფტი მე-15 სართულისკენ გაემართა. 1…2…3… ნელნელა უკან დაიხია 7…8… … უცნაურია, მე-15 სართულზე ლიფტი მშვიდობით ავიდა. ის შენობის გასასვლელისკენ წავიდა. უყურებდა როგორ გაჩერდა მისი მანქანა, მის სილუეტს ხედავდა, როგორ საუბრობდა ტელეფონზე და რაღაც ქაღალდებს ეძებდა. არ შეეძლო მისთვის შეეხედა, თვალი მოაშორა და ჰორიზონს გახედა. მისი ყურადღება შავმა სხეულმა მიიპყრო, ვიღაც ბაღში დადიოდა, ეს ადამიანი მეორედ მოხვდა თვალში, ნუთუ ულთვალთვალებენ? მის ადგილსამყოფელს ხომ ვერავინ გაიგებდა, იქნებ არც არავინ აკვირდებოდა და უბრალოდ შიშისგან ეჩვენებოდა? ფიქრებში გონება გაფანტვოდა როცა ჩაქუჩის მსგავსი ხმა მოესმა, მას მანქანის გაბმული სიგნალი მოყვა, წამის მეასედებში მიიხედა, ეს მისი მანქანის ხმა იყო,() ის ისევ შიგნით იჯდა, უძრავად, საჭეს მიყრდნობოდა, თითქოს ისვენებდა, სიგნალის ხმა არ წყდებოდა. () შიშმა მოიცვა, გული არ უცემდა, ცივმა ოფლმა დაასხა, მთელი სხეული გაეყინა, პარკინგისკენ რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა. წამიერად სახზე შავი სხეული ააფარეს და მომენტალურად გაითიშა.
() ბნელ ოთახში გაიღვიძა. ეს ადგილი არ ეცნობოდა, თითქმის ცარიელ და ცივ ოთახში სიჩუმე იდგა. ძველი ნათურა ოცნავ ბჭუტავდა. მარტო იყო, ვიღაცამ აქ მოიყვანა, მაგრამ არაფერი დაშავებოდა, არც ხელფეხი ჰქონდა შეკრული. () წამოდგა, ძლივს მოციმციმე ნათურით განათებულ საწერ მაგიდაზე ფურცელი იდო, რამდენიმე წამი დასჭირდა რომ ამ შუქზე ნაწერი ამოეკითხა : ,, უნდა შეწყვიტო’’… ეს რას ნიშნავდა? ვის შეიძლებოდა ცოდნოდა მისი ადგილსამყოფელი? საერთოდაც ვინ იცოდა რის მიღწევას ცდილობდა?… კითხვებზე პასუხი არ იცოდა, მაგრამ ფაქტია თუ ეს გზავნილი მომვალიდანაა, ისინი წამიერად უკან დააბრუნებდნენ მისიის თავიდან არიდებისთვის, ანუ ეს გამორიცხულია… მაშ ვინ უშლიდა ხელს მიზნის მისაღწევად? ვის რა საქმე ჰქონდა მისი მეუღლის სიკვდილთან? …
რაღაც რიგზე არ იყო, ისევ ლიფტი გაახსენდა, ახალი ლიფტი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით იყო აღჭურვილი გაურკვეველი მიზეზით ჩამოვარდა. ჯერ ავტოკატასტროფა რომელიც არ განმეორდა, მერე ჩამოვარდნილი ლიფტი, რომელიც აღარ ჩამოვარდა. უცებ თავში აზრმა გაუელვა, ნუთუ ეს შესაძლებელია? წამიერად ის ხმა მოაგონდა მანქანის სიგნალამდე და გონებაში რამდენჯერმე დაატრიალა. ღმერთო ჩემო მაყუჩი!!- აღმოხდა, ეს მაყუჩის ხმა იყო, ნუთუ ვინმე მისი ქმრის მოკვლას ცდილობდა??? მაგრამ სხვადასხვა მეთოდით? დროის სხვადასხვა ჭრილში? აბსურდია! ვის შეუძლია ასეთი საქმის დატრიალება? ამისთვის.. დროში.. უნდა..
მუცელში საშინელი ტკივილი იგრძნო, ამჯერად დიდხანს გააწვალა ხველამ. ფიქრიები მოსვენებას არ აძლევდა, ვის რაში ჭირდებოდა მისი ქმრის სიკვდილი? ნუთუ ეს ვიღაცის მისია იყო? ნელენლა ყველაფერი თავის ადგილას დგებოდა. ის ვიღაცის მისიას უშლიდა ხელს… ვინ გამოგზავნეს ამ საქმისთვის? რატომ დატოვეს ცოცხალი? რასაჭირო იყო ეს გამაბრთხილებელი შეტყობინება? შეეძლოთ უბრალოთ მოეკლათ ჩამოიშორო..ეს კიდევ ბევრს კითხვას ბადებდა.. მისი იარაღებიც საეჭვოდ ხელშეუხებელი დარჩა, აპარატზე დროის ხაზი არ შეცვლილა. ოთახის კარი ღია დაუხვდა, შენობიდან მარტივად გავიდა, უკვე დაღამებულიყო.
ის უკან დახევას არ აპირებდა, ვერავის მისცემდა უფლებას მისთვის ხელი შეეშალა.
თუ მისი ქმრის მკვლელობას ვინმე ცდილობს, უკან გადახტომა საკმარისი აღარ იქნება, დამნაშავე უნდა მოძებნოს. საკმარისია კიდევ შეეცადოს მისი გადარჩენა და მკვლელი ახალ მეთოდს გამოიყენებს, სწორედ მაშინ უნდა დაადგეს მის კვალს. აპარატზე საჭირო ციფრები მონიშნა და წამზომის ათვლა დაიწყო…

ყოველ ჯერზე გამოფხიზლებას მეტი დრო სჭირდება, დროის ჭრილში გავლა მის ორგანიზმზე დამანგრეველად მოქმედებდა. საქმე მარტივად არ გამოიყურებოდა, არ იცოდა თავს ვინ დაესხა, ან მის მეუღლის მოკვლას ვინ ცდილობდა, საერთოდაც შეიძლება ეს ორი სრულიად სხვა ადამიანი ყოფილიყო. დანამდვილებით ის იცოდა სადაც შეხვდებოდა მოწინააღმდეგეს, იქ საიდანაც გაიტაცეს, იმ ადგილსა და მომენტში, ვერსად წაუვიდოდა.
დანიშნულების ადგილს მალე მიუახლოვდა. ბაღში შევიდა და მოვლენების განვითარებას აკვირდებოდა. მანქანა რამდენიმე წუთში მოვიდა და გაჩერდა. ბოლო შემთხვევიდან ჩასაჭიდი მხოლოდ მაყუჩის ხმა აქვს, თუ მას მართლა ესროლეს, ეს ახლო მანძილიდან უნდა ყოფილიყო. მანქანასთან მივიდა და ახლომდებარე ბუჩქებში შეუმჩნევლად ჩაიმალა. რამდენიმე წამიანი უმოქმედობა გულს უჭამდა, მაგრამ ბედმა გაუღიმა. მალევე თითქოს არსაიდან გამოჩნდა შავებში გამოწყობილი ადამიანი. სწორედ ის იყო, სახეს ფედორა უფარავდა, ხელში მაყუჩიანი იარაღი ეჭირა და სასროლად ემზადებოდა. შეუმჩნევლად უნდა მიპარებოდა და ხელი შეეშალა, თუმცა ეს რთული იქნებოდა თავი არ გაემჟღავნებინა. უცნობს დავალების შესასრულებლად რამდენიმე წამიც ეყოფოდა, მაგრამ როგორც კი მოქმედებას დაიწყებდა შანსი ეძლეოდა მიახლოებისთვის. ძალიან სწრაფად უნდა ემოქმედა. უცნობი მოქმედებას იწყებდა, როგორც კი გვერდი იცვალა და მიზნის ამოღება დააპირა. მან იარაღი მოიმარჯვა და მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. () მოეჩვენა თითქოს დრო გაჩერდა. ეს მისტიური გრძნობა სხვა დროსაც ჰქონია, თითქოს შენი სხეული ვიბრაციას გამოსცემს და გარემოში არსებული ნივთები ფორმას და სტრუქტურას კარგავენ, დროის აღქმას კარგავ და სამყარო სხვა ფერებში გეჩვენება. დრო იწურებოდა, უცნობი მალე გაისვრიდა და საქმესაც დაამთავრებდა, წამიერად ეგონა ვერ მოასწრებდა და მაგრამ თოფის ლულა უკვე მის კეფაზე მიედო..
-არც გაბედო! იცოდე მასთან ერთად შენც მოკვდები.
უცნობი გაშეშდა, ნელნელა იარაღი დაუშვა.
– იმედი მაქვს იმის მოკვლას არ აპირებ ვის გადასარჩენადაც აქ ხარ. – უთხრა ნაცნობმა ხმამ.
ამ ხმას ათას ადამიანში ცნობდა, მაგრამ რაღაც შეცვლილიყო, ვერ გაეგო რა. მთელი სხეული უკანკალებდა, სუნთქვა შეეკრა, თითქოს დაავიწყდა როგორ ჩაეტანა ჰაერის ნაკადი ფილტვებამდე. უცნობის სხეულმა შემობრუნება დაიწყო და მის თვალწინ ჭაღარაშერეული, ოდნავ ნაოჭიანი, თუმცა მაინც მომხიბვლელი მამაკაცური სახით, წყლიანი თვალებით და სევდიანი ღმილით იდგა ადამიანი, რომლისთვისაც ის მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა დედამიწის ზურგზე- მისი საყვარელი ქმარი…
-ვიცოდი ჩვენი შეხვედრა გარდაუვალი იყო, ბოლოს და ბოლოს შენ ხომ დროს მართავ, ასე არაა საყვარელო?
ის უსიტყვოდ მისჩერებოდა მეუღლეს, თავი სიზმარში ეგონა, მისი გარეგნობა აკვირვებდა, შავი თმები ჭაღარას შეეცვალა, სიბერე შემოპარვოდა. ის ადამიანი აღარ იყო რომელიც ახსოვდა, მუქი შავი თმები და სახე მიმიკუ ნაოჭებს დაეფარა, საკუთარ თვალებს არ უჯერებდა, მისი ქმარი დაბერებული იყო
-ასეთ სახე ნუ გაქვს,- ამბობს ()ოდნავი სიცილნარევი ხმით- რაიყო, ასაკიანი აღარ გესიმპათიურები?
-რააა…. რა არის ეს.. რაგჭირს? რატომ?
-რატომ რა? ბებერი რატო ვარ? შენც არ დაგზოგა დრომ, მაგრამ მაინც როგორი მშვენიერი ხარ…
ცოლს ნელნელა დააშვებინა იარაღი, თვალებში ჩახედა და სახეზე ხელი მოუსვა.
-საყვარელო ამდენი დრო არმაქვს, საქმე უნდა დავამთავრო.
ის შებრუნდა და შენობისკენ წავიდა. () რამდენიმე წამში წამოდგა და უკან გაჰყვა, არიცოდა რატომ, ისიც შენობისკენ მიდიოდა. კიბეს აუყვა, ფიქრები მოსვენებას არ აძლევდა, რა საქმე ჰქონდა ()ს აქ? როგორაა შესაძლებელი რომ ესე დაბერდა? ნუთუ გამოუვიდა და გადაარჩინა იგი? მაგრამ ორჯერ ფიასკო განიცადა, რა შეიცვალა? ვერ გაეგო რა ხდებოდა, თავბრუ ეხვოდა, მისი გონება ფიქრებში იყო ჩაძირული, შენობაში შედიოდა როცა განწირული კივილი მოესმა, ხალხი გარეთ გაქცევას ცდილობდა, რაღაცას გაურბოდნენ, () ყველაფერს შენელებული კადრით ხედავდა, ისევ დაცვის რაციის ხმა მოხვდა ყურში, ნუთუ ისევ ლიფტი? – გაიფიქრა, მაგრამ ამჯერად უბედური შემთხვევის ადგილი რისეფშენის სექტორი იყო, რომლის წინაც უძრავად იწვა სხეული, მას ზურგში ესროლეს. ხმაურისგან ყურები დაუგუბდა, უცებ ფეხის ხმა მოხვდა, მშვიდად მიმავალი ადამიანის ფეხსაცმლის ხმა. ამ გაკრიალებულ იატაკზე ალბათ ყველაფერი ასე კაკუნობდა, ან მას ესმოდა განსაკუთრებულად ეს ხმა, მშვიდი ნაბიჯების ხმა, რომელიც ფოიედან მოდიოდა შავებში ჩაცმულ მამაკაცს ეკუთნოდა, მარჯვენა ხელში მაყუჩიანი ფისტოლეტი ეჭირა.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!